LIFE

სხეულის ენა პირველ პაემანზე: 5 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი სერიოზულად ფიქრობს

სხეულის ენა პირველ პაემანზე: 5 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი სერიოზულად ფიქრობს

სხეულის ენა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს აზრებს და გრძნობებს სიტყვების გარეშე ამჟღავნებს. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გაშიფროთ სიყვარულში არავერბალური სიგნალები. ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირველი შეხვედრისას ოთხი წამიც საკმარისია პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.

TREND ისაუბრებს ეტიკეტის წესებზე და ქცევაში ფარულ სიგნალებზე, რომლებიც შეიძლება გამომჟღავნდეს პირველ პაემანზე.

როგორ ამოვიცნოთ დაინტერესებული მამაკაცი?

ბევრი გოგონა, პირველ შეხვედრაზე პარტნიორისგან ყვავილებს ვერ იღებს, ამის გამო შესაძლოა იმედგაცრუებულიც დარჩეს და არასწორი დასკვნებიც გამოიტანოს. თუმცა, მამაკაცი არ არის ვალდებული პირველივე პაემანზე ყვავილებით გამოცხადდეს - ჯერ ერთი, მან არ იცის როგორ დასრულდება შეხვედრა და მეორეც, თუ გამოფენაზე ან კინოში მიდიხართ, უხერხული იქნება მთელი საღამო თაიგულის ტარება.

ეტიკეტის დაცვა

სიმპათიის ძირითადი ნიშნები მჟღავნდება ჟესტებით, სახის გამომეტყველებით და სხეულის პოზიციით. მნიშვნელოვანია ეტიკეტის წესების დაცვა, რაც ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანი გატაცებულია თქვენით და ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას.

დაინტერესებული მამაკაცი ყოველთვის იქცევა როგორც ჯენტლმენი, ცდილობს გამოხატოს განსაკუთრებული დამოკიდებულება გოგონას მიმართ. კარს აუცილებლად თვითონ გააღებს, კაფეში შესვლისას ქურთუკის გახდაში დაეხმარება და სკამს გამოუწევს, რომ დაჯდეს.



თუ პარტნიორს მოსწონხართ, აუცილებლად დაჯდება თქვენთან რაც შეიძლება ახლოს, დიალოგის დროს ხელის შეხებით ან წინ გადახრით იპოვის მიზეზს მანძილის შესამცირებლად.

გოგონებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ქმნის სუფრასთან ქცევის მანერები და თანამოსაუბრისადმი ინტერესი.
გარდა ამისა, პაემნის დროს, მამაკაცი, რომელსაც მოსწონს გოგონა, შეეცდება გამოავლინოს თავისი გულუხვობა: ის დაგპატიჟებთ კინოში და აგარჩევინებთ კერძებს რესტორანში.

სმარტფონი პაემანზე

თუ მამაკაცი გამუდმებით უყურებს ტელეფონს და პასუხობს ზარებს, ნაკლებად სავარაუდოა, დაინტერესდეს თქვენით.
ხოლო თუ გოგონაც თავის მხრივ გამუდმებით ტელეფონში იყურება, მამაკაცი ასეთ საქციელს უყურადღებობად ჩათვლის. ამიტომ, პაემნის დროს გამორთეთ ტელეფონი და მთლიანად მიეძღვენით იმ ადამიანს, ვისაც ხვდებით და გსურთ გრძნობების გამოხატვა.

პარტნიორი, რომელსაც მოსწონხართ, განსაკუთრებით ყურადღებიანი იქნება თქვენი ისტორიების თუ ნებისმიერი წვრილმანი დეტალის მიმართ, რომელსაც აუცილებლად დაიმახსოვრებს და მომავალში გამოიყენებს გრძნობების გამოსახატად. თანამოსაუბრის ხშირი კითხვები თქვენს შესახებ თქვენდამი სიმპათიის უტყუარი ნიშანია, მას სურს რაც შეიძლება მეტი იცოდეს თქვენს შესახებ.

არსებობს რამდენიმე მარტივი არავერბალური სიგნალი, რომელიც გეტყვით, რომ მამაკაცს მოსწონხართ და, თუ გრძნობები ორმხრივია, მაშინ მეორე პაემანი აუცილებლად შედგება.

თვალს ვერ გაშორებთ

შეყვარებულები მთელი საუბრის მანძილზე ერთმანეთს თვალებში უყურებენ, მამაკაცის ყურადღებიანი მზერა იმის ნიშანია, რომ მოსწონხართ. თუ ის მალავს მზერას და არ გიყურებთ პირდაპირ, მაშინ შეგიძლიათ დაუფიქრებლად დაასრულოთ ასეთი პაემანი.

შეშფოთებულია

თუ მამაკაცი წუხს - ისწორებს თმას, ჰალსტუხს ან საათს - ეს კარგი ნიშანია. ხანდახან ყველაზე თავდაჯერებულ პარტნიორიც კი შეიძლება პირველ პაემანზე დაიბნეს. ნუ განსჯით მას მკაცრად.

ხშირად იღიმება

ღიმილი ინსტინქტია. ჩვენ ვიღიმებით, როცა ვხედავთ რაიმე სასიამოვნოს, ან როცა თავს კარგად ვგრძნობთ. ღიმილი პირველ პაემანზე არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა.

თუმცა, ეტიკეტის წესების თანახმად, მაშინაც კი, თუ პაემანი წარუმატებელია და თქვენ ოცნებობთ მალე გაიქცეთ სახლში, არასოდეს გამოამჟღავნოთ ეს აშკარად. შეიმუშავეთ გაქცევის გეგმა, მაგალითად, გაუგზავნეთ "გადაუდებელი შეტყობინება“ მეგობარს, რომ დაგირეკოთ, და აჩვენეთ, რომ სასწრაფოდ წასასვლელი გახდით, შემდეგ კი გულწრფელად აღიარეთ, რომ არ გსურთ კომუნიკაციის გაგრძელება მასთან. არ ხართ ვალდებული, სხვის გამო ტყუილში იცხოვროთ.