სილამაზე

ძვირადღირებულ პროდუქტებში ფულის დახარჯვა საჭირო არ არის - 3 კოსმეტიკური პროცედურა სახლის პირობებში

ძვირადღირებულ პროდუქტებში ფულის დახარჯვა საჭირო არ არის - 3 კოსმეტიკური პროცედურა სახლის პირობებში

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავის მოვლის პროდუქტებზე, ბევრი ფულის დახარჯვა გვჭირდება. სინამდვილეში, არსებობს უამრავი იაფი ალტერნატივა, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

 
  1. თუ თქვენ პრობლემური ღაბაბი გაქვთ, სცადეთ ეს მარტივი სავარჯიშო:

  • გაასწორეთ ხერხემალი, გადაწიეთ თავი უკან და ჭერისკენ აიხედეთ.
  • დახურეთ პირი და დააწექით ქვედა ყბას, მანამ, სანამ ნიკაპის ქვეშ დაჭიმულობას არ იგრძნობთ.
  • ამ პოზიციაში გაჩერდით 10 წამის განმავლობაში.
  • შემდეგ თავი გაასწორეთ.
  • გაიმეორეთ მოძრაობა 10-ჯერ, ყოველდღიურად.

ან
 
  • გაასწორეთ ხერხემალი, გადაწიეთ თავი უკან და ჭერისკენ აიხედეთ.
  • დახურეთ პირი და თავი მარჯვენა მხარეს გადაწიეთ.
  • გაასრიალეთ ქვედა ყბა წინა მიმართულებით (რამდენიმე მილიმეტრი, მხოლოდ კუნთების დაჭიმვაც კი სრულად საკმარისია).
  • ამ პოზიციაში გაჩერდით 10 წამის განმავლობაში.
  • შემდეგ თავი გაასწორეთ.
  • გაიმეორეთ იგივე მოძრაობა, ამჯერად თავი მარცხნივ გადაწიეთ.
  • გაიმეორეთ მოძრაობა 10-ჯერ, ყოველდღიურად.
 
  1. მკვდარი უჯრედების მოშორებაში კი, ეს სკრაბი დაგეხმარებათ:



საყვარელი ფინჯანი ყავის შემდეგ, შეგიძლიათ გამოყენებული ყავის ნალექით შესანიშნავი სკრაბი დაამზადოთ და სხეულზე მკვდარი უჯრედები, კაპიკი ფულის დახარჯვის გარეშე მოიშოროთ.

ამისთვის საჭიროა:
 
  • 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი.
  • 1 სუფრის კოვზი გრანულებიანი შაქარი.
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

აურიეთ ინგრედიენტები და მიღებული მასა შუშის ქილაში შეინახეთ. სურვილისამებრ, შხაპის შემდეგ, სხეული ამ სკრაბით დაიზილეთ. გარდა იმისა, რომ ასეთი სკრაბი იაფი, მარტივი და ეფექტურია, ის სასარგებლოცაა: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის დაბერების პრევენციაში გეხმარებათ.
 
  1. ყინულის კუბები კანის სილამაზის საიდუმლოა:



არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ყინულის კუბები სისტემატიურად: ის ამცირებს თვალების ირგვლივ არსებულ შეშუპებას და შავ წრეებს; გეხმარებათ გამონაყარის დამშვიდებაში; აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იძლევა ჯანსაღ ბზინვარებას. ვფიქრობთ, სხვა მიზეზი ნამდვილად არ გჭირდებათ!