LIFE

თუ ცხოვრების მძიმე პერიოდი გაქვთ - როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს?

თუ ცხოვრების მძიმე პერიოდი გაქვთ - როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს?

რას აკეთებთ, როდესაც ცხოვრება რთულდება? რას აკეთებთ, როდესაც სიტუაცია თქვენს კონტროლს მიღმაა? - დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები. არავინ ცხოვრობს პრობლემებისა და გამოწვევებისგან თავისუფალი ცხოვრებით. სირთულეებთან გამკლავების სწავლა, სიტუაციის მოგვარება და გაანალიზება, თუ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ უმკლავდებით ცხოვრების მძიმე პერიოდებს?

ზოგჯერ, არაჯანსაღი პასუხები გვაქვს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მთელს სამყაროზე გაბრაზდეთ და ჯავრი ვიყაროთ, დავადანაშაულოთ სხვები, გვეწყინოს ან ვიწუწუნოთ. ეს არ არის ჯანსაღი პასუხები, რადგან ხელს შეგიშლით სიტუაციის გამოსწორებასა ან შეცდომებზე სწავლაში.

იქნებ, მოთმინების უნარს კარგავთ? უარს ამბობთ თქვენს მიზანზე ან უბრალოდ მცდელობებს წყვეტთ. ეს კიდევ ერთი პრობლემური პასუხია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ მიაღწევთ მიზნებს, რადგან მალევე ნებდებით.

როგორ ვუმკლავდებით სირთულეებს, ბევრს ამბობს ჩვენს შესახებ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ აქამდე არასწორად პასუხობდით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ახლა ამ ქცევის შეცვლა გვიანი სულაც არ არის.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების მძიმე პერიოდებს?

ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რიგი საკითხები. ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომის სხვა ადამიანზე გადატანას. ამის ნაცვლად, პირდაპირ უნდა შევხედოთ მათ და პასუხისმგებლობა ავიღოთ.

შეგიძლიათ სცადოთ იპოვოთ რთული სიტუაციების მოგვარების ახალი გზები. დაპირდით საკუთარ თავს, რომ დანებების გარეშე გაუძლებთ ამ ქარიშხლის დამანგრეველ ძალას.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა დაგეხმა

რებათ მტკიცედ დადგეთ პრობლემის წინაშე? რა შეიძლება დაგეხმაროთ?

ხშირად, ეს ისეთივე მარტივია, როგორც ჩვენი აღქმის გადატანა. საკუთარ თავს დააკისროთ პასუხისმგებლობა - ეს არც ისე ცუდია, როგორც ჩანს.

მას შემდეგ რაც პასუხისმგებლობას აიღებთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არც ისე დიდი პრობლემაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გზაზე რაიმე დაბრკოლება სამუდამოდ არ იქნება. ასევე სასარგებლოა იმის გაანალიზება, თუ რა ართულებს სიტუაციას. გაითვალისწინეთ ეს ასპექტები სამომავლოდ და მსგავსი სიტუაციაში, ყოველთვის შეძლებთ ამ პრობლემის ამოცნობასა და თავიდან არიდებას.

ყველაფერი იცვლება და ცუდი დღე არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასეთივე ცუდი იქნება. ნებისმიერ წამს, შესაძლოა პოზიტიური ცვლილებები დაიწყოს. გარდა ამისა, ყოველთვის არის რაღაც კარგი, რაც უნდა გაითვალისწინოთ და დააფასოთ.

უბრალოდ გააკეთეთ არჩევანი და აიღეთ ვალდებულება, რომ იყოთ უფრო ძლიერი. ზოგჯერ, სულ ეს არის საჭირო.