ჰოროსკოპი

ჩაიფიქრეთ სურვილები და აიხდინეთ ყველა ოცნება: 7 იანვარს მაგიური სავსე მთვარეა

ჩაიფიქრეთ სურვილები და აიხდინეთ ყველა ოცნება: 7 იანვარს მაგიური სავსე მთვარეა

2023 წლის პირველი სავსე მთვარე, მიჩნეულია, რომ ძალიან ძლიერია. ამის მიზეზი ისაა, რომ ის, კირჩხიბის ნიშანს - ზოდიაქოს ყველაზე ემოციურ და მაგიურ ნიშანს გაანათებს. ამ დღეს, გარკვეულ რიტუალების ჩატარებამ, შესაძლოა,  თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.


როდესაც ახალ წელში გადავდივართ, გვეძლევა შესაძლებლობა დავფიქრდეთ ჩვენს შინაგა მდგომარეობაზე: რა არის ის, რასაც გვინდა, რომ წლის განმავლობაში მივაღწიოთ? რა არის ჩვენი მიზანი? რა გვსურს, რომ ჩვენი ცხოვრებიდან გავუშვათ? რისი მოზიდვა გვსურს?

ამ პერიოდში, სავსე მთვარე, თანაც, კირჩხიბის ნიშანში, დაგვეხმარება ჩვენი ფიქრების დალაგებაში, სურვილების განსაზღვრასა და რაც მთავარია, მანიფესტაციაში.

არსებობს რამდენიმე რიტუალი, რომელთა დახმარებითაც, შესაძლოა ენერგიის გაძლიერება და სავსე მთვარის მაგიით სარგებლობა.

#1 აბაზანის რიტუალი

ამ სავსე მთვარის დროს, ცხელი აბაზანის მიღება, არა მხოლოდ სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, არამედ, იმ ემოციებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც 2023 წელს, ნამდვილად აღარ გჭირდებათ.

რა არის ამისთვის საჭირო? ბევრი არც არაფერი - სურნელოვანი სანთლები, აბაზანის ქაფი, ეთერზეთები, სხეულის გამწმენდი საშუალებები, ვარდის ფურცლები და ნებისმიერი რამ, რაც თქვენს ხასიათს შეესაბამება.

მოდუნდით, ჩაწექით აბაზანაში, ღრმად ისუნთქეთ და იფიქრეთ ყველა იმ ტვირთზე, რომელიც მოშორებაც გსურთ - იფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც გული გატკინათ, იფიქრეთ და აპატიეთ; იფიქრეთ საკუთარ თავზე და აპატიეთ შეცდომები, რომლებიც დაუშვით; იფიქრეთ ყველაფერ იმაზე, რაც ახლა გაწუხებთ, იფიქრეთ და წარმოიდგინეთ, რომ ახლა, ამ წყალს, აქვს ძალა, მთელი ეს ტვირთი ჩამოგრეცხოთ სხეულიდან და განახლებაში დაგეხმაროთ.

#2 პოზიტიური დადასტურებები, იგივე აფირმაციები

აბაზანის რიტუალის პარალელურად თუ მის გარეშე, პოზიტიური დადასტურებები, ენერგიის განახლებაში დაგეხმარებათ.

აფირმაცია არის მტკიცებულებითი წინადადებები, სადაც გადმოცემულია ჩვენი სურვილები, რომლებიც გვინდა რომ ახდეს. ეს არის ქვეცნობიერის დაპროგრამების მეთოდი, რათა შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და თქვენს ცხოვრებაში მიიზიდოთ ის, რაც გსურთ. მისი ძალა მდგომარეობს სწორი განზრახვის დადგენაში. თქვენ ირჩევთ რას გააკეთებთ და როგორ იგრძნობთ თავს. აფირმაცია არის შეთანხმება, რომელსაც საკუთარ თავთან აფორმებთ და იხსენებთ, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

ამიტომ, 7 იანვარს, იფიქრეთ და ხმამაღლა წარმოთქვით, ან დაწერეთ და ხმამაღლა წარმოთქვით ის სურვილი, რომელიც 2023 წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.