LIFE

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

მსოფლიოში ცნობილმა ქველმოქმედმა, მელინდა გეიტსმა Microsoft-ში მუშაობა 1987 წელს დაიწყო და მას შემდეგ, იმპერია ააშენა. ის სწრაფად გადავიდა ტექნიკური კომპანიის რიგებში და გახდა საინფორმაციო პროდუქტების გენერალური მენეჯერი. ხოლოდ 1994 წელს, Microsoft-ის თანადამფუძნებელთან, ბილ გეიტსთან იქორწინა.

მათ ერთად შექმნეს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, რომლის ღირებულება 50 მილიარდ დოლარზე მეტია. აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია, მიზნად ისახავას მსოფლიოს 130 ქვეყანაში ჯანმრთელობისა და განათლების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, 2012 წელს მელინდა გეიტსმა, 560 მილიონი დოლარით დააფინანსა, მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, ქალთა კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობა.

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

2019 წელს, მელინდა გეიტსმა თავისი პირველი წიგნი, „როგორ ცვლის ქალის გაძლიერება მსოფლიოს“ გამოსცა. აღნიშნული ნაშრომი ქალთა უფლებებს უკავშირდება.

”მე უკვე 20 წელზე მეტია, ფონდის საქმიანობის ფარგლებში ვხვდები ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. ქალების უმრავლესობა მიზიარებს საკუთარ ისტორიას. ამ ამბებისა და ჩემი პირადი გზის მკითხველისთვის გაზიარებით, მინდა მოვუწოდო ადამიანებს, წვლილი შეიტანონ ქალთა გაძლიერებაში.“

1. მელინდა არ გეგმავდა Microsoft- ში მუშაობას 

BO-3 Multipic:

დიუკის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, მას IBM–ში შესთავაზეს სამსახური. ესაა კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში, რომელიც 1911 წელს დაარსდა. სწავლის პერიოდში, რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა მელინდა. ამიტომ, ეს შეთავაზება ძალიან მომხიბლავი და ლოგიკური ჩანდა. თუმცა მას კიდევ ერთი გასაუბრება ელოდა, ამჯერად სულ რამდენიმე წლის დაარსებულ Microsoft- ში. გასაუბრების შემდეგ, მელინდამ არჩევანი გააკეთა და Microsoft– ის მარკეტინგის მენეჯერი გახდა.

2. ტექნოლოგიები ყოველთვის მელინდას ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

მელინდას მამა, აპოლო-პროგრამის ინჟინერია. The Wall Street Journal- ის თანახმად, ჯერ კიდევ პატარა გოგონა აღფრთოვანებული იყო ხომალდის აფრენის კადრებით. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი მომავალი ცხოვრების მთავარი ინტერესი.

3. ის, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარეა

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

დაარსების პირველი დღიდან, მელინდა მსოფლიოს უდიდეს კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციის თანათავმჯდომარეა. მისი შთაგონება ამჯერად 1993 წელს, აფრიკაში ვიზიტი გახდა.

”ეს წარმოუდგენელი იყო ... ის, რაც ვიხილეთ, სინამდვილეში ჩვენ გვეხებოდა - ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ჩვენს თავს კითხვების დასმა დავუწყეთ: ეს ნორმალურია? ეს ასე უნდა იყოს?“

4. მელინდას გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ქონება ქველმოქმედებას მოახმაროს 

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

მელინდა და ბილ გეიტსებმა გადაწყვიტეს თავიანთი ქონების აბსოლუტური უმრავლესობა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ. ამ იდეამ პოპულარობა მოიპოვა სხვა მილიარდელებშიც - უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ის თავისი სიმდიდრის 99 პროცენტზე მეტს ქველმოქმედებისთვის გაიღებს.

5. 2016 წელს, მელინდამ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო 

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

მელინდასა და ბილის საქველმოქმედო საქმიანობის წყალობით, ბარაკ ობამამ, 2016 წელს გადასცა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. მათ უმაღლესი სამოქალაქო პატივი მიენიჭათ.

6. Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში, მელინდა მე-6 ადგილს იკავებს 

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

წლების განმავლობაში, მელინდა Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში ხვდებოდა. 2018 წელს მან მეექვსე ადგილი დაიკავა, ისეთი მსოფლიო ლიდერების შემდეგ, როგორიცაა ანგელა მერკელი და ტერეზა მეი.

7. მელინდა კარიერას მარტივად უთავსებს ოჯახსა და მედიტაციას 

გეიტსების 27-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა: 7 საინტერესო ფაქტი მელინდა გეიტსის შესახებ

"მე დილის ადამიანი ვარ - მიყვარს ადგომა დილის 6:30 საათზე და ამ დროს, პირველად ვატარებ „წყნარ საათს“. ვმედიტირებ, ვაკეთებ სხვადასხვა მარტივ გაწელვებსა და იოგას. ასევე, ამ პერიოდში აუცილებლად ვკითხულობ რამდენიმე გვერდს“.

როდესაც მელინდა დატვირთულ გრაფიკს გეგმავს, ის აუცილებლად ითვალისწინებს შვილებთან ერთად სადილობის დროს.

 ფოტოები მელინდას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებიდან...