LIFE

იყავი მარტოხელა მანამ, სანამ არ შეხვდები მამაკაცს, რომელიც ამ 17 „რამეს“ აკეთებს:

იყავი მარტოხელა მანამ, სანამ არ შეხვდები მამაკაცს, რომელიც ამ 17 „რამეს“ აკეთებს:

1. ის გულწრფელად ცდილობს, რომ განსაკუთრებული პაემანი დაგეგმოს.

2. როდესაც სავახშმოდ გადიხართ, ის ელოდება, რის შეკვეთას აირჩევ შენ და მხოლოდ ამის მერე გიზიარებს თავის აზრს.

3. პაემანზე *ყოველთვის* ის იხდის.

4. მას ძალიან უნდა, რომ შენი ყველა ახლო ადამიანი გაიცნოს, იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი.

5. როდესაც დაღლილი ხარ, ის ყოველთვის გთავაზობს ქალაქგარეთ გასვლას და განტვირთვას.

6. მას არ ერიდება გაგაცნოს მისი უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.

7. ის, *თითქმის* ყოველთვის მომენტალურად პასუხობს შენს ტექსტურ შეტყობინებას ან ზარს.

8. თუ ძალიან დაკავებულია, წინასწარ გაფრთხილებს, რომ შესაძლოა, ვერ გიპასუხოს.

9. მას ესმის, რომ დრო გჭირდება საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის. ის გაძლევს საშუალებას, რომ მის გარეშე გახვიდე გარეთ და გაერთო.

10. ის ყოველთვის ზრუნავს შენზე, როცა ცუდად ხარ, ან როცა ნასვამი ხარ.

11. ის გულწრფელად გისმენს, როცა გსურს საკუთარი ემოცია გაუზიარო.

12. ის მზადაა, რომ ამ ურთიერთობის მომავალზე ისაუბროს.

13. როდესაც გვერდი-გვერდ მიდიხართ, ის ყოველთვის გკიდებს ხელს.

14. ის ყოველთვის გაძლევს მოტივაციას და გიბიძგებს გახდე უკეთესი ისე, რომ არ გაფიქრებინოს, თითქოს ახლა საკმარისი არ ხარ.

15. მას სურს, რომ ამ ურთიერთობის მიღმა, სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრება გაგაჩნდეს.

16. ის არ გალოდინებს და პაემანზე ყოველთვის დროულად მოდის.

17. და ბოდიშს იხდის იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა შესაძლოა, ცოტა შეაგვიანდა.