თუ უძილობა გაწუხებთ - 5 ტექნიკა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ
- 01.07.2021
ყველას სჭირდება მეტი ძილი. ჩვენ, როგორც საზოგადოება, საკმარისად არ ვაფასებთ ძილის სარგებელს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ძილის უკმარისობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი საფუძველია. მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ მეტი დასვენება გვჭირდება, ყოველთვის ადვილი არ არის გამოძინება. შესაძლოა საბოლოოდ მივაღწიოთ შეუძლებელს და ერთ საღამოს, 10 საათზე უკვე საწოლში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ძილი არსად ჩანს...
საბედნიეროდ, არსებობს მეთოდები, რომლებიც ძილის მოწესრიგებაში, ყოველგვარი საძილე აბების გარეშე დაგეხმარებათ.
1. დღეში მინიმუმ ოცი წუთი ბუნებრივი მზის შუქი
დღის განმავლობაში, სინათლის ზემოქმედება ეხმარება თქვენს სხეულს დაიცვას ძილისა და გაღვიძების ბუნებრივი ციკლი. მზის სინათლე არეგულირებს თქვენი სხეულის ფუნქციონირებას და წარმოქმნის მელატონინს, ჰორმონს, რომელიც ღამის ბუნებრივი ძილის ციკლის დაწყებისას გამოიყოფა.
2. შეამცირეთ სითხის რაოდენობა, რომელსაც საღამოს სვამთ
მთელი დღის განმავლობაში წყლის მიღება მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, საღამოს საათებში, ზედმეტი სითხის მიღებამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი ძილი. თუ დღის ბოლოს სვამთ დიდი რაოდენობით სითხეს, ხოლო ღამე რეგულარულად იღვიძებთ შარდის ბუშტის დასაცლელად, მაშინ შესაძლოა ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად მარტივი გზა იპოვოთ.
3. შეამცირეთ თეთრი ან ლურჯი შუქის ზემოქმედება დაძინებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე
ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ღამის ძილისთვის, საჭიროა ეკრანთან გატარებულ დრო ისეთ რაღაცებში გაცვალოთ, როგორიცაა კარგი, ძველმოდური წიგნის კითხვა.
ტელევიზორები, ნოუთბუქები და სმარტფონები გამოსცემენ სინათლის ისეთ ტიპებს, რაც ხელს უშლის მოდუნებას და თქვენს გონებას სიფხიზლეს უნარჩუნებს. ამიტომ მოერიდეთ ძილის წინ მათ სიახლოვეს.
4. მიიღეთ მაგნიუმი!
მაგნიუმი ძალიან დაგეხმარებათ, რადგან ის ხელს უწყობს თქვენი კუნთებისა და ტვინის მოდუნებას. თუმცა არ არის საჭირო მისი საკვები დანამატის სახით მიღება, უბრალოდ დაამატეთ მაგნიუმით მდიდარი საკვები თქვენს ყოველდღიურ რაციონს. ნუში, კეშიუ, გოგრის თესლი, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ავოკადო და ბანანი შეიცავენ ამ სასიცოცხლო მინერალის მაღალ დონეს.
5. შეინარჩუნეთ კორტიზოლის დაბალი დონე
თქვენი სხეული წარმოქმნის სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს, რომლის მაღალი დონე, ჩვენს ორგანიზმის სიფხიზლის გარანტიაა. ღამის მოახლოებისთანავე შეინარჩუნეთ სტრესის და შესაბამისად, კორტიზოლის დაბალი დონე. დამშვიდდით, არ ინერვიულოთ, არ უყუროთ დამთრგუნველ ახალ ამბებს, თრილერებს და ფაქტობრივად მოერიდეთ ყველაფერს, რაც სტრესულ ემოციებს იწვევს.
თემები: ძილი, ფსიქოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძილის რეჟიმის დარღვევა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია