ჰოროსკოპი

2024 წლის იანვრის ჰოროსკოპი

2024 წლის იანვრის ჰოროსკოპი

 

თხის რქა (21 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქას პოზიტიური 2024 წელი ელოდება, მისთვის, როცა ერთი კარი იხურება, მეორე აუცილებლად იხსნება. მოემზადეთ, ახალი მთვარე თქვენს ნიშანში 11 იანვარს გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას გააძლიეროთ თქვენი მიზნები მომავალი წლისთვის და, თუ თქვენ ელოდით დიდ წარმატებას, ის ახლა იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.

ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და დარწმუნდით, რომ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები გიერთგულებენ და დაგეხმარებიან.
პლანეტები 25 იანვრიდან გპირდებიან, რომ თქვენი მომავალი ახლა იწყება! არ მოდუნდეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და  გახდით თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. ‌

მერწყული (20 იანვარი – 17 თებერვალი)

როდესაც წელი იწყება, 11 იანვარს ახალი მთვარე მოგიწოდებთ, აღიაროთ საკუთარი როლი რთულ ურთიერთობაში და მოძებნოთ პოზიტიური გზები მისი განეიტრალებისთვის.
25 იანვრიდან თქვენი სახლი და ოჯახური ცხოვრება იცვლება და ვითარდება იმაზე უფრო ჯადოსნურად, ვიდრე თქვენ წარმოიდგენდით.

თვის მანტრა - ცვლილება კარგია.

თევზები (18 თებერვალი – 19 მარტი)

დაიწყეთ 2024 წელი ისე, როგორც გინდათ რომ გააგრძელოთ. ეს წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დასახული მიზნების მისაღწევად. 2 იანვრიდან თქვენი კარიერული წარმატება იწყება, ხოლო 11 იანვარს ახალი მთვარე გეწვევათ ახალი კავშირების დასაწყებად.

იანვარში პროგრესს მიაღწევთ წერის, მეტყველების ან შემოქმედებით პროექტში. ცხოვრების წესის ცვლილებამ, რომელსაც ამ თვეში განახორციელებთ, შეიძლება დიდი ცვლილება მოახდინოს წინსვლაში, ასე რომ, არ დაგაფრთხოთ პირველმა დაბრკოლებამ. 25 იანვრის სავსემთვარეობისთვის მზად იქნებით საოცნებო პროექტზე მუშაობის დასაწყებად. თქვენ მთელი ცხოვრება ელოდით ასეთ წამს, ისიამოვნეთ. ამ თვეში ვარსკვლავები ასევე გირჩევენ დაკავდეთ იოგით/მედიტაციით.

თვის მანტრა - დაიწყეთ ისე, როგორც გსურთ გააგრძელოთ ბოლომდე. ‌

ვერძი (20 მარტი-19 აპრილი)

მაქსიმალურად გამოიყენეთ კარგი ენერგეტიკული ველი, რითაც იანვრის დასაწყისში ვარსკვლავები განებივრებენ.
თქვენი ოცნების ყველაზე მაღალი შესაძლებლობა შეიძლება ამ თვეში გაგიჩნდეთ. უფრო მეტს მოელით ცხოვრებიდან და ეს არის ზუსტად ის, რასაც მიიღებთ 2024 წელს. იპოვეთ ადამიანი, რომელიც შთაგაგონებთ, დაგეხმარებათ ჩანაფიქრის ასრულებაში და მიჰყევით მას. ‌
ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში და ნუ დაკმაყოფილდებით ცოტათი.

თვის მანტრა - გაუზიარე შენი ამბავი. ‌

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კუროებო 2024 წელი თქვენი წელია და ყველაფერი ახლა იწყება! იპოვეთ გზა დიდი ცვლილების მისაღებად, რომელშიც არ ხართ დარწმუნებული და მალე დაინახავთ, რატომ უნდა ყოფილიყო ყველაფერი ასე. 11 იანვარს ახალი მთვარე გიწვევთ, გააფართოოთ გონება და გადახედოთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებთ!
აამუშავეთ თქვენი შემოქმედებითი გონება, რადგან სადღაც არის გამოუყენებელი რესურსი და თქვენ ერთი ნაბიჯი გაშორებთ მის აღმოჩენას და მეტ წარმატებას.
ძველი პრობლემის თუ ურთიერთობის გადაჭრის ახალ გზებს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი ამ თვეში. 25 იანვარს სავსე მთვარე მოდის თქვენს მეოთხე სახლში და მოგიწოდებთ ნება დართოთ ვინმეს, (მომავალ პარტნიორს) გამოჩნდეს თქვენთვის ყველაზე ჯადოსნური გზით. გათავისუფლდით ნეგატივისგან, დატოვეთ ის წარსულში და თვის ბოლოს მზად იქნებით იმისთვის, რაც გელით.

თვის მანტრა - ენდეთ და დატკბით პროცესით. ‌

ტყუპები (21 მაისი-20 ივნისი)

ენდეთ თქვენს ინტუიციას, ახალ ფლირტს ან სასიყვარულო ურთიერთობას, მოითხოვეთ მეტი და მიიღეთ ის, რაც გსურთ. 11 იანვარს ახალი მთვარე მოდის თქვენს ტრანსფორმაციის ზონაში  და მოაქვს ოპტიმიზმი და შთაგონება, რითაც მიხვდებით, რომ სწორ გზაზე ხართ.

25 იანვრის სავსე მთვარე მოდის თქვენს საკომუნიკაციო ზონაში და აფრქვევს სწორ მაგიას წერის ან მეტყველების პროექტზე. გჯეროდეთ თქვენი უნარის, შეკრიბოთ ხალხი და თქვათ ის, რაც უნდა თქვათ. სიმართლემ შეიძლება დაგაზარალოთ, მაგრამ ის ასევე გაგათავისუფლებთ. კარიერული მიზანი, რომელიც ოდესღაც თქვენთვის ოცნება  იყო, საბოლოოდ მიღწეულია. ჩამოწერეთ სურვილების სია და გააგზავნეთ კოსმოსში.

თვის მანტრა - გაუშვით.

კიბო (21 ივნისი-22 ივლისი)

2 იანვარი იდეალური დროა ცხოვრების წესის შესაცვლელად. ნუ იზარმაცებთ და დაიმახსოვრეთ: არ უნდა იფიქროთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა!
იანვარში შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი, ამიტომ ნუ გადადებთ მის მოგვარებას, იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ვინ გინდათ იყოთ მართლა? სინამდვილეში როგორი გინდათ თქვენი ცხოვრება გამოიყურებოდეს? მეტის სურვილი, სირცხვილი სულაც არ არის! ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ჯადოსნური ახალი თავგადასავლის დასაწყისი თქვენთვის. 25 იანვარს სავსე მთვარე მოდის თქვენი ფულის ზონაში, რათა შეგახსენოთ, რომ თქვენ გაქვთ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და იცოდეთ, რომ გაქვთ იდეის გამყარების ნიჭი და მეტი რესურსი.
თვის მანტრა - აპატიე და დაივიწყე.

ლომი (23 ივლისი–22 აგვისტო)

თუ თქვენ ელოდით შესაფერის დროს თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, სამუშაოსა თუ კეთილდღეობაში ცვლილების განსახორციელებლად, ეს დრო დადგა. თხის რქის სეზონი თქვენს მეექვსე სახლშია და მოგიწოდებთ, შეანჯღრიოთ ყველაფერი, დაიწყოთ თავიდან და აიღოთ თქვენს თავზე საქმის კეთების ვალდებულება. 11 იანვარს ახალ მთვარეზე დასახულმა კეთილდღეობის მიზანმა შეიძლება მოიტანოს ის ცვლილება, რაც გსურდათ. უბრალოდ იმოქმედეთ ლომებო! როგორც კი ერთი რამ თავის ადგილზე დადგება, დანარჩენიც მიჰყვება. თვის ბოლომდე დაელოდეთ სასიხარულო ამბებს კარიერასა და ურთიერთობებში.

ფოკუსირდით იმ ადამიანებზე, რომლებიც გრძნობენ თავს თქვენი გუნდის ნაწილად და დარწმუნდით, რომ მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მათთვის.

25 იანვარს სავსე მთვარე მოდის თქვენს ნიშანში და დაგეხმარებათ დატოვოთ საკუთარი თავის ძველი ვერსია. ჯადოსნური ახალი სამყარო გელოდებათ, თუ პირველი ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ.

თვის მანტრა - მოუსმინეთ მეტი.

ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)

იანვარში კარგი ენერგეტიკული ველია თქვენთვის ქალწულებო. გამოიყენეთ თვის პირველი რამდენიმე დღე თქვენი დიდი იდეის განსახორციელებლად.

11 იანვარს ახალი მთვარე გიწვევთ პროექტის განსახორციელებლად აქ და ახლავე. აღარ არის გადავადების დრო! ახლავე იმოქმედეთ და თებერვლისთვის ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

როდესაც მზე მერწყულში ჩავა 20 იანვარს, თქვენ მზად იქნებით გააორმაგოთ ძალისხმევა სამსახურში და პირად ცხოვრებაში. წლის პირველი თვე თქვენი კაშკაშის დროა.

თვის მანტრა - გამოიყენე შენი ჯადოქრობა.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი საფუძვლების გამყარება და 2024 წლის დასაწყისის მომხრეთა გუნდის შეკრებაც. სასწორებო, ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი თვეა და დაგჭირდებათ გარჯა თქვენი მიზნების მხარდასაჭერად. შექმენით გეგმა, რომელიც ამ ყველაფერს პრიორიტეტად ანიჭებს 11 იანვარს ახალ მთვარეზე და მალე დაინახავთ ჯადოსნობას, რომელიც ხდება, როცა საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებთ.

გააკეთეთ ის, რაც სწორი გგონიათ და 2024 წელი შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი.
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც სევდას გგვრით!

თვის მანტრა - მეტი მუსიკა.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მორიელებო, მსოფლიო მზად არის უფრო მეტი მოისმინოს თქვენი ხმის შესახებ და ახლა იდეალური დროა ამის დასაწყებად. თუ ოდესმე გიფიქრიათ წიგნის დაწერაზე, დიდი ღონისძიების მასპინძლობაზე ან სცენის ცენტრში დგომაზე, ჩაიფიქრეთ სურვილი 11 იანვარს ახალ მთვარეზე და ვარსკვლავები იზრუნებენ მის ასრულებაზე.

იანვრის თვეში თქვენ უკვე მზად იქნებით, რამე შედევრის დასაწერად, მაგრამ, ფრთხილად იყავით, ამის გამო უყურადღებოდ არ დაგრჩეთ თქვენი სასიყვარულო ცხოვრება.
ფოკუსირდით საკუთარ თავზე და იყავით წარმატებისკენ ორიენტირებული.

თვის მანტრა - მოძრაობა, კეთება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ღრმად ამოისუნთქე და დაიმახსოვრე ვინ ხარ, თქვენ დაგჭირდებათ დიდი ოპტიმიზმი, რომლის მოპოვებაც შეგიძლიათ იანვარში.

გამოიყენეთ 11 იანვრის ახალი მთვარის ძალა თამამი ფინანსური მიზნის მისაღწევად. 20 იანვრიდან კი ვარსკვლავები დიდ საუბრებს და დიდ იდეებს გიწინასწარმეტყველებენ, ამიტომ ნუ მოერიდებით რთულ კითხვებს.

გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ და გჯეროდეთ, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.