LIFE

3 რამ, 2022 წელში უნდა დატოვოთ, თუ გინდათ, რომ 2023 წელი ბედნიერი გქონდეთ

3 რამ, 2022 წელში უნდა დატოვოთ, თუ გინდათ, რომ 2023 წელი ბედნიერი გქონდეთ

 

  • 2022 წელში უნდა დატოვ გამოთქმა - „ახალი წელი, ახალი მე“.
ახალი წელი, მართალია, სიახლეების მოლოდინს ნიშნავს, თუმცა, „ახალი წელი, ახალი მე“, იმდენად დიდი ზეწოლაა საკუთარ თავზე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. ყოველწლიური მოლოდინი, რომ აი, 1 ღამეში, 1 კვირაში ან თუნდაც 1 თვეში, სრულიად ახალი ადამიანი გახდებით, არის იმედგაცრუების მთავარი წყარო.

ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ ყოველგვარი ზეწოლის, სტრესის გარეშე შეიცვალოთ და გაიზარდოთ. სულაც არაა საჭირო საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება. დაიმახსოვრეთ, ნამდვილი, ჭეშმარიტი ცვლილება, მხოლოდ ნელ-ნელა, სწავლისა და გაანალიზების ფონზე ხდება. ამის ნაცვლად სცადეთ, რომ საკუთარი თავის ძველი ვერსია, ყოველდღიურად, სულ ცოტათი გააუმჯობესოთ.
 
  • 2022 წელში უნდა დატოვ ურთიერთობები, რომლებიც იცით, რომ არ არის თქვენთვის ჯანსაღი.
ზოგიერთი ურთიერთობა არ არის გრძელვადიანი. იმ ურთიერთობაში დარჩენა, რომელიც იცით და გრძნობთ, რომ თქვენთვის ჯანსაღი არ არის, ხელს გიშლით დამყაროთ ახალი კავშირები, რომელიც თქვენთვის ბედნიერების მომტანი გახდება. ეს ენერგიის განთავისუფლების კანონია - თუკი გსურს რამე ახალი, მაშინ მის მისაღებად, ადგილი გაათავისუფლე.
 
  • 2022 წელში უნდა დატოვ იდეა, რომ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ.
შესაძლოა, ეს უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თავის მოტყუება, რომ კარგად ხართ და ყველაფრის გადატანა შეგიძლიათ, არ არის ჯანსაღი. ცხადია, თქვენ ყველა დაბრკოლებას თუ გამოწვევას გადალახავთ, მაგრამ ამ პროცესში, სისუსტის გამოვლენა და ცრემლები, ყველაზე ადამიანური რამ არის. მიეცით საკუთარ თავს უფლება იყოთ სუსტი, დაეცეთ და იგრძნოთ ყველა ემოცია, მათ შორის, ყველაზე უსიამოვნოც კი.