LIFE

17 პატარა არჩევანი, რომელსაც ყოველ დილით აკეთებთ - და ისინი თქვენს დღეს ცვლის

17 პატარა არჩევანი, რომელსაც ყოველ დილით აკეთებთ - და ისინი თქვენს დღეს ცვლის

ყოველი დილა თავიდან დაწყების პატარა შესაძლებლობაა. გაღვიძებისთანავე ისეთი არჩევანების წინაშე დგებით, რომლებმაც შეიძლება დღის განწყობა და ტემპი განსაზღვროს - ისევ დაიძინებთ, თუ ადგებით? ტელეფონს ჩაუჯდებით თუ საქმეს დაიწყებთ?

დილით ხშირად ისე ვიქცევით, როგორც ყოველთვის. მაღვიძარას ვაჩუმებთ, ტელეფონს ვიღებთ, საქმეებზე ვფიქრობთ და დღე უკვე აჩქარებით იწყება.

არადა, ზოგჯერ სულ პატარა ცვლილებაც საკმარისია. მაგალითად, რამდენიმე წუთით ადრე ადგომა, საყვარელ ადამიანთან მიწერა ან დღის დაგეგმვა. სწორედ ასეთ 17 პატარა გადაწყვეტილებაზეა საუბარი ამ სტატიაში

1. ისევ დაიძინებთ თუ მაშინვე ადგებით?

მაღვიძარას კიდევ ერთხელ გადადება ძალიან მარტივია. მაგრამ თუ ადგებით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ დილით დამატებით ნახევარი საათიც კი ბევრ რამეში გამოგადგებათ.

2. რას მიირთმევთ საუზმეზე?

დღის პირველი კვება მხოლოდ ყავით ან ტკბილეულით არ შემოიფარგლოს. შეარჩიეთ ისეთი საუზმე, რომელიც გიყვართ და თან დღის დასაწყებად გამოგადგებათ.

3. იმოძრავებთ თუ ისევ დიდხანს იჯდებით?

დილიდან ვარჯიშისთვის ერთი საათის გამოყოფა აუცილებელი არ არის. რამდენიმე წუთით გაჭიმვა, გასეირნება ან მსუბუქი ვარჯიშიც კარგი დასაწყისია.

4. მისწერთ ადამიანს, რომელიც გენატრებათ?

დიდი ხანია მეგობარი ან ახლობელი არ მოგიკითხავთ? დილა შეიძლება სწორედ ამისთვის გამოიყენოთ. ერთი მოკლე შეტყობინებაც საკმარისია, რომ ვიღაცის დღე გაალამაზოთ.

5. გუშინდელზე იფიქრებთ თუ დღევანდელზე?

გუშინ უხერხული რამ თქვით? შეცდომა დაუშვით? ამაზე მთელი დღე ფიქრი არაფერს შეცვლის.

რაც მოხდა, უკვე მოხდა. დღეს კი ახალი დღეა და შეგიძლიათ ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რისი შეცვლაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

6. დააფასებთ იმას, რაც უკვე გაქვთ

ხშირად ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, რაც გვაკლია. დილით კი შეგიძლიათ რამდენიმე წუთით საპირისპირო გააკეთოთ და გაიხსენოთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში კარგი.

7. იფიქრებთ, რომ კარგი დღე გელით

დილიდანვე ნუ გადაწყვეტთ, რომ წინ ცუდი დღეა. ზოგჯერ განწყობა თავად გვკარნახობს, როგორ აღვიქვამთ მოვლენებს.

8. ვინმეს კარგ საქმეს გაუკეთებთ

დიდი საქმის გაკეთება საჭირო არ არის. დაეხმარეთ კოლეგას, უთხარით ვინმეს სასიამოვნო სიტყვა ან უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება.

9. ტელევიზორს ჩართავთ თუ საქმეს მიხედავთ?

სერიალის ერთი ეპიზოდი შეიძლება რამდენიმე საათად გადაიქცეს. თუ დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, ჯერ ის გააკეთეთ და შემდეგ დაისვენეთ.

10. ფულს დახარჯავთ თუ ფულის გამომუშავებაზე იფიქრებთ?

დილა ონლაინ შოპინგის დაწყებითაც შეიძლება გაიყვანოთ, მაგრამ შეგიძლიათ ამ დროის გამოყენება ახალი სამსახურის ძიებისთვის, სამუშაოსთვის ან ისეთი საქმისთვის, რომელიც მომავალში შემოსავალს მოგიტანთ.

11. ჭურჭელს გარეცხავთ თუ ისევ გადადებთ?

ნიჟარაში დატოვებული ჭურჭელი არსად გაქრება. რაც უფრო მალე მოაგვარებთ პატარა საქმეებს, მით ნაკლები დაგროვდება დღის განმავლობაში.

12. წყალს დალევთ თუ სხვა რამეს აირჩევთ?

დილა ერთი ჭიქა წყლით დაიწყეთ. ეს ბევრად უკეთესი ჩვევაა, ვიდრე დღის სტრესთან დაკავშირებული არაჯანსაღი არჩევანების გაკეთება.

13. დღის გეგმას შეადგენთ თუ ყველაფერს შემთხვევით მიუშვებთ?

სულაც არ არის საჭირო მთელი დღის საათობრივად გაწერა. უბრალოდ ჩამოწერეთ რამდენიმე მთავარი საქმე და უკვე გეცოდინებათ, რაზე უნდა გადაიტანოთ ყურადღება.

14. ჩაიცვამთ თუ მთელი დღე პიჟამოში დარჩებით?

სახლიდან მუშაობისას განსაკუთრებით ადვილია მთელი დღე პიჟამოში დარჩენა. მაგრამ ტანსაცმლის გამოცვლა და ჩვეულებრივად მომზადება შეიძლება სამუშაო განწყობის შექმნაში დაგეხმაროთ.

15. წიგნს წაიკითხავთ თუ ტელეფონში ჩაიკარგებით?

დილიდანვე სოციალურ ქსელებში სქროლვას შეიძლება დიდი დრო შეეწიროს. სცადეთ, ტელეფონის ნაცვლად რამდენიმე გვერდი წიგნი წაიკითხოთ.

16. პრობლემას მოაგვარებთ თუ ისევ გადადებთ?

ზოგი პრობლემა თავისით არ გაქრება. თუ რაღაც გაწუხებთ, დაფიქრდით, რა არის ერთი პატარა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც დღესვე შეგიძლიათ.

17. დღეს მართლა გამოიყენებთ თუ უბრალოდ ჩაივლის?

ყოველი დღე ახალი შესაძლებლობებით იწყება. შეიძლება დღესვე ვერ შეცვალოთ მთელი ცხოვრება, მაგრამ ერთი საქმის გაკეთება მაინც შეგიძლიათ, რომელსაც ხვალ მადლობას გადაუხდით.

დილით არჩევანი ყოველთვის გაქვთ - როგორ დაიწყებთ დღეს, რაზე დახარჯავთ დროს და რას გადაადებთ კიდევ ერთხელ. ზოგჯერ სწორედ ეს პატარა გადაწყვეტილებები ქმნის დღის მთლიან სურათს.