LIFE

Wizz Air-მა პირველი Airbus A321XLR წარადგინა — დაბალბიუჯეტიანი კონტინენტთაშორისი მოგზაურობა რეალობად იქცა

Wizz Air-მა პირველი Airbus A321XLR წარადგინა — დაბალბიუჯეტიანი კონტინენტთაშორისი მოგზაურობა რეალობად იქცა

Wizz Air-მა, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ ავიაფლოტში პირველი Airbus A321XLR დაამატა. ამ განახლებით Wizz Air ხდება პირველი ულტრაბიუჯეტური ავიაკომპანია (ULCC), რომელიც ახალი თაობის თვითმფრინავებით კონტინენტთაშორისი რეისების შესრულებას შეძლებს. უახლესი ტექნოლოგიების მქონე თვითმფრინავი, რომელიც Airbus A320neo-ს გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს, მნიშვნელოვნად ზრდის ვიწრო კაბინის თვითმფრინავებს შორს დიაპაზონს, რაც საშუალებას აძლევს Wizz Air-ს, შესთავაზოს მგზავრებს დაბალი ფასები, გაუმჯობესებული კომფორტი და ულტრაეფექტური ოპერირება ექვს საათზე მეტი ხანგრძლივობის მარშრუტებზე.

A321XLR-ის განსაკუთრებული შესაძლებლობები (XLR – Extra Long Range) აფართოებს Wizz Air-ის მგზავრებისთვის დანიშნულებების დიაპაზონს და ხდის შესაძლებლად პირდაპირ ფრენებს ახალი, საინტერესო მიმართულებებით, რომლებიც აქამდე მხოლოდ დიდი კაბინის თვითმფრინავებით ხორციელდებოდა, მაღალი ფასების პირობებში. ეს ნიშნავს მეტ პირდაპირ მარშრუტს, მეტ ადგილს და კიდევ უფრო დაბალ ფასებს.

რას უნდა ელოდონ მგზავრები:

  • გამართულ და თანამედროვე კაბინებს, Wizz Air-ისთვის დამახასიათებელი კომფორტით;

  • მეტ პირდაპირ მარშრუტს, ნაკლები გადაჯდომითა და შემცირებული მგზავრობის დროით;

  • კიდევ უფრო დაბალ ფასებს, მომხმარებლის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებით;

  • საგრძნობლად შემცირებულ ნახშირბადის ემისიებს ფართო კაბინის თვითმფრინავებთან შედარებით იმავე მარშრუტებზე.

 

Wizz Air-ის კორპორაციული დირექტორი ოუეინ ჯოუნსი:

„Customer First“ ტრანსფორმაციის ფარგლებში, A321XLR-ის მიღება Wizz Air-ისა და ჩვენი მგზავრებისთვის გარდამტეხი მომენტია. თვითმფრინავი წარმოადგენს 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგს ჩვენს მთავარ პარტნიორ Airbus-თან. ეს განახლება გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ მგზავრებს კონტინენტთაშორისი პირდაპირი რეისები ოპტიმალურ ფასად და ამავდროულად დავიცვათ გარემო და ოპერატიული ეფექტურობა. მგზავრები ისარგებლებენ უახლესი კაბინის მახასიათებლებით, უფრო კომფორტული ფრენით და საწვავის მოხმარების მხრივს ყველაზე ეფექტური თვითმფრინავით მის კატეგორიაში.“

Customer First – ინოვაცია თქვენი მოგზაურობის გასაუმჯობესებლად

Airbus A321XLR-ის ფლოტში დამატება წარმოადგენს Wizz Air-ის „Customer First Compass“ ინიციატივის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს — რაც არა მხოლოდ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის, არამედ ULCC-ს ბაზარს სრულიად ახალ, ეკოლოგიურად მდგრად პროდუქტს სთავაზობს. ავიაკომპანია რჩება ერთგული მომავლის მოგზაურობისადმი – 300-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის შეკვეთით – და აგრძელებს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, უსაფრთხო და საწვავის მოხმარებით ეფექტური ფლოტის განვითარებას ინდუსტრიაში. ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში თავისი დაფარვის ზრდით, Wizz Air-ს აქვს მისია: მიაწოდოს მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი, კონტინენტთაშორისი მოგზაურობის შესაძლებლობა ახალ, მიმზიდველ მიმართულებებზე A321XLR-ის მეშვეობით. 100%-იანი ციფრული მიდგომით, კომპანია უზრუნველყოფს მოგზაურობის უწყვეტობას – დაჯავშნის მომენტიდან აეროპორტის გეითამდე.

Airbus-ის კომერციული დირექტორი, ბენუა დე სენტ-ეგზიუპერი:

„A321XLR-ის ჩართვა Wizz Air-ის ფლოტში არის უდიდესი მიღწევა. Wizz Air ხდება პირველი ოპერატორი A321XLR-ისთვის, რომელიც აღჭურვილია Pratt & Whitney-ის ძრავებით. Wizz Air-ის  განვითარებასთან ერთად, Airbus რჩება მის გვერდით და ახალი თაობის თვითმფრინავებით მხარს უჭერს კომპანიის გაფართოებას.“

მოგზაურობა ნაკლები ემისიითახალი ძრავის ტექნოლოგია

Airbus A321XLR უზრუნველყოფს საწვავის მოხმარებისა და CO₂-ის გამოყოფის 30%-იან შემცირებას წინა თაობის კონკურენტებთან შედარებით, რაც წარმოადგენს Wizz Air-ის დეკარბონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს. თვითმფრინავი აღჭურვილია უახლესი აეროდინამიკური განახლებებით, Pratt & Whitney GTF ძრავებითა და თანამედროვე კაბინის ტექნოლოგიით.

Pratt & Whitney-ის კომერციული ძრავების პრეზიდენტი რიკ დერლუ

Wizz Air-მა A321XLR ტიპის ახალი თვითმფრინავისთვის აირჩია Gen Phoenix-ის Essence სავარძლების მასალა. Essence წარმოადგენს გადამუშავებული მასალების სფეროში ინოვატორი კომპანიის უახლეს საავიაციო პროდუქტს, რომელიც სპეციალურად შექმნილია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით და კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის ერთგულებას ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართ. Essence სრულად ექვემდებარება გადამუშავებას მისი ოპერაციული ვადის დასრულების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც მას ირჩევენ, სარგებლობენ Gen Phoenix-ის დახურული ციკლის მასალების გადაწყვეტით და ერთდროულად ამცირებენ ნარჩენების მნიშვნელოვან წყაროს.
Gen Phoenix-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ კენედი:  
“Wizz Air ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პარტნიორია და ეს ახალი შეთანხმება ჩვენს თითქმის 15-წლიან თანამშრომლობას აღნიშნავს. ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ ვთანამშრომლობთ ბრენდებთან, რომლებსაც აქვთ ძლიერი ეკოლოგიური დღის წესრიგი, და Wizz Air ნამდვილად წარმოადგენდა იმის მაგალითს, თუ როგორ უნდა მოეკიდოს ავიაკომპანია მდგრადობას მასალების და მომწოდებლების შერჩევისას. Gen Phoenix-თან თანამშრომლობის შედეგად, Wizz Air-მა გადაარჩინა 16 ტონაზე მეტი ტყავის ნარჩენი და მნიშვნელოვნად შეამცირა ნახშირბადის კვალიჩვენი გადამუშავებული ტყავი 80%-ზე ნაკლებ ნახშირბადულ ზემოქმედებას ახდენს, ვიდრე ტრადიციული ტყავი.“
A321XLR-ის დამატება Wizz Air-ის ფლოტში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ერთგულებას ინოვაციის, ხელმისაწვდომობისა და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ზრდის მიმართ. 2025 წელს კომპანიას ფლოტში 6 ერთეული A321XLR თვითმფრინავი შეემატება, რაც წარმოადგენს ახალი და ამაღელვებელი ეტაპის დასაწყისს, კომპანიის „Customer First“ ტრანსფორმაციის ფარგლებში. პირველი თვითმფრინავი მალე გაფრინდება ახალი და შთამბეჭდავი მიმართულებებისკენშემოიერთებს კიდევ უფრო მეტ მგზავრს მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფასით, კომფორტითა და საოპერაციო ეფექტიანობით.

Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.

„GTF ძრავით აღჭურვილი A321XLR ქმნის ახალ ღირებულებას ბაზარზე, რაც ზრდის შესაძლებლობებს ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიებისთვის, მათ შორის Wizz Air-ისთვის, როგორც პირველისთვის. ეს მიწოდება ხაზს უსვამს GTF ძრავის უპირატესობებს საწვავის ეკონომიურობასა და საოპერაციო ეფექტიანობაში.“