"ნამდვილად არის ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი ის, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა?" - ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ხშირად სვამენ ამ კითხვას.
ურთიერთობებსა და სიყვარულის საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგები, ასტროლოგები და მკვლევარები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ იმის გასარკვევად, თუ როგორი ტიპის ადამიანები ეწყობიან ერთმანეთს, რა შემთხვევაში ინარჩუნებენ ისინი ურთიერთობებს და რა თვისებები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რათა მან შეძლოს ბედნიერ და ხანგრძლივ ურთიერთობაში ყოფნა?!
როცა საქმე ქალს ეხება, ამბობენ, რომ თუ მასში მამაკაცი რამდენიმე თვისებას აღმოაჩენს, სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს და არასოდეს გაუშვას ასეთი ქალი.
TREND. გთავაზობთ იმ თვისებათა ჩამონათვალს, რომლებიც ქალის უპირატესობად მიიჩნევა:
1. თუ ქალი მამაკაცზე ჭკვიანია
მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც ჭკვიანია. იდეალურ ვარიანტში კი ქალი, სასურველია, მამაკაცზე ჭკვიანი იყოს. მამრობითი სქესი არასოდეს აღიარებენ, რომ მათ გვერდით ჭკვიანი ქალი სჭირდებათ, თუმცა, კარგად იციან, რომ ჭკვიანი ქალები მათი მომავლის გარანტია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თუ ქალი ჭკვიანია, აუცილებლად დაიცვას კაცს ჭკუასუსტობისგან.
2. თუ ქალი გულრწფელია
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, შესაბამისად ,მნიშვნელოვანია, გვერდით გვყავდეს ადამიანი, რომელიც გვეტყვის, რომ შევცდით. როცა მამაკაცს გრძელვადიანი ურთიერთობა სურს, მას გვერდით გულრწფელი პარტნიორის ყოლა სურს. თუ ისინი იპოვიან ასეთ ქალებს, გვსურს ვურჩიოთ, რომ მათი დაკარგვა არ ღირს.
3. თუ პოზიტიური გარეგნობა აქვს
თუ თქვენს პარტნიორს, ზოგჯერ, გულუბრყვილო ოპტიმიზმში ადანაშაულებენ, თუ მუდამ ბედნიერი გამომეტყველება აქვს, მამაკაცებო, ასეთი ქალი თქვენი ოცნების ქალია!
ყველას გვსმენია, რომ განწყობა გადამდებია. ეს არ არის მითი. ყველანაირი განწყობა გადამდებია. შესაბამისად, ქალი, რომელიც მუდამ ნეგატიურ ემოციას ასხივებს, ურთიერთობაშიც ნეგატივი შემოაქვს და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა რთულია.
4. თუ ქალი დამთმობია
ცხოვრება რომ ყოველთვის ვარდებით მოფენილი საწოლი ვერ იქნება, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. პრობლემები და გართულებები ურთიერთობაში, გარდაუვალია. ამ პრობლემებისა და გართულებების დაძლევა კი მხოლოდ მაშინ ხერხდება, როცა ორივე პარტნიორი თანახმაა კომპრომისზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქალი დამთმობი იყოს, რათა ურთიერთობა შედგეს.
5. თუ შენი იუმორი მოსწონს
თუ ქალი საყვარელი მამაკაცის ხუმრობებზე იცინის, ეს ნიშნავს, რომ მას მოსწონს მისი იუმორი. ეს კი ურთიერთობაში, არც ისე უმნიშვნელო დეტალია. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალს გაჩნდეს იუმორის გრძნობა.
6. თუ ქალი გულღიაა
ქალებს ეს თვისება ყველაზე მკაფიოდ მაშინ ეტყობათ, როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას აღმოჩნდებიან. გულღია ადამიანები, მუდამ ბრწყინავენ ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში, გამუდმებით იღიმიან და მათ მიმართ სხვების კეთილგანწყობაც, აშკარად შეიმჩნევა.
7. იგი მხარს უჭერს თქვენს მიზნებს და ყველაფერს აკეთებს საკუთარი მიზნების მისაღწევად
ძლიერი ქალების დიდი ღირსება ისიც არის, რომ ისინი მუდამ საყვარელი მამაკაცის გვერდით დგანან, ხელს უწყობენ მათ თავიანთი მიზნების მიღწევაში და არც საკუთარი ავიწყდებათ. მათ არ სჭირდებათ მუდმივი დადასტურება და მტკიცება იმისა, რომ საყვარელი მამაკაცის მიზანი ან ჩანაფიქრი ღირს განსახორციელებლად.
8. თუ კარგი ურთიერთობა აქვს მშობლებთან
ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ქალს თავის მშობლებთან. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს: იგი პატივისცემით მოეპყრობა საყვარელ მამაკაცსაც, თუ თავის მშობლებთან იმავე დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ასევე პატივისცემით მოეპყრობა პარტნიორის მშობლებსაც და რაც ყველაზე მთავარია, ეს ნიშნავს, რომ მან იცის რა არის ცხოვრებაში პრიორიტეტული!
9. თუ კეთილია
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბედნიერი ურთიერთობა არის სიკეთე სიკეთისთვის. ისინი თვლიან, რომ ურთიერთობები, რომლებშიც პარტნიორეი მათზე მორგებული სოციალური გარემოს შენებას არ იწყებენ, თუ კეთილ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, თუ არ არიან ერთმანეთის მადლიერები მიზანმიმართულად და პატივისცემის მომენტი არ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ მათი ურთიერტობა განწირულია.
10. თუ ის მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს და პარტნიორსაც მოუწოდებს ამისკენ
უთანხმოებები ურთიერთობაში ხშირია და სულაც არ არის ჯანსაღი ის წარმოდგენები, რომ თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება, ურთიერთობა სტაბილური და ბედნიერია. მნიშვნელოვანია, რა მეთოდებით აგვარებს წყვილი არსებულ პრობლემასა და უთანხმოებას. თუ ქალი გამუდმებით ცივილური, მშვიდი, დიალოგის გზით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, პარტნიორსაც მუდამ ამისკენ მოუწოდებს, ასეთი ქალი უნდა შეიყვარო და არსად გაუშვა!
11. თუ ის პარტნიორთან ერთად სისულელეებს სჩადის
ხშირად, წყვილების ინტერესთა განსხვავებულობა პრობლემებს იწვევს. ხოლო თავად ინტერესთა სხვადასხვაობა ყველაზე მკაფიოდ მაშინ იკვეთება, როცა პარტნიორებს გართობის სხვადასხვა საშუალებები მოსწონთ. ამიტომ, დასაფასებელია პარტნიორი, რომელთან ერთადაც უამრავი სისულელის გაკეთება შეიძლება, რომელიც ყველა თავგადასავალში შენთან ერთადაა!
12. თუ ქალი დამოუკიდებელია
რაც არ უნდა მყარი იყოს გრძნობა, როცორც არ უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს თავიანთი პირადი სივრცე, საქმე, გააჩნდეს. როცა საკუთარი მეგობრები გყავს, როცა საკუთარი საქმე გაქვს, ცოტა განსხვავებული ინტერესიც, შეუძლებელია ურთიერთობა მოსაწყენი გახდეს!
13. თუ იღებს პარტნიორის უარყოფით მხარეებს
ამბობენ, თუ ადამიანმა შეძლო და შეიყვარა პარტნიორის უარყოფითი თვისებები, სიყვარული მაშინ არის ნამდვილი! თუ საყვარელ ადამიანს მართლაც შეუძლია კრიტიკის გარეშე მიიღოს პარტნიორის საშინელი ხუმრობები, საღეჭი რეზინის გამაღიზიანებელი ღეჭვა და ძალიან ცუდი ჩაცმულობა, ეს დასაფასებელია!
14. თუ არ იტოვებს გულში წყენას
მიმტევებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. გარდა ამისა, მიმტევებლობა მყარი ურთიერთობის საფუძველია. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, რთულია, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, უშეცდომოები ვიყოთ და საყვარელ ადამიანს ტკივილი არ მივაყენოთ. პარტნიორებს უნა შეეძლოთ ერთმანეთის პატიება, ამ გზით ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო ხდება!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი, ქალები
businessinsider.de