
ფრაზა, რომ სტილი ადამიანზე მეტყველებს, 2025 წელს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
მიმდინარე წელს ყველაზე მარტივად შევძლებთ საკუთარი თავის გამოხატვას გარდერობისა და სამკაულების საშუალებით.
ფერადი, მაგრამ არა ძვირფასი ქვები
წამყვანმა მოდის სახლებმა 2025 წლისთვის წარმოადგინეს სამკაულების საკუთარი ვერსია ფერადი ქვებით, რომლებიც არ არის ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი. აქცენტი გაკეთებულია ბაროკოს სტილში შესრულებულ დიდ სამაჯურებსა და საყურეებზე, ან ფერადი ქვებით შექმნილ გულსაკიდებზე, რომლებიც სხვა გულსაკიდებთან არის შერწყმული.
ბაროკოს სამკაულები
გაზაფხული/ზაფხულისთვის ენტონი ვაკარელო ბოჰოსა და ბაროკოს ესთეტიკას მიჰყვა და ის ქლოესთან შედარებით უფრო მდიდრულ ვერსიაში წარმოადგინა. ეს აისახება შთამბეჭდავ ოქროს სამკაულებში - ძირითადად სამაჯურებში, რომლებსაც ერთ ხელზე ატარებენ და ქვებით ამშვენებთ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ბაროკო ნათელი სტილია, ასეთი სამაჯურები შეგვიძლია შევათავსოთ არა მხოლოდ მონოქრომულ იერსახესთან, არამედ პრინტებთანაც.
ქამრები
2025 წელს ქლოე გვირჩევს, ქამრები შევიკრათ და მეტი ეფექტისთვის ერთდროულად რამდენიმეც მოვირგოთ. ყველაზე პოპულარული ტენდენცია ერთმანეთზე დაწყობილი ჯაჭვის ქამრების ტარებაა. ასევე შეგიძლიათ ქამრები წელის ჩანთასთან შეახამოთ, უფრო მეტიც, ქამრების კომბინაცია შეგიძლიათ ატაროთ არა მხოლოდ ჩვეულებრივ შარვალზე, არამედ მინი და მთლიან კაბებზეც.
ჩანთის სამკაულები
2024 წლიდან ჩანთებზე გასაღებების სამკაულები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და ეს ტენდენცია მომდევნო 12 თვის განმავლობაშიც გრძელდება.
წელს უფრო აქტუალურია „ბავშვური“ ვარიანტები პლიუშის და დიდი სათამაშოებით. უფრო სერიოზული ქალბატონებისთვის კი - კლასიკური ლითონის გასაღების ჯაჭვები.
კლასიკური, მარადიული სტილი
Vogue იუწყება, რომ 2025 წელს მოდაში იქნება სამკაულები, რომლებიც უფრო ინვესტიციას წარმოადგენს, ვიდრე მხოლოდ ერთი სეზონისთვის შეძენილს. ეს, ცხადია, მოიცავს ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს, რომლებიც კლასიკურ, მარადიულ დიზაინშია ჩასმული. ეს შეიძლება იყოს თქვენი სახელის პირველი ინიციალი, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება შეგიძლიათ.
ვერცხლის „წვეთები“
კლასიკური „წვეთოვანი“ ფორმა 2025 წელს უფრო მოდური ხდება. ეს ყველაფერი ზოგადად დიდი ზომის სამკაულების ტენდენციის დამსახურებაა - მომავალ სეზონებში ყველაფერი მინიმალისტური მოცულობითი ზომის საკმაულებს უთმობს ადგილს. თუმცა, თუ არ გსურთ სამკაულებით გადატვირთვა, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ყურზე ატაროთ დიდი საყურე, რაც შეეხება ლითონს, წელს მეტად აქტუალურია ვერცხლი.
თინეიჯერული განწყობა
წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შევნიშნეთ ტენდენცია სარფა კაბებისა და საბავშვო პრინტიანი მაისურების მიმართ. ტენდენცია სამკაულებზეც გავრცელდა: ფიგურული ფორმების მქონე დიდი საყურეები, ყვავილების ბავშვური გამოსახულებები - ეს ყველაფერი მომდევნო თვეებში ტრენდული იქნება.
ყვავილები
პრადამ თავისი წარსული კოლექციებით გაზაფხულის მოახლოების შეგრძნება ყვავილების სიუხვით გვაჩუქა, რაც ქსოვილის ბროშების სახით მამაკაცის გარდერობზეც გავრცელდა. ამ ტენდენციის გამეორება წელსაც მარტივი და საკმაოდ აქტუალურია - გარდა ამისა, ეს კიდევ ერთი უნისექს ტენდენციაა: ბროში როგორც მამაკაცის, ასევე ქალის იერსახეს დაამშვენებს.