ზოდიაქოს რომელი ნიშნები გაურბიან სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში?
- 30.07.2021
მერწყული
ცნობილია, რომ მერწყული ემოციურ გამოხატვას გაურბის. ის თავისუფალი სულის ინდივიდუალია, რომელსაც საკუთარ სამყაროში უყვარს ცხოვრება. მართალია მერწყული უკიდურესად მზრუნველი ნიშანია, თუმცა უჩვეულო კომუნიკაციის უნარის წყალობით, ამას ყოველთვის სწორედ ვერ გამოხატავს. მერწყული მეოცნებე ადამიანია, რომელიც მუდამ ელოდება როდის გამოჩნდება პიტერ პენი. ის გამუდმებით სამყაროს შეცვლაზე ოცნებობს. ბედის ირონიით, მისი სიკეთის კეთების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდის და უნებლიეთ სხვას აზიანებს.
მერწყულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეიყვაროს ვინმე, თუკი ძლიერ სულიერ კავშირს იგრძნობს. ძალიან ძნელია მისი გაგება, რადგან გამუდმებით გაურბის ემოციების გამოხატვას და შესაბამისად, სიყვარულს. ქვეცნობიერად კი, პარტნიორს იდუმალ ცხოვრებას სთავაზობს. თუკი სხვა ადამიანს არ შეუძლია მისი დამალული სურვილების წაკითხვა, მაშინ მერწყული უბრალოდ ცივდება. მას სხვებზე მეტად სჭირდება პირადი სივრცე, თავისუფალი დრო და მარტო ყოფნა, ძალიან ხშირად კი, პარტნიორს ეს არასწორად ესმის.
ტყუპები
ამბობენ, რომ ტყუპებს ყველაზე ძლიერად უყვარს მანამ, სანამ პარტნიორი მობეზრდება. ეს კი თვეში ორჯერ ხდება... ის ორსახოვანი, მრავალმხრივ განვითარებული ნიშანია. მას სურს თავგადასავლები, ცვლილებები და თავისუფლება. შესაბამისად, უბრალოდ არ შეუძლია ერთ ადამიანზე დამოკიდებულება. ამიტომ, ის გაურბის ყველაფერს, როდესაც იგრძნობს, რომ ეს თავგადასავალი აღარ არის - ის გაურბის სიყვარულს. ტყუპები ვერასოდეს დაკმაყოფილდება მხოლოდ სიყვარულით. ინტერესის შესანარჩუნებლად, მას დრამა სჭირდება.
ტყუპებს შეუძლიათ განდევნოს ის ადამიანი, რომელიც უყვარს, რადგან შესაძლებელია, არასწორად გაიგოს კომფორტის ცნება. კომფორტულად ყოფნა არ ნიშნავს, რომ მოწყენილი ხარ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სიყვარულს ენდობი. არ არის აუცილებელი, რომ რომანტიკული სიყვარული ყოველთვის რთული იყოს. ზოგჯერ სიყვარული სიმშვიდის ყველაზე ძლიერი განცდაა.
ქალწული
ქალწული გაურბის სიყვარულს არა იმიტომ, რომ მიჯაჭვულობის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ ტკივილის ეშინია. მკაცრი გარეგნობის მიუხედავად, ქალწული დაუცველი ნიშანია. ის მალავს საკუთარ გრძნობებს და ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. ის ისე მოქმედებს, რომ ვერავინ შეძლებს მის გულისტკენას. ქალწული ყველაზე მწვავე კრიტიკოსია და ამიტომ, რთულია მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ქცევა კი, უბრალოდ მისი ფარია. მას ეშინია ემოციური გახსნის, რადგან ცდილობს, არავინ აღმოაჩინოს მისი სუპერგმირული კომპლექსი. ის პერფექციონისტია, რომელიც ფიქრობს, რომ ემოციები სისუსტის ნიშანია. ამიტომ, მან უნდა ისწავლოს ტკივილის მიღება, სიყვარულის მიღება და რაც მთავარია, აღიაროს, რომ ადამიანია.
გარდა ამისა, ქალწულს უჭირს იმის გაანალიზება, რომ რომანტიკა არ იგეგმება. ზოგჯერ, შესაძლოა სიყვარული არ ჯდებოდეს მისი დღის წესრიგში და არც პარტნიორი იყოს მისტერ სრულყოფილება. მან უნდა აღიაროს ადამიანობა და უარყოს საკუთარი პერფექციონისტული მოთხოვნილებები. სხვა შემთხვევაში, ის გამუდმებით შეეცდება გაექცეს სიყვარულს - ყველაზე ადამიანურ გრძნობას.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია