მშობლები

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

ყველა დედისა და შვილის ურთიერთობა განსაკუთრებულია, თუმცა, მეტ-ნაკლებად მაინც გავს ერთმანეთს. ისინი ხშირად კამათობენ, ურთიერთობაც ხშირად ეძაბებათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა ის განსაკუთრებული რამაა, რასაც ვერცერთი სხვა ურთიერთობა ვერასოდეს ჩაანაცვლებს. 

დედებს შვილებთან დამოკიდებულებაში საერთო, ერთნაირი არგუმენტები აქვთ, რომელიც, მიუხედავად ურთიერთობების განსაკუთრებულობისა და განსხვავებულობისა, ყველა დედა-შვილზე ვრცელდება. 

გთავაზობთ იმ არგუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც დედები შვილების მიმართ ყველაზე ხშირად იყენებენ და რომლებიც ერგება ყველა ქალიშვილს, განურჩევლად ურთიერთობათა სპეციფიკისა:

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

1. ტიპური თინეიჯერული ახირება აქვს

მშობლები შვილების სურვილებსა და ახირებას, უხასიათობასა და ხასიათის ცლილებებს, ტიპურ თინეიჯერულ ახირებად მოიხსენიებენ. მართალია, ყველა თინეიჯერს ახასიათებს საერთო ნიშნები, თუმცა, მათი გამოხატვის ფორმები მაინც განსხვავებულია. 

2. დამოუკიდებლობისთვის იბრძვის

რამდენჯერ გსმენიათ თქვენი მშობლებისგან, რომ შენი ესა თუ ის ქმედება, ბრძოლის მეთოდია, რომლითაც დამოუკიდებლობის მოპოვება გსურს? 12-დან 13 წლამდე, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაუოკებელი მოთხოვნა მართლაც უჩნდებათ თინეიჯერებს. 

3. ავტორიტეტებს არ აღიარებს

როცა შვილები ვინმეს მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავენ, მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ეს ავტორიტეტების გმობის გამო ხდება. 

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

4. გაზრდა ეჩქარება

როცა პატარა გოგონებს იმ ყველაფრის მიმართ ინტერესი უჩნდებათ, რასაც მოზრდილი ქალები იყენებენ, მაგალითად, მაკიაჟის ტარება, სექსუალური ტანისამოსის მოხდენა და ა.შ. მშობლებს ხშირად ის მოჰყავთ არგუმენტად, რომ მათ გაზრდა ეჩქარებათ. 

5. ნელ-ნელა მშორდება

მაშინ, როცა ბავშვები დამოუკიდებელ აზროვნებას იწყებენ და სურვილი უჩნდებათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, არავინ ჩაერიოს მათ თავისუფალ ნებაში, მშობლები აბობენ, რომ შვილები მათ ნელ-ნელა შორდებიან. 

6. ჰგონიათ, რომ არ გვესმის

შვილებს ხშირად ჰგონიათ, რომ მშობლებს მათი არ ესმით. შესაბამისად, მშობლები ყოველთვის გრძნობენ მათ დამოკიდებულებას და ამ მიზეზით მათ დისტანციას. 

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

7. მუდმივად იმედებს მიცრუებს

მაშინ, როცა შვილი დამოუკიდებლად სწავლობს ცხოვრებას და გზის გაკვალვას იწყებს, შეცდომებსაც სჩადის. შესაბამისად, მშობლები ხშირად ჩივიან იმას, რომ შვილებზე დამყარებული იმედები უცრუვდებათ. 

8. მისი მეგობრები არ მომწონს

მშობლები ყოველთვის კრიტიკის თვალით უყურებენ თავიანთი შვილების მეგობრებს და ამას ის ხსნის, რომ ღელავენ, ცუდი გავლენის ქვეშ არ მოექცნენ ისინი. 

9. ცუდად იცვამს

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იცვამს შვილი, დედას ყოველთვის აქვს შენიშვნა, რომელსაც შვილს აუცილებლად მისცემს. 

დედებს ქალიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ - 11 არგუმენტი ქალისგან

10. ისეთი შეყვარებული ყავს, რომელიც არ შეეფერება

მნიშვნელობა არ აქვს, რა ძალისხმევას ხარჯავს შვილის შეყვარებული მის გასაბედნიერებლად. მშობლებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ მისი შვილის შეყვარებული მას არ შეეფერება. 

11. ღმერთმა იცის როგორ ერთობა

როგორც კი პირველად მოხვდებიან შვილები წვეულებაზე, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად გართობას ეჩვევიან, ეს მშობლებისთვის მიუღებელი ხდება და უამრავი საყვადურით ავსებენ მათ. 



allwomenstalk.com