LIFE

5 რამ, რაც სამზარეულოს ინტერიერს აფუჭებს

5 რამ, რაც სამზარეულოს ინტერიერს აფუჭებს

ინტერიერის დიზაინერები ერთხმად ამბობენ, რომ სამზარეულო არის სახლის გული და მისი მოწყობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

სამზარეულო აყალიბებს სახლის ტონს და განწყობას. მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს სივრცე იყოს მყუდრო და მოვლილი, მაგრამ ხშირად ისე ვართ ჩაფლული სახლის სხვა ადგილების დალაგებით, რომ სამზარეულოსთვის დრო არ გვრჩება, ამის გამო ის ხშირად მოუწესრიგებელია.

ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ხრიკს, რომლის საშუალებითაც სამზარეულოს იერსახე ყოველთვის სასიამოვნო იქნება.

პროდუქტების მარაგი



ხახვის ან კარტოფილის ღია ტომარა, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნევლად დევს სამზარეულოს კუთხეში, არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება. სჯობს პროდუქტების მარაგებისთვის გამოიყენოთ საკუჭნაო ან სარდაფი. გარდა ამისა, მისი ოთახში შენახვა აჩქარებს მათი მალე გაფუჭების რისკს.

ჭუჭყიანი პირსახოცები

ღუმელის სახელურზე დაუდევრად მიგდებულ ძველ ან ჭუჭყიან სამზარეულოს პირსახოცს, შეუძლია საუკეთესოდ მოწყობილი სამზარეულოს ოთახი გააფუჭოს.
დროთა განმავლობაში, ნებისმიერი სამზარეულოს პირსახოცი იმდენად ჭუჭყიანი და მოჩვარული ხდება, რომ კარგად გარეცხვის შემდეგაც კი აღარ გამოიყურება ისე სუფთად, როგორც თავდაპირველად. ეცადეთ საზარეულოს პირსახოცები ხშირად და სწორად გარეცხოთ და ჩამოკიდოთ ელეგანტურად. ამასთანავე, ქსოვილის ფერი შეუსაბამეთ ინტერიერს.

ძველი ღრუბლები



სამზარეულოს კიდევ ერთი პატარა ნივთი, რომელიც დიასახლისებს ხშირად შეუმჩნეველი რჩებათ, არის სარეცხი ღრუბლები. ჭუჭყიანი და მოძველებული ღრუბელი ნამდვილად არასასიამოვნოა და აფუჭებს ნიჟარის იერს. სამზარეულოს ღრუბელი თვეში ორჯერ მაინც უნდა შეცვალოთ. გახსოვდეთ, დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული ღრუბელი ბაქტერიების გამრავლების წყაროა, რომელსაც რეცხვისას მთელ ჭურჭელზე ავრცელებთ.
გირჩევთ, შეიძინოთ ღრუბლის დამჭერი - ის იაფი და მოსახერხებელია; ამასთანავე გარანტირებულია ნიჟარის იერსახის გაუმჯობესება.

სავენტილაციო მილი

კარგად დაფიქრდით სამზარეულოს გამწოვის დამონტაჟებამდე: მას აქვს ღია სავენტილაციო მილი, რომელიც ლამაზად არ გამოიყურება და დროთა განმავლობაში აუცილებლად იკიდებს ჭუჭყს. იმის გამო, რომ სამზარეულოს გამწოვი ჩვეულებრივ მაღლა დგას, მისი გაწმენდა ადვილი არ არის, რის გამოც მტვერი დიდი რაოდენობით გროვდება.
უკეთესი იქნება სამზარეულოს გამწოვი პლასტიკური სავენტილაციო მილებით შეცვალოთ. მისი სისუფთავის შენარჩუნება გაცილებით ადვილია.

ქაოსი მაცივარზე



რა თქმა უნდა, თქვენი შვილის ნახატები ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ მაცივრის კარი არ არის ადგილი სამხატვრო გამოფენისთვის. არც მაგნიტები და სტიკერებია საუკეთესო ხერხი, რადგან მაცივრის კარი გადატვირთულად გამოიყურება. იმისათვის, რომ ვიზუალური სივრცე არ გადატვირთოთ, შეგიძლიათ სასადილოში ცალკე კედელი შეარჩიოთ და მასზე მოათავსოთ ყველა სასურველი დეკორატიული ნივთი.