რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაანალიზებ, რომ ურთიერთობაში, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი.
მე, ასევე მჭირდება ერთგულება, თანაგრძნობა, თანმიმდევრულობა, პირადი საზღვრების დაცვა და პატივისცემა. სიყვარულით დაწყებული კავშირი, დიდხანს ვერ გასტანს, თუკი ჯანსაღი ურთიერთობის ყველა ასპექტს არ მოიცავს. ნებისმიერი ურთიერთობა ორმხრივია, ამიტომ, ცალმხრივი მსხვერპლშეწირვა და აკვიატება, ეს სიყვარული არ არის.
რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაანალიზებ, რომ ზოგიერთი ადამიანი არ შეიცვლება.
ჩემი პასუხისმგებლობა არ არის გამოვასწორო და შევცვალო ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის მისი პოტენციალი ან მე როგორ ვხედავ მას. ჩემი პასუხისმგებლობაა მივიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის ახლა. თუ მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მაშინ მას უნდა შევეშვა. ცვლილება ინდივიდუალური საკითხია, ამიტომ, მისი იძულება, ყოველთვის ნეგატიურ შედეგებს მომიტანს.
რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაანალიზებ, რომ შემიძლია გადავწყვიტო, ვინ მინდა ჩემს ცხოვრებაში და ვინ არა.
მე მჭირდება მხარდამჭერი, კეთილი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან პიროვნულ განვითარებაში. მე არ მაქვს იმდენი დრო და ენერგია, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობებში გავფლანგო. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანია ვიცნობ ადამიანს - ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ არ უნდა დავრჩე ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად დიდი დრო გვაქვს გატარებული.
ზოგიერთი რამ უმიზეზოდ ხდება და მის მიღმა, დიდი იდეის ძებნა დამღუპველია. როცა რაღაც ცუდი ხდება, დაჯერება, რომ ეს სინამდვილეში ძალიან კარგი მოვლენაა, სისულელეა. ტოქსიკური პოზიტიურობა ტკივილთან გამკლავებაში არ დამეხმარება.რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაანალიზებ, რომ ყველაფერს არ აქვს მიზეზი.
ცხოვრებაში არსებობს მოვლენები, რომლებიც ყოველთვის მტკივნეული იქნება. დაჯერება, რომ ეს აღარ მახსოვს ან აღარ მტკივა, მხოლოდ თავის მოტყუებაა. ბედნიერების საპოვნელად, უბრალოდ უნდა მივიღო სიმართლე, რომ არის რაღაც, რაც ამ დრომდე მტკივნეულია. მივიღო და ჩემი ცხოვრების ამ გამოცდილებას, განსაკუთრებით მოვუფრთხილდე. მე შემიძლია ვიყო ბედნიერი და მაინც მქონდეს მოგონება, რომელიც ამ დრომდე, გაუსაძლისად მტკივნეულია.რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვაანალიზებ, რომ დრო არ კურნავს ყველა ჭრილობას.
და ასაკთან ერთად, შენ რა გაანალიზე?
თემები: ურთიერთობა, ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია