გაიღვიძეთ ლამაზად: დილის 5 ეფექტური ჩვევა
09.06.2025
სექსი დღის დაწყების საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ კიდეც – დილას როგორც დაიწყებ, მთელ დღეს ისე გაატარებო. დადებითი ემოციით გაღვიძება, დაგეხმარებათ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.
დილით სექსით დაკავება ადამიანს ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს: ამ დროს ორგანიზმი „ჩახუტების ჰორმონს“ – ოქსიტოცინს გამოიმუშავებს, რომელიც პარტნიორის მიმართ სიახლოვის გრძნობას უფრო აღვივებს და თბილი ემოციები მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება.
გარდა ამისა, მამაკაცების ერექციის პროცესი დილას უფრო ადვილია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. ოქსიტოცინი, რომელიც ცნობილია როგორც სიყვარულის ჰორმონი, ძლიერდება და მაქსიმუმს აღწევს დილის საათებში.
TREND გეტყვით დილის სექსის 4 სარგებელს თქვენი ჯანმრთელობისა და კარგი ურთიერთობისთვის.
ბუნებრიობა
თუ მიჩვეული ხართ პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობას მხოლოდ მაშინ, როდესაც გაპრანჭული ხართ და ლამაზად გამოიყურებით, დროა სცადოთ დილის სექსი, გადალახეთ პერფექციონიზმი და მიიღეთ თქვენი სხეული/სახე/სექსუალურობა ისეთი, როგორიც ხართ ბუნებრივად. გარდა ამისა, გულწრფელობა და ნატურალურობა პარტნიორულ ურთიერთობაში აუცილებელია.
დილის სექსი თუ დილის ყავა?
დილის არომატული ყავით დაწყება ბევრისთვის შეუცვლელი რუტინაა, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ დილის სექსი უფასო და თანაც ჯანმრთელობისთვის ბევრად სასარგებლო საშუალებაა.
ეს ჩანაცვლება იმდენად კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მარტივად შეიძლება დამოკიდებული გახდეთ მასზე.
დილის სექსი და ჯანმრთელობა
დილის სექსი აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას, ამცირებს გულის პრობლემების რისკს და თქვენ იღებთ კარდიო ვარჯიშებს სპორტდარბაზის გარეშეც კი.
დაიწყეთ დღე სიყვარულით
დილის სექსი ინტიმურად გაკავშირებთ პარტნიორთან. ის მთელი დღის განმავლობაში უფრო ბედნიერს და ემოციურად მდგრადს გხდით, როგორც თქვენ, ასევე თქვენს მეწყვილესაც.
ფიზიკური, სექსუალური და ემოციური კავშირი ლოგინში, სანამ ფეხს მიწაზე დადგამთ, ბედნიერი დღის დაწყების ფანტასტიკური გზაა.
თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში (ან თვეების განმავლობაში... ან საერთოდ არასდროს) დილის სექსი არ გქონიათ, რატომ არ უნდა დაგეგმოთ ეს?
ეს ისეთივე მარტივია, როგორც მაღვიძარას 20-30 წუთით ადრე დაყენება. გვერწმუნეთ, პარტნიორთან სექსუალური კავშირის შედეგად მიღებული ბედნიერების ჰორმონის ნაკადი ძილის დაკარგულ წუთებს სრულად აანაზღაურებს.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია