4 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ქალის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს
- 09.05.2022
1. თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ
ზოგიერთი ქალისთვის, მუცლის შებერილობა მათი ყოველთვიური ციკლის ნორმალური ნაწილია. მაგრამ თუ არ ხართ მიდრეკილი შებერილობისკენ და ამჯერად, დისკომფორტი 2 კვირაზე მეტი გაგრძელდა, შეიძლება იყოს პირველი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში რაღაც პრობლემაა.
ენდომეტრიოზის შემთხვევაში, მუცლის შებერილობა დღის მეორე ნახევარში იმატებს. "ენდო მუცელი" ჩვეულებრივ არაპროგნოზირებადია - შებერილობა შეიძლება დარჩეს დღეების და კვირების განმავლობაში ან გაქრეს რამდენიმე საათის შემდეგ. გარდა ამისა, მუდმივი შებერილობა, შესაძლოა მკერდის ან საკვერცხის კიბოს ნიშანიც კი იყოს.
2. თუ წელის და ფეხის ტკივილს განიცდით
წელის ტკივილი საკმაოდ ხშირია მენსტრუალური პერიოდის დროს, ამიტომ ითვლება, რომ ის ნორმაა. თუმცა, თუ გაწუხებთ ტკივილები ზურგის, წელის და მხრების არეში, კუნთების დაძაბულობასთან ერთად, შესაძლოა ენდომეტრიოზი გქონდეთ.
ენდომეტრიოზის სხვა საერთო სიმპტომებია დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი ფეხების არეში. ასეთი ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ერთ ან ორივე ფეხზე და გაუარესდეს მენსტრუაციის დაწყების წინა პერიოდში.
3. თუ მენსტრუაციას შედედებული სისხლი მოჰყვება
ყველასთვის მენსტრუაცია განსხვავებულია - ის შეიძლება იყოს მსუბუქი, მძიმე, მუქი ფერის და ა.შ. ამასთან, აბსოლუტურად ნორმალურია, თუ დროდადრო სისხლის კოლტებს ამჩნევთ. თუმცა, თუ თქვენი სისხლი, სტაბილურად უჩვეულოდ მუქია, ხოლო კოლტები დიდი ზომის, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ საშვილოსნოს ფიბრომა გაქვთ.
4. თუ ყოველთვის ძალიან გცხელათ ან ძალიან გცივათ
თუ ოთახის ტემპერატურაზე თავს კომფორტულად ვერასოდეს გრძნობთ, ალბათ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ. ასეთი დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ესტროგენის დონე. ეს არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ჩვეულებრივ, მისი დონე ცვალებადია, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა პრობლემის მიზეზიც გახდეს.
ესტროგენის დონე გავლენას ახდენს თქვენი სხეულის ტემპერატურაზე. როგორც წესი, ესტროგენის დაბალი დონე იწვევს ცხელებას, ხოლო მაღალ დონეს, ხელებსა და ფეხებში, სიცივის მუდმივი შეგრძნება უკავშირდება.
თემები: რჩევები ქალებს, ჯანსაღი ცხოვრების წესი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია