LIFE

16 რამ, რაც მამაკაცებს ქალებში უფრო მოსწონთ, ვიდრე კარგი გარეგნობა

16 რამ, რაც მამაკაცებს ქალებში უფრო მოსწონთ, ვიდრე კარგი გარეგნობა

კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია იმ გოგონასთვის, რომელიც მამაკაცის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მაგრამ მხოლოდ ვიზუალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასურველმა მამაკაცმა დაქორწინებასა ან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაზე იფიქროს...

1. ღიმილი არა მხოლოდ ალამაზებს ნებისმიერ ქალს, არამედ მამაკაცებს თავს უკეთ აგრძნობინებს.

2. კულინარიული უნარები ერთ-ერთი საუკეთესო გზა მამაკაცის გულის მოსაგებად! 

3. მხიარული ხასიათი, რადგან ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება და ცხოვრებით ტკბობა. 

4. გრძელი, აწეწილი თმა ყოველთვის ასოცირდება ქალის ახალგაზრდობასა და კარგ ჯანმრთელობასთან. 

5. მზრუნველობა მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ყველა მამაკაცს სურს, რომ ცუდ დღეებში, მათი სიცარიელე საყვარელმა ქალმა შეავსოს. 

6. ბუნებრივობა და ნატურალურობა - ნამდვილი, თავდაჯერებული ქალი არასოდეს შეეცდება სხვას დაემსგავსოს ან არაბუნებრივად მოიქცეს.

7. განიერი თეძოები ნაყოფიერების, ჯანმრთელი და ჭკვიანი ბავშვების სიმბოლოა.

8. სიკეთე, რადგან მხოლოდ ასეთ ქალს შეუძლია თანაუგრძნობს საყვარელ მამაკაცს და მხარდაჭერა გამოუცხადოს.

9. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ინტერესები, საქმე რომელიც უყვარს და კარიერა.

10. მეცნიერების აზრით, მაღალი ხმა უფრო მეტად მიმზიდველია, რადგან ის ახალგაზრდობასთან ასოცირდება.

11. კომპრომისზე წასვლის უნარი, რადგან ძალიან რთულია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველთვის მართლები არიან.

12. დედობრივი ინსტიქტი აუცილებელია, რადგან კაცები ყოველთვის ფიქრობენ მომავალ ბავშვებზე, ამიტომ საყვარელ ქალს უნდა შეეძლოს მათ კარგად მოვლა.

13. წითელი ტუჩები აღფრთოვანების სიმბოლოა. სწორედ ამ შეგრძნებას ეძებენ მამაკაცები.

14. იუმორის გრძნობა, რადგან არაფერი შეედრება ერთად სიცილის.

15. ცხოვრებით ტკბობის უნარი, რადგან არავინ ოცნებობს აუტანელ, მძიმე ხასიათის მქონე პარტნიორზე.

16. მამაკაცები გიჟდებიან რუჯის ხაზებზე, ე.წ. „რაზნიცებზე“. მათ მოსწონთ იმის წარმოდგენა, თუ რა გეცვათ გარუჯვის დროს. ეს კონტრასტი კი მათში სექსუალურ ფანტაზიებს აძლიერებს.