LIFE

ბიუთი წესები, რომელთაც არასოდეს ვიცავთ

ბიუთი წესები, რომელთაც არასოდეს ვიცავთ

ვიკვებოთ სწორად, ვიაროთ სავარჯიშო დარბაზში, რეგულარულად მოვუარეთ საკუთარ თავს - ეს სილამაზის რუტინის ანაბანაა.

TREND გთავაზობთ სილამაზის კლასიკურ და საკმაოდ მარტივ წესებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გარეგნობისთვის, მაგრამ ხშირად უგულებელვყოფთ განსაკუთრებული მიზეზების გარეშეც.

დაიწყეთ დილა წყლით

უზმოზე ერთი ჭიქა წყლის მიღება ჯანსაღი დღის კარგი დასაწყისია. წყალი ორგანიზმს აფხიზლებს, აძლევს სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სიგნალს. ის განსაკუთრებით კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა დილას ფინჯანი ყავით ან კარაქიანი სენდვიჩით იწყებს.



მოერიდეთ მაღალკალორიულ საკვებს ძილის წინ
დამღლელი და რუტინული დღის ბოლოს ხშირად საკმაოდ მაღალკალორიული საკვების მიღება გვიწევს, რაც, ცხადია, წონის მკვეთრ მატებას იწვევს. საღამოობით უმჯობესია მიირთვათ დაბალკალორიული საკვები ან საერთოდ თავი შეიკავოთ დანაყრებისგან.

მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ



ყოველდღიურად მაკიაჟის ტარება მავნეა კანისთვის, მაგრამ თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაინც გიწევთ მაკიაჟის ტარება, აუცილებლად ჩამოიბანეთ ძილის წინ თბილი წყლით და სპეციალური დასაბანი საშუალებით, შემდეგ კი თქვენი ტიპის კანისთვის განკუთვნილი მკვებავი საცხი დაიტანეთ.

გაიკეთეთ გამწმენდი ნიღაბი კვირაში ერთხელ



ხშირად გვავიწყდება, კვირაში ერთხელ მაინც გავიკეთოთ სახის ნიღბები, თიხის ან სხვა ღრმა გამწმენდი საშუალებების სახით. ვაქციოთ ეს ჩვენი სილამაზის რუტინად და ვიამაყოთ ჯანსაღი და მოვლილი კანით.

გამოყავით ზამთრის და ზაფხულის კოსმეტიკა



აუცილებლად უნდა გამოვყოთ ერთმანეთისგან ზაფხულის და ზამთრის კოსმეტიკა. სტრუქტურის მიხედვით ზაფხულში საცხები მსუბუქი უნდა იყოს, ზამთარში კი უფრო ცხიმიანი.

დაიცავით ტუჩები სიცივისა და მზისგან




მზიან ან ცივ ამინდში მხოლოდ პომადას ვისვამთ და გავდივართ გარეთ, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, პომადა სრულიად არასაკმარისია ტუჩის დასაცავად და დამატენიანებლად. უმჯობესია სპეციალური ტუჩის ბალმი გამოიყენოთ.

გამოიყენეთ სხეულის რძე

კიდევ ერთი სილამაზის რუტინა, რომლის შესრულებაც პრინციპში რთული არ არის, მაგრამ მაინც ვზარმაცობთ: ცხელი აბაზანის შემდეგ აუცილებელია მთლიან სხეულზე დაიტანოთ დამატენიანებელი რძე, დაელოდოთ მის შეწოვას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიცვათ ტანზე.

გააკეთეთ ყოველდღიური ვარჯიშები

მეტ-ნაკლებად ვახერხებთ საკვების შეზღუდვას, სხვადასხვა საცხების გამოყენებას, ლიფტით სარგებლობის ნაცვლად კიბეებზე ასვლასაც, მაგრამ დილით სპორტ დარბაზში სიარულის იძულება ჩვენს ძალებს აღემატება.

ყოველდღიური ვარჯიშები მაინც ქალების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.