LIFE

3 გზა, რათა მამაკაცმა, თქვენს გვერდით, თავი დაცულად იგრძნოს...

3 გზა, რათა მამაკაცმა, თქვენს გვერდით, თავი დაცულად იგრძნოს...

როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ქალების უმეტესობას სურს შეუყვარდეს მამაკაცი, რომელიც მას თავს „დაცულად“ აგრძნობინებს... ეს არ ნიშნავს, რომ ის გასაჭირშია, უბრალოდ, მას სურს, უფრო მეტად იგრძნოს მზრუნველობა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად.

კარგია იმის ცოდნა, რომ არსებობს მამაკაცი, რომელიც გვიყვარს - მეგობარი ბიჭი, ქმარი თუ ცხოვრების პარტნიორი - და რომელიც მზად არის, ნებისმიერ დროს ჩვენს გვერდით იყოს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ხშირად ვფიქრობთ უსაფრთხოებაზე, იმავე ურთიერთობის მეორე მხარე გვავიწყდება... 

დიახ, მამაკაცს სურს იგრძნოს თავი დაცულად იმ ქალთან, რომელიც უყვარს. უფრო მეტიც, ის უბრალოდ არ იღებს დაცვის ვალდებულებას იმ ქალის მიმართ, რომლის გვერდითაც, თავად არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. კიდევ მეტიც - მას ამის სურვილიც კი არ აქვს!

ამიტომ, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა იგრძნოს მამაკაცმა თავი უსაფრთხოდ... თქვენს გვერდით.

1. დაანახეთ, რომ მას ენდობით და პატივს სცემთ

ნებისმიერ ურთიერთობაში, ემოციური უსაფრთხოების შექმნის უსწრაფესი გზა არის იმის ჩვენება, რომ ენდობით თქვენს პარტნიორს და პატივს სცემთ მის საჭიროებებს.

აუცილებელია, რომ ნდობა და პატივისცემა ყოველთვის ორივე მიმართულებით უნდა წავიდეს - თუ მას ჰყავს ახლო მეგობარი გოგონა, ვისთანაც ერთადაც უყვარს საუბარი და გართობა, დაანახეთ, რომ მას ენდობით. მაგრამ ასევე დაანახეთ, რომ ისიც უნდა ენდოს თქვენს ბიჭ მეგობრებს...

2. დაანახეთ, რომ მას უსმენთ

ნებისმიერი ურთიერთობისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ასევე, პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ მას უსმენთ!

აქტიური მოსმენა ადვილი სულაც არ არის - ხშირად, სხვა აზრებში ხართ ჩაფლული, მოუთმენლად ელოდებით თქვენი აზრების გაზიარებას ან ზედმეტად აღელვებული ხართ მიღებული ინფორმაციით.

ასეთი სახის „შეფერხებების“ მიზეზი მართალია სიყვარულია, თუმცა ამან არ უნდა გადაწონოს სხვა ადამიანის საჭიროება იგრძნოს, რომ მას უსმენთ. სხვა შემთხვევაში, მას გაუჩნდება განცდა, რომ არ აფასებთ...

3. გიყვარდეთ ის, ვინც არის და არა ის, ვინც შეიძლება გახდეს

ადამიანებს ხშირად უყვარდებათ პოტენციალის გამო და არა იმისთვის, როგორიც „ის“ ახლაა...

ნუ იქნებით იმ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს, მნიშვნელოვანი ადამიანი გახდეს ან გამდიდრდეს... ერთ დღეს!

ყველას იმსახურებს, რომ უყვარდეთ ისეთი, როგორიც არის ახლა. სხვა შემთხვევაში, ამ ურთიერთობიდან მხოლოდ იმედგაცრუება და წყენა დაგრჩებათ.