LIFE

რას ამბობს ნუმეროლოგია 2023 წლის შესახებ და რომელი ციფრია წელს უნივერსალური

რას ამბობს ნუმეროლოგია 2023 წლის შესახებ და რომელი ციფრია წელს უნივერსალური

დიახ, ისევე როგორც თქვენს სახელს და დაბადების დღეს აქვს საკუთარი ნუმეროლოგიური მნიშვნელობა, ასევე აქვს თითოეულ წელს. ასტროლოგიის მსგავსად, ნუმეროლოგიას შეუძლია მოგაწოდოთ მისტიური ინფორმაცია, რათა განსაზღვროთ წლის მთავარი თემები, დაისახოთ მიზნები და რაც მთავარია, შეადგინოთ სამოქმედო გეგმა.

 
  • რა არის წლის უნივერსალური ციფრი?

წლის უნივერსალური ციფრი გიჩვენებთ ცხოვრების რომელი სფეროები და რომელი თემები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. ასევე, ეს # გავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე! წლის უნივერსალური ციფრი განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ენერგიაში იქნება საზოგადოება და როგორ იგრძნობთ თავს მთელი წლის განმავლობაში.
  • როგორ გამოვთვალოთ წლის უნივერსალური წლის ციფრი?

საბედნიეროდ, ამის ამ გამოთვლისთვის რთული მათემატიკა არ არის საჭირო. ნუმეროლოგიური კანონების შესაბამისად, 2023 წელი იშლება როგორც 2 + 0 + 2 + 3.

დიახ, მომდევნო წლის უნივერსალური ციფრია 7.

როგორც კი 2023 წლის 1 იანვარი დადგება, ანუ ახალი წლის ღამეს, წინა წლის უნივერსალური ციფრი, ანუ 6 (2 + 0 + 2 + 2) შეწყვეტს თქვენზე ზემოქმედებას.
  • ნუმეროლოგიურად, რას ნიშნავს ციფრი 7

ნუმეროლოგიაში, ციფრი 7-ის საკვანძო სიტყვებია: ანალიტიკა, რწმენა, ინტუიცია, ლოგიკა, ფილანთროპია, თვითრეფლექსია და სულიერება.

ეს წელი, კოლექტიური სულიერი რეფორმაციის წელია. თუ გსურთ, რომ 2023 წელს წარმატებული იყოს, მაშინ ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და მიზნად დაისახეთ პიროვნული განვითარებ.

ეცადეთ, ზედმეტად არ იფიქროთ - მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, დააკვირდით თქვენს სურვილებს, იპოვეთ სამყაროს ხმა თქვენში და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნდით, რომ ის ჰარმონიაშია თქვენს გულთან და შესაბამისად, კოსმოსთან. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მოიზიდოთ დადებითი ენერგია, ფეხი აუწყოთ წლის ენერგეტიკას და რაც მთავარია,  აისრულოთ საკუთარი ოცნებები!