1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდის რუზველტ ჰოტელში“ „ოსკარით“ დაჯილდოების პირველი ცერემონიალი გაიმართა.
დღემდე ვარსკვლავების ოცნებაა, რომ წელიწადში ერთხელ, ამ დღეს, წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, რათა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურონ.
გთავაზობთ, 22 გამორჩეულ კაბას „ოსკარის“ ისტორიაში:
1. საოცნებო ოსკარი გვინეტ პელტროუმ 1999 წელს Ralph Lauren-ის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა მიიღო, ფილმისთვის „შეყვარებული შექსპირი“.
2. სწორედ ჰოლი ბერი გახდა პირველი ფერადკანიანი მსახიობი ქალი, რომელმაც მიიღო ოსკარი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „მონსტრების წვეულება“. 2002 წელს ცერემონიალზე ელი სააბის კაბაში გამოცხადდა.
3. 2004 წელს შარლიზ ტერონმა თავისი პირველი ოსკარი ფილმისთვის „მონსტრი“ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალზე გუჩის ულამაზესი კაბით გამოცხადდა.
4. შერონ სტოუნი - 1998 წელი. კაბა - ვერა ვანგი, პერანგი - გეპი.
5. პენელოპა კრუსი -2007 წელი. ვერსაჩეს ულამაზესი კაბით.
6. ეს მოხდა 1969 წელს, როდესაც ბარბარა სტრეიზენდმა ფილმისთვის „სასაცილო გოგონა“ „ოსკარი“ აიღო. როდესაც მის უცნაურ ჩაცმულობას განათება დაეცა, ის სრულიად გამჭვირვალე გახდა.
7. შერი ამ ფორმაში 1986 წელს ცერემონიალზე ამ შოკისმომგვრელი ჩაცმულობით მივიდა და მიზანს მიაღწია. ყველა მას უყურებდა. კაბა- Bob Mackie.
8. ენი ჰეთვეი, 2008 წელს ეს ულამაზესი, თითქმის ხალიჩისფერი , "დრაპირებული" კაბა ჩაიცვა, დიზაინერი გახლდათ Marchesa.
9. ნიკოლ კიდმანს 1997 წელს Dior-ის უძვირფასესი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხელზე კი ჯონ გალიანოს ასევე ძვირადღირებული საათი ეკეთა.
10. ჰილარი სუონკს 2005 წელს ოსკარი ფილმისთვის „მილიონდოლარიანი გოგონა“ guy laroche - კაბაში ეკავა.
11. ბიონსე 2005 წელი. ვერსაჩეს ზღაპრულ კაბაში.
12. ჯენიფერ ლოპესი 2015 წელს ელი სააბის კაბაში პრინცესას გავდა.
13. ელიზაბეტ ტეილორი კრისტიან დიორის ყვითელ ყვავილებიან კაბაში. 1961 წელი.
14. მარიონ კოტიარი ქალთევზას გავდა - ჟან პოლ გოტიეს კაბა, 2008 წელი.
15. ლუპიტა ნიონგი თავისი 150 00 დოლარიანი კაბით, 2015 წელი.
16. მილა კუნისი ელი სააბის ლილისფერ კაბაში - 2011 წელი.
17. მიშელ უილიამსმა ვერა ვანგის კაბაში 2006 წელს ყველას ყურადღება მიიქცია.
18. ფარა ფოსეტი (დგას მარჯვნივ) – 1978 წელს ყურადღება ამ სექსუალური კაბით მიიქცია.
19. სწორედ ასეთი კაბით მივიდა ბიორკი „ოსკარის“ 73-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 2001 წელს. გედი-კაბა მაკედონიელ დიზაინერს, მაიან პეჟოსკის ეკუთვნოდა და ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტანსაცმელი გახდა.
20. ანჯელინა ჯოლი - 2012 წელი, ვერსაჩეს ელეგანტური კაბით.
21. ჯენიფერ ლოურენსი - დიორის კაბით, 2014 წელი.
22. და ბოლოს, რა თქმა უნდა ოდრი ჰეფბერნი ჟივანშის სპილოსძვლისფერ კაბაში 1954 წელს ცერემონიალზე.
თემები: ქალები, ოსკარი, ჰოლივუდი, ცერემონიალი, კაბა
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>