LIFE

ფიქრობთ, რომ უზარმაზარ სამყაროში, მეტისმეტად უმნიშვნელო ხართ?

ფიქრობთ, რომ უზარმაზარ სამყაროში, მეტისმეტად უმნიშვნელო ხართ?

ზოგჯერ, თავს უმნიშვნელოდ ვგრძნობთ - თითქოს სამყარო ძალიან დიდია ჩვენთვის. ზოგჯერ კი, ვგრძნობთ, რომ მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი შეგრძნებებია. ჩვენ შეგვიძლია ამ უკიდურესობებს შორის ვიმოძრაოთ, მაგრამ რა ხდება, თუკი ერთ-ერთ მათგან ზედმეტად დიდხანს ვრჩებით? თუ ახლა ეს ეტაპი გაქვთ და ფიქრობთ, რომ უზარმაზარ სამყაროში, მეტისმეტად უმნიშვნელო ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

ორივე უკიდურესობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

როცა თავს პატარად და უმნიშვნელოდ გრძნობთ, ეს შესაძლოა შფოთვის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მაგრამ ეს პერსპექტივა, ასევე, გეხმარებათ იგრძნოთ, რომ ყველაფრის კონტროლი არ შეგიძლიათ - რაც ხდება, თავისთავად ხდება და არაა საჭირო იმოქმედოთ. სამყაროს საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

როდესაც თავს სამყაროს ცენტრად გრძნობთ, მაშინ საკუთარ თვალში ძლიერი და მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ეს აძლიერებს თქვენს თავდაჯერებულობას; ასეთ დროს, შესაძლოა დიდ რისკზეც კი წახვიდეთ. მაგრამ ამ პერსპექტივიდან ეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და რომ თქვენს თითოეულ ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის - ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ ნამდვილად არ არის.



არცერთი ექსტრემალური პერსპექტივა არ არის საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ დიდი ხნით დარჩეთ. ემოციები შეიძლება გადაჭარბებული გახდეს. მნიშვნელოვანია იპოვოთ გზა, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ წონასწორობა. როდესაც საკუთარ არსებობაზე დაფიქრდებით - ვინ ხართ და სად არის თქვენი ადგილი ამ სამყაროში, მნიშვნელოვანია შუა წერტილიდან შეაფასოთ საკუთარი ცხოვრება.

თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თქვენ სხვა ადამიანების მსგავსად ხართ - უკეთესად ან უარესად. თქვენ გაქვთ მსგავსი გამოცდილება და მსგავსი ემოციები და თქვენი ადგილი სამყაროში არ არის უფრო მაღალი ან დაბალი, ვიდრე სხვა ადამიანების.

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ ეგზისტენციალურ კითხვებზე და მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზა, რომელიც გამოდგება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ბევრი ადამიანისთვის პასუხი რელიგიაში, ურთიერთობებში, საქმიანობასა თუ მემკვიდრეობაში. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი, სამაგიეროდ, არსებობს მხოლოდ ის, რაც კონკრეტულ მომენტში თქვენთვის მუშაობს.

აქცენტი გააკეთეთ თქვენს არსებობაზე აქ და ახლა. როდესაც მომავლის, სიცოცხლის საზრისის და ადამიანის მნიშვნელობის აზრები აბსოლუტური ხდება, ნება მიეცით საკუთარ თავს იყოთ მხოლოდ იმ მომენტში. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს შეგრძნებებზე და თქვენს გამოცდილებაზე. მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან. ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს ახლა, რა ხდება თქვენს გარშემო და თქვენს შიგნით.

ყველამ უნდა მოძებნოს გზა, რომ იცხოვროს და შეებრძოლოს ეგზისტენციალურ საკითხებს, იქნება სამყაროში კონკრეტული ადგილის ქონა თუ ცხოვრების აზრის ძიება. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს აწმყოზე, რათა იგრძნოთ საფუძველი და მყარი წერტილიდან აღმოაჩინ საუკეთესო გზა ამ ეგზისტენციალურ დილემებზე პასუხის გასაცემად.