LIFE
როგორ მოვიზიდოთ სიყვარული და სიკეთე ახალი წლის ღამეს? – 20 საახალწლო ცრურწმენა
- 06.12.2023
ჩვენ მოგიყვებით 20 ჯადოსნურ რიტუალზე, რომელიც სიყვარულის და სიკეთის მოზიდვაში დაგეხმარებათ:ახალი წელი დღესასწაულებს შორის გამორჩეული დღესასწაულია. ადამიანების უმეტესობა სწორედ ახალი წლის ღამეს ელოდება სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად. ზოგი ბებიების უბის წიგნაკიდან ამოკითხულ რჩევებსაც არ თაკილობს, ზოგი ტრადიციებს მისდევს და ზოგი ცრურწმენებსაც არად დაგიდევთ, ოღონდ სურვილი აუხდეს!
- ზუსტად შუაღამის კოცნა უზრუნველყოფს მის სიყვარულს, ვისაც ვკოცნით. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება მომდევნო წლისთვის ურთიერთობები დაგეძაბოთ.
- ახალი წლის ღამეს ცეკვას სიყვარული და კეთილდღეობა მოაქვს.
- თუ ახალ წელს მოწყენილი ხართ, ნუ იტირებთ, შესაძლოა ეს განწყობა მთელი წელი გაგყვეთ.
- არ დაამტვრიოთ არაფერი. ეს ჰგავს სარკის გატეხვას და უიღბლობის მომასწავებელია.
- დარწმუნდით, რომ საახალწლოდ თქვენი კარადები სავსეა და საფულეშიც გაქვთ გარკვეული თანხა. თუ ასეა, კეთილდღეობა გარანტირებულია.
- გადაიხადეთ გადასახადები 1 იანვრამდე, რადგან ახალი წელი არ უნდა დაიწყოთ ვალით. არ გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ.
- პირველი, ვინც ახალი წლის ღამეს შუაღამის შემდეგ შემოვა თქვენს სახლში, დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე მომავალი წლისთვის.
- არაფერი გადაყაროთ ახალი წლის პირველ დღეს. ასე ხვავი წავა თქვენი ოჯახიდან.
- აუცილებლად მიირთვით ახალი წლის ტრადიციული კერძი, რათა წარმატებული წელი გქონდეთ.
- მოერიდეთ ქათმისა და ინდაურის ჭამას წლის პირველ დღეს, რადგან ის ცრუმორწმუნეების აზრით სიღარიბესთან ასოცირდება.
- მიირთვით ყურძნის 12 მარცვალი ახალი წლის ღამეს, რადგან ის კეთილდღეობას მოგიტანთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
- სიმბოლურად დაკავდით რაიმე საქმით ახალი წლის დღეს, ეს ბარაქას მოგიტანთ.
- ნუ გარეცხავთ ახალ წელს, თორემ შესაძლოა ახალ წელს საყვარელი ადამიანი "გარეცხოთ".
- არ დაალაგოთ სახლი ახალი წლის დღეს.
- არ დაიბანოთ თმა ახალი წლის დღეს.
- ნუ გამოიყენებთ მაკრატელს ან დანას ახალ წელს, რადგან ისინი "გაწყვეტენ" ბედს.
- ატარეთ ახალი სამოსი ახალი წლის დღეს, რადგან მიიღოთ მეტი ტანსაცმელი მომდევნო 365 დღის განმავლობაში.
- ჩაიცვით წითელი ფერის სამოსი ახალ წელს, რადგან ეს ბედნიერებას მოგიტანთ.
- შუაღამისას გააღე სახლის ყველა კარი, რათა ახალი წელი შემოვიდეს და ხმაური ატეხეთ ბოროტი სულების დასაშინებლად.
- დარწმუნდით, რომ დაასხით ჭიქა შამპანური - ან ნებისმიერი სასმელი - ახალი წლის დღეს, რადგან მას ბედნიერება მოაქვს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია