სტილი

რა ისტორია იმალება, ჯულია რობერტსის საკულტო კაბის მიღმა, ფილმიდან „ლამაზმანი“?

რა ისტორია იმალება, ჯულია რობერტსის საკულტო კაბის მიღმა, ფილმიდან „ლამაზმანი“?

მუხლს ზემოთ ჩექმები, დიდი ზომის რგოლი საყურეები და ქერა პარიკი. ყველამ ვიცით, რომლამაზმანში“, ჯულია რობერტსი დახვეწილ პერსონაჟს ნამდვილად არ თამაშობს. მაგრამ, ვივიანის სტილი, ამ დრომდე ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და მაყურებლების სიყვარულს. ყველაფერი კი, საკულტო კაბით იწყება, რომელიც ლამაზმანის სხეულს მთელი დიდებულებით წარმოაჩენს.

საცურაო კოსტუმიდან საკულტო კაბამდე

საკულტო კაბის ავტორი, დიზაინერი, მერილინ ვენსია. კაბა მარტივი კონცეფციისაა - მოკლე ტოპი და მინი ქვედაბოლო, ერთმანეთს რგოლის საშუალებით უკავშირდება. ერთი შეხედვით, ის ძალიან ჰგავს საცურაო კოსტუმს. ფილმზე მუშაობისას, დიზაინერმა აღმოაჩინა, რომ მართალია ჯულია რობერტსს საოცნებო სხეული აქვს, თუმცა მისი თეძოები და წელი, გამოკვეთილი არ არის.



პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ ვივიანი იყოს ძალიან ქალური, ძალიან სექსუალური და სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ჯულია რობერტსის წელი და თეძოები, წინა პლანზე წამოეწია. როგორც თავად ამბობს, შთაგონების წყარო, 1970-იან წლებში ძალიან პოპულარული საცურაო კოსტუმი გახდა. ზუსტად ისევე, როგორც ეს კაბა, მუცელზე ლითონის რგოლით იყო გაფორმებული. სწორედ ეს იყო ის, რასაც მერილინ ვენსი ეძებდა.

აღმოჩენა, დიზანიერს, არა მხოლოდ დაეხმარა ჯულია რობერტსის სხეული გამოძერწვაში, არამედ, მან სიცოცხლე შთაბერა ვივიანის ფერად პერსონაჟს.



წელზე არსებული ჭრილი, რომელიც ცენტრში ერთიანდება, ვიზუალურად, სხეულს ქვიშის საათის ფორმას აძლევს. დიზაინერმა, კაბას მაღალყელიანი ჩექმები შეუხამა, რომელიც ლონდონში, პანკების საყვარელ მაღაზიაში შეიძინა.
ვივიანის ბერეტი, ფილმის რეჟისორის, გერი მარშალის გადაწყვეტილებაა - გადაღებაზე, მერლინ ვენსს პირდაპირ თავიდან ააცალა ქუდი და ჯულია რობერტსს, პარიკზე დააფარა.

ასე დაიბადა ვივიანი - ლამაზმანი, რომელიც დღემდე ყველა ადამიანის გულს იპყრობს.

ლამაზმანის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც კი, ეს საინტერესო სამოსი კვლავ საკულტოა. ის გახდა სექსუალური, თამამი და მხიარული გოგონების ფავორიტი სტილი.