როგორ ვიმეგობროთ კოლეგებთან
11.12.2024
ფედერიკო ფელინი და ლუკა გუადანინო მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი, რომელსაც ხშირად ამერიკელი გრეგორი პეკს ეძახიან - იტალიური კინო, რომელიც მნახველს ქვეყანას აყვარებს და იქ მოგზაურობას მოანდომებს.
გამოკითხვა რომელიც იტალიურ კინოზე ჩაატარეს კლასიკას გასცდა. სიაში მოხვდა როგორც 90-იანი წლების შუა პერიოდის ფილმები, ასევე 21-ე საუკუნის თანამედროვე ნამუშევრები. არჩევანი ფართოა - ამ სიაში ნახავთ იტალიურ ენაზე გადაღებულ ფილმებს ან კინოს, რომელიც გადაღებულია იტალიაში. მათი ნახვისას მოხვდებით რომის აურზაურში, ტოსკანური სოფლებსა და კომოს მდიდრული ტბაზე...
რვანახევარი (8½) — რეჟისორ ფედერიკო ფელინის 1963 წლის ფილმი.
„ნათლია“ (The Godfather) — 1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი...
“ორი პაპი” 2019 წელი (The Two Popes, რეჟისორი ფერნარდო მეირელისი)
ტოსკანის მზის ქვეშ (2003 წელი), რეჟისორი ოდრი უელსი
ჭამე ილოცე შეიყვარე (ინგლ. Eat Pray Love) — 2010 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს და რომელიც ელიზაბეტ გილბერტის მემუარზეა დაფუძნებული. ფილმის რეჟისორია რაიან მერფი.
ამარკორდი — 1973 წლის იტალიური ფილმი, რომლის რეჟისორია ფედერიკო ფელინი. ამარკორდი ფელინის მშობლიური ქალაქის, რიმინის დიალექტზე ნიშნავს „მე ვიხსენებ“.
რომაული არდადეგები — ამერიკელი რეჟისორის, უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია, რომელიც აღწერს ახალგაზრდა პრინცესის და ცინიკური ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას.
ინგლისელი პაციენტი - 1996 წლის რომანტიკული დრამა. დაფუძნებულია მაიკლ ონდააჩის ამავე სახელწოდების რომანზე. მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მის შემდეგ. რეჟისორი - ენტონი მინგელა.
მალენა - 2000 წლის იტალიური მელოდრამა. მთავარ როლებში: მონიკა ბელუჩი და დამწყები იტალიელი მსახიობი ჯუზეპე სულფარო. სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯუზეპე ტორნატორე. სცენარს რეჟისორმა საფუძვლად დაუდო მამამისის, ლუჩანო ვინცენზოლის ამავე სახელწოდების მოთხრობა.
იტალიელი რეჟისორისა და მწერლის – ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ ტოსკანაში გადაღებული “მოპარული სილამაზე” ერთი ამოსუნთქვით სანახავი ფილმია. სცენარზე ბერტოლუჩიმ სუზან მინოტთან ერთად იმუშავა, რომლის კინო-ეკრანიზაცია მაყურებელმა 1996 წელს იხილა.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია