ხანდახან საზოგადოება ქალის მარტოობას მისი ხასიათით და შეხედულებებით ხსნის. მარტოობა შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით - პირადი არჩევანით, სოციოფობიით და ა. შ.
TREND გაგაცნობთ იმ ქალების კატეგორიას, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს მარტოხელობა ემუქრება.
კარიერისტი
ქალები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში ისე არიან ჩაძირულნი, რომ არც პირადი ცხოვრება და არც დანარჩენი რამ აინტერესებთ.
როგორც წესი, ასეთი ქალებისთვის მათი გარეგნობა, ოჯახურ იდილიაზე ოცნებები და „ამქვეყნიური“ ფასეულობები უკანა პლანზეა.
პროფესიის, ხელოვნებისა და მეცნიერების სამსახური მათთვის ცხოვრების მთავარი გამოწვევაა. ასეთ ქალთან ურთიერთობა მამაკაცისთვის არც ისე მარტივია.
ამაო ლოდინი
ქალი, რომელსაც დიდი ხანია აქვს ურთიერთობა დაქორწინებულ მამაკაცთან, პირველ ადგილზეა იმათ შორის, ვისაც მარტოობა ემუქრება.
იმის იმედი, რომ ყველაფერი შეიცვლება და მისი საყვარელი მამაკაცი ოდესმე დაანგრევს ოჯახს და მასთან გადმოვა საცხოვრებლად, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ასეთ უპერსპექტივო ურთიერთობებში მყოფი ქალები კარგავენ ცხოვრების საუკეთესო წლებს და საბოლოოდ მარტონი რჩებიან.
ტირანი დედის მსხვერპლი
ჩვენი ქცევის საფუძველი ჩვენი აღზრდაა, რაშიც მნიშვნელოვან როლს დედა ასრულებს; დედაზეა დამოკიდებული, როგორ მოექცევა გოგონა მამაკაცს; როგორ მოექცევა საკუთარ თავსაც.
ოჯახებში, სადაც თავად დედას ჰქონდა ქორწინების/ურთიერთობის ტრავმული გამოცდილება, აწესებს იარლიყებს, რომ „ყველა კაცი ცუდია“, „ჯობია მარტო იყო, ნაკლები პრობლემებით“, - ქალიშვილს ნორმალური ურთიერთობის საფუძველს ხელიდან აცლის.
ასეთმა გოგონამ შეიძლება მამაკაცთან სცადოს ურთიერთობა, მაგრამ ქვეცნობიერად გაექცეს მას, რადგან დედასგან იცის, რომ მამაკაცები უვარგისები და ტირანები არიან.
ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ქალი მარტოობამდე მიიყვანოს.
თავისუფლებისმოყვარე
თუ ქალი არის ძლიერი, დამოუკიდებელი, უკომპრომისო, ასეთ ქალთან საერთო ენის გამონახვა მამაკაცისთვის ძნელია.
ასეთ ქალებს მაღალი თვითშეფასება და მიმზიდველი გარეგნობა აქვთ - სწორედ ეს თვისებები ხდის მათ თავისუფლებისმოყვარეს, მაგრამ სამწუხაროდ ისინი, ხშირად მარტოსულობისთვის არიან განწირულნი.
უხეში და უკმაყოფილო
მამაკაცი ყოველთვის ცდილობს დაუკავშირდეს ქალს, რომელიც მშვიდი და საინტერესო ბუნებისაა. ის ცდილობს იპოვოს მეწყვილე, რომელთანაც ურთიერთობა სასიამოვნოა ან/და მსგავსი ემოციური ინტელექტი აქვს.
ადამიანები ცდილობენ აირჩიონ პარტნიორი არა "აუცილებელი" მიზეზების გამო (როგორც ეს ადრე იყო), არამედ პრინციპით "იყოს მართალი და სწორი".
არცერთ მამაკაცი არ გარისკავს მუდამ უკმაყოფილო და პრეტენზიებით სავსე ქალთან ურთიერთობის დამყარებას.
თუმცა, გახსოვდეთ: ყველას ცხოვრება უნიკალურია და არავინ იცის, ვის რა ბედი ეწევა. თუკი ძლიერი ხასიათი გაქვთ, თქვენ ვერც მარტოობა შეგაშინებთ.
თემები: მარტოხელა