LIFE

მითხარი, როგორია შენი ნაძვის ხე და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ

მითხარი, როგორია შენი ნაძვის ხე და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ

ნაძვის ხის არჩევა და მორთვა ზამთრის სეზონის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია. თუ დაფიქრდები, აღმოაჩენ, რომ ნაძვის ხე მთლიანად ადამიანის კულტურაზე, გემოვნებასა და ხასიათზე მიუთითებს. შესაბამისად, მას მეპატრონეზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია.

თუ შენს ნაძვის ხეს, კენწეროზე ვარსკვლავი აქვს:



შენი პიროვნების აღსაწერად, ყველაზე მეტად, ეს სამი სიტყვა გამოდგება:  მორალური, ლიდერული და ძლიერი.

შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღიად მიჰყვება მეგზურ ვარსკვლავს. გაქვს დიდი რწმენა და მუდამ ეძებ ნიშნებსშენს ირგვლივ, რათა სწორი მიმართულებით წაგიყვანოს.

ხშირად გიფიქრია, რომ შენ ხარ სხვების მეგზური ვარსკვლავი, რომელიც თავისი ლიდერული ხასიათით, ყველა ადამიანის გზას ანათებს. ასევე, შენ გაქვს ძლიერი მორალური კომპასი, რომელსაც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებ.

თუ შენს ნაძვის ხეს, კენწეროზე ანგელოზი აქვს:



სპირიტუალური, კეთილი და ქველმოქმედი - ეს სამი სიტყვა, ყველაზე მეტად შეეფერება შენს ხასიათს.

თანაც, სულ არ გეშინია, რომ შენი სპირიტუალური, სულიერი მხარე, თამამად წარუდგინო მთელს სამყაროს. შენ ხარ კეთილი სული, რომელმაც იცის, როგორ იზრუნოს სხვებზე და თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს.

ხალხი ხშირად მოგმართავს გაჭირვების დროს. მათ იციან, რომ შენი კეთილი და ქველმოქმედი გულის წყალობით, მათ აუცილებლად დაეხმარები. 

თუ შენი ნაძვის ხე ხელოვნურია:



შენ ხარ პრაქტიკული, დაგეგმილი და ორგანიზებული ადამიანი.

შენი არჩევანი მიუთითებს იმაზე, რომ უკიდურესად პრაქტიკული ადამიანი ხარ, რომელიც ცხოვრებას ლოგიკური წერტილიდან უყურებს. საახალწლოდ ცოცხალი ხეების მოჭრა? ეს არ არის რაციონალური გადაწყვეტილება.

შენთვის ბევრად უფრო ლოგიკურია ინვესტირება ისეთ რამეში, რაც რამდენიმე წელს გაუძლებს. საახალწლო სეზონის ბოლოს კი, ბევრად მარტივად, დაშლით მორთულ დეკორაციას და მომდევნო წლისთვის უსაფრთხოდ შეინახავთ.

თუ შენი ნაძვის ხე, ოთახისთვის ძალიან დიდი:



შენი პიროვნების აღსაწერად, ყველაზე მეტად, ეს სამი სიტყვა გამოდგება: ამბიციური, დიდებული და უშიშარი.

აძის ხის არჩევისას არასოდეს ნერვიულობ, რომ ის ძალიან დიდი და პომპეზური იქნება. ეს კი, შენი ამბიციური ბუნების გამოხატულებაა. შენი ბუნება გლობალურ დონეზე მუშაობს, არასოდეს გეშინია წარუმატებლობების და იცი, რომ ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

უფრო გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ნერვიულობ, რადგან არ თვლი, რომ ის საერთოდ წარუმატებლობაა - ზედმეტად დიდი ნაძვის ხე? ეს ხომ უბრალოდ შენი ხასიათის ბუნებრივი გამოხატულებაა.

თუ შენი ნაძვის ხე, სინამდვილეში, ნაძვის ტოტია:



გამარჯობა უნიკალურო, უცნაურო და ოპტიმისტო ადამიანო!

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში დაინახოს სიკეთე და სილამაზე. შენთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. თანაც, არ გეშინია იფიქრო ჩარჩოებს მიღმა და შენი შემოქმედებითი ბუნება ამოაფრქვიო.

ადამიანებს ხშირად იზიდავ უცნაური სტილისა და იუმორის გრძნობის წყალობით. შენზე ყველა გიჟდება და ფიქრობენ, რომ სამყაროში ყველაზე მხიარული და ნათელი ადამიანი ხარ! 

თუ შენი ნაძვის ხე, იდეალურად სიმეტრიული:



შენ ხარ მიზანდასახული, სტრუქტურირებული და ესთეტი ადამიანი.

შენ მოგწონს, როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებ, საზოგადოებაში ყოველთვის მოწესრიგებული ჩნდები და შენი სუპერ ძალა, შენი წესრიგია. გარდა ამისა, მოგწონს სტრუქტურა, რუტინა და თავს ყველაზე კარგად ისეთ გარემოში გრძნობ, სადაც ქცევის მთავარი წესი დისციპლინაა.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს მარტივად არ იღებ - ფრთხილად ირჩევ თითოეულ სიტყვას, მოქმედებას ან დეკორაციას.

თუ შენი ნაძვის ხე, ზედმეტად განათებულია:



გამარჯობა ფერადო და თამამო ადამიანო!

შენ არ გეშინია, რომ ანათებდე, ბრწყინავდე და ყველას სადღესასწაულო განწყობით ავსებდე. არ ერიდები ყურადღების ცენტრში ყოფნას და ყველაფერს მთელი გულით აკეთებ.

შენი ექსტრავერტი ბუნების წყალობით, ყველას აბედნიერებ. შენ წვეულების სული და გული ხარ!

თუ შენი ნაძვის ხე, ხელნაკეთი ორნამენტებითაა მორთული:



შენი აღსაწერად საუკეთესო სამი სიტყვაა: კრეატიული, მიწიერი და გულღია.

შენი ნაძვის ხე ყველას ეუბნება, რომ არ გეშინია შემოქმედებითი ბუნება ყველას გაუზიარო. შენ ყველასთვის ღია წიგნი ხარ, რომელიც ყველა ადამიანს გულწრფელობითა და უბრალოებით აოცებს.

შენ სპირიტუალური კავშირი გაქვს ბუნებასთან და თქვენს გარემოსთან - პრაქტიკულად იყენებთ შენ გარშემო არსებულ ნივთებს და ბუნების მშვენიერებას.

თუ შენ ნაძვის ხეზე, ყველაფერის პოვნა შეიძლება:



გამარჯობა მხიარულო და უდარდელო ადამიანო!

შენ არც ნაძვის ხის სათამაშოები დაგენანა, არც ზედმეტი განათებები და არც ფერებით შეიზღუდე თავი. იცი რატომ? იმიტომ, რომ შენ არ გაინტერესებს რას ფიქრობენ სხვა ადამიანები! უფრო მეტიც, მოგწონს, რომ ესაა ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე გინახავს.

დიახ, ეს ისაა, რაც ადამიანებს შენში ყველაზე მეტად უყვართ - მათ იციან, რომ შენს გვერდით ყოფნა, ყოველთვის საინტერესო და დაუვიწყარი იქნება.

თუ შენი ნაძვის ხე ხელნაკეთია და საერთოდაც, ნაძვის ხე არ არის:



შენ ხარ კრეატიული, მოხერხებული და მომხიბლავი ადამიანი, რომელსაც ურჩევნია შექმნას საკუთარი უნიკალური დიზაინი, ვიდრე უკვე გამზადებულ წესებს მიჰყვეს.

შენი ტვინი შემოქმედებითი პერსპექტივით უყურებს სამყაროს, მაგრამ ამასთან, შენ გაქვს უნარი, რომ ეს უნიკალური ხედვა, რეალობად აქციო. 

სწორედ ესაა შენი მთავარი ხიბლი - და რა შეიძლება იყოს უფრო მომხიბვლელი, ვიდრე წიგნებით ან გირჩებით აწყობილი ნაძვის ხე?