LIFE

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სოფი ლორენი არის ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც მიაღწია დიდ წარმატებას და მთელს მსოფლიოში, მილიონობით თაყვანისმცემლის გული დაიპყრო. თუმცა ამის ფონზე, მისი ცხოვრება სულაც არ ყოფილა მშვიდი და ბედნიერი. მას ამ დრომდე უჭირს საუბარი წარსულის მტკივნეულ მოგონებებზე. მაგრამ ამის მიუხედავად, მან გაუძლო ყველა გაჭირვებას და დაანახა მთელს სამყაროს, რომ ის ძლიერი ადამიანია.

1. სოფი ლორენის მამა კეთილშობილი საგვარეულო ოჯახიდან იყო და მას ტექნიკურად აქვს უფლება, საკუთარ თავს მარკიზა უწოდოს. თუმცა საკუთარი ოჯახი არ აღიარებდა მას და შესაბამისად, არც მხარს უჭერდა. სოფი სიღარიბეში გაიზარდა და ჯერ კიდევ მოზარდობაში დაიწყო მუშაობა. 

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

2. სოფი აღიარებს, რომ მას ბავშვობაში დასცინოდნენ არალეგიტიმურობის გამო, რადგან დედა არასოდეს ყოფილა დაქორწინებული სოფის მამაზე. 14 წლამდე ის ზედმეტად გამხდარ, მახინჯ, პატარა გოგოდ ითვლებოდა. მას ისეთი მეტსახელები ჰქონდა, როგორიცაა "ჯოხი" და "კბილის ჯაგრისი". 

 3. როდესაც ახალგაზრდა სოფი ლორენმა წარმატებით დაიწყო მონაწილეობა სილამაზის კონკურსებში, პირველი კაბა ბებიამ ვარდისფერი ფარდისგან შეუკერა, რადგან ყიდვის საშუალება უბრალოდ არ ჰქონდათ. 1950 წელს მის იტალიის კონკურსზე გაიმარჯვა და ტიტული "მის ელეგანტურობა" მიიღო. 

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

4. სოფიამ პირველი როლი 16 წლის ასაკში შეასრულა, ხოლო პირველი მთავარი როლი 19 წლის ასაკში ითამაშა. პირველი ჰონორარი ოჯახის დასახმარებლად გამოიყენა: მსახიობმა დააფინანსა საკუთარი და, რათა იურიდიულად მამის გვარი მიეღო - გოგონას ბავშვობიდან რცხვენოდა, რომ იგი დედის გვარს ატარებდა. 

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

5. 1981 წელს, სოფი ლორენი გახდა პირველი ცნობილი ქალი, რომელმაც საკუთარი სუნამო გამოუშვა. მოგვიანებით, მან სათვალეების ბრენდიც დაარსა.

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

6. ცნობილია, რომ სოფი ლორენი თავისი სხეულის ბუნებრივი ფორმებით ყოველთვის ამაყობდა. ეს თავდაჯერება პირველი ეკრანული ტესტის დროს გამოვლინდა, მაშინ, როდესაც ოპერატორმა სოფის ურჩია წონა დაეკარგა და ცხვირი გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შენიშვნას შეეძლო გაენადგურებინა ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა მსახიობის თვითშეფასება, სოფიმ უბრალოდ უარი თქვა შეთავაზებაზე და მოთმინება გამოიჩინა.  

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია

7. თავდაჯერება არასოდეს ტოვებდა სოფი ლორენს. მაგალითად, მსახიობს არ რცხვენოდა წითელ ხალიჩაზე იღლიის თმის გამოჩენის. მსახიობი, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულის და მიღების მხარდაჭერია აღნიშნავს: ”ქალებს ძალიან დიდი წნეხის გავლა გვიწევს იმისთვის, რათა საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს მოვერგოთ და მივაღწიოთ ისეთ გარეგნობას, როგორსაც ჩვენგან მოითხოვენ“. 

7 ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფი ლორენი, ყველაზე ძლიერი ქალია