ყველაფერი თქვენს შესახებ: პიროვნების ტიბეტური ტესტი, იგივე „დალაი ლამას“ ტესტი
- 20.04.2021
აღნიშნული ტესტი, განსაკუთრებით პოპულარული 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მნიშვნელოვანია, რომ მას არ აქვს არანაირი კავშირი არც დალაი ლამასა და არც ტიბეტთან, თუმცა მთელს მსოფლიოში სწორედ ამ სახელით იცნობენ.
ტესტის გასაკეთებელად მხოლოდ გულწრფელი პასუხების ჩაწერაა საჭირო (ტესტის შედეგების მისაღებად აუცილებლად ეს აუცილებლად დაგჭირდებათ). არჩევანი თქვენზეა, უპირატესობას ფურცელსა და კალამს თუ ტელეფონს მიანიჭებთ.
გაითვალისწინეთ: წინასწარ ნუ გადახედავთ პასუხებს! ასე ყველაზე საინტერესო ნაწილს გამოტოვებთ!
მაშ ასე, დავიწყეთ!
1. დაალაგეთ შემდეგი ცხოველები თანმიმდევრობით:
ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, ღორი
2. დაწერეთ სიტყვა, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს შემდეგ არსებით სახელებს:
ძაღლი, კატა, ვირთხა, ყავა, ზღვა
3. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეუსაბამეთ თითოეული მათგანი შემდეგ ფერებს:
ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი, თეთრი, მწვანე
პასუხები:
1. ეს თანმიმდევრობა განაპირობებს თქვენს პრიორიტეტებს ცხოვრებაში:
ძროხა ნიშნავს კარიერას
ვეფხვი ნიშნავს სიამაყეს
ცხვარი ნიშნავს სიყვარულს
ცხენი ნიშნავს ოჯახს
ღორი ნიშნავს ფულს
2. ძაღლის აღწერა შეესაბამება თქვენს პიროვნულ დახასიათებას;
კატის აღწერა შეესაბამება თქვენი პარტნიორის დახასიათებას;
ვირთხის აღწერა შეესაბამება თქვენი მტრების დახასიათებას;
ყავის აღწერა შეესაბამება თქვენი სექსუალური ცხოვრების დახასიათებას;
ზღვის აღწერა შეესაბამება თქვენი ცხოვრების ზოგად დახასიათებას;
3. ყვითელი არის ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ;
სტაფილოსფერი არის ადამიანი, რომელიც თქვენს ნამდვილ მეგობრად მიიჩნევთ;
წითელი არის ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიყვართ;
თეთრი არის ადამიანი, რომელიც თქვენი სულის მეგობარია;
მწვანე არის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.