ჯანმრთელობა

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

მსოფლიო პანდემიის რეალობაში, ადამიანების უმრავლესობამ შეიცვალა ცხოვრების წესი. მათ შორის, კვებითი ჩვევები. უკანასკნელი კვლევის თანახმად ირკვევა, რომ პანდემიის დროს, საშუალოდ ამერიკელები, ყოველკვირეულად 4200 კალორიით მეტს იღებენ. მომატებული კილოგრამები კი, სტრესულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რა თქმა უნდა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და დამთრგუნველი დიეტების ნაცვლად, ჩვენ ზედმეტი კვების შეწყვეტის 5 ჯანმრთელ გზას გთავაზობთ: 

1. დაუწესეთ საზღვრები "სატყუარა" საკვებს 

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

დიდი განსხვავებაა იმის თქმას შორის, რომ ” მე შევეცდები არ შევჭამო კარტოფილის ჩიპსი” და „მე მხოლოდ შაბათ-კვირას ვჭამ კარტოფილის ჩიპსს“. პანდემიის დროს მომატებული ემოციური მგრძნობელობის პირობებში, შეიძლება რთული იყოს საყვარელ საკვებზე უარის თქმა. ამიტომ, დააწესეთ დრო და სიტუაცია, როდესაც მისი მიღება შეგეძლებათ. 

2. აავსეთ სამზარეულო უამრავი ჯანსაღი საკვებით 

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

დარწმუნდით, რომ სათავსო, მაცივარი და საყინულე უამრავი ჯანმრთელი ვარიანტით შეავსეთ. როგორც კი დაიწყებთ მავნე საკვების ამოღებას, ეს გააძლიერებს სურსათის დეფიციტის შეგრძნებას. თქვენი ტვინი გაუშვებს სიგნალებს, რომ „შიმშილობას აპირებთ“! ეს რომ არ მოხდეს, რაც შეიძლება მეტი საკვები მოიმარაგეთ, თანაც, აუცილებლად ჯანმრთელი. დარწმუნდით, რომ მრავალფეროვანი საკვები ვარიანტები გაქვთ.

3. განსაზღვრეთ, თუ რატომ იღებთ ზედმეტ საკვებს 

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

საკვების გადაჭარბებული მიღება არის ჩვევა, რომლის საფუძველიც ფსიქოლოგიურია - ის სტრესთან, მწუხარებასა და მარტოობასთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა. ზედმეტი საკვები, არამარტო ხელს უწყობს სისხლში შაქრის დესტაბილიზაციას, არამედ, გაკარგვინებთ ენერგიას და იწვევს ყველანაირ ფიზიკურ პრობლემას. ამიტომ აუცილებელია კვებითი ქცევის შეცვლა, თანაც რაც შეიძლება მალე და ნუ დაელოდებით პანდემიის ოფიციალურ დასრულებას. 

4. დისციპლინა აუცილებელია! 

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

იმისათვის, რომ გაწყვიტოთ ემოციური კავშირი კვებასთან, გადადით მის დაგეგმვაზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ დროს იწყება და მთავრდება კვება, რამდენია შუალედი სადილსა და ვახშამს შორის ან რამდენი კალორია იქნება თითოეული ულუფა. ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ არ გადაუხვიოთ თქვენს მიზნებს.

5. დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად გაქვთ კომუნიკაცია 

თუ ზედმეტ საკვებს იღებთ - 5 მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ

იქნება ეს მეგობართან ერთად უახლოეს პარკში გასეირნება თუ ვირტუალური კავშირი ოჯახის წევრებთან, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ურთიერთობები ხშირი და თანმიმდევრული იყოს. ეს არამარტო დაგეხმარებათ გონებიდან საჭმლის ამოღებაში, არამედ კვლევებით დასტურდება, რომ რეგულარული სოციალური ცხოვრება ბედნიერების აუცილებელი კომპონენტია. ეს კი ისაა, რაც ყველას გვჭირდება, განსაკუთრებით კი, პანდემიურ რეალობაში.