ვუყვარვარ თუ არა - 7 რამ, რასაც შეყვარებული მამაკაცი აუცილებლად აკეთებს
- 05.03.2017
ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ? - გვირილის ფურცლების დათვლა აღარ დაგჭირდებათ. საკმაოდ მარტივია გამოიცნოთ უყვარხართ, თუ არა თქვენ გვერდით მყოფ მამაკაცს, სერიოზულია თუ არა მისთვის თქვენთან ურთიერთობა.
ამისთვის საკმარისია დააკვირდეთ მის ქმედებებს და თუ ქვემოთ ჩამოთვლილ შვიდ ნიშანს აღმოაჩნეთ, ეს ნიშნავს რომ ის უბრალოდ გიჟდება თქვენზე, მისთვის ყველაფერი ხართ.
აი რას აკეთებს შეყვარებული მამაკაცი აუცილებლად:
1. მუდამ თქვენ გვერდითაა, ისე ხშირად, რომ ზოგჯერ თავს გაბეზრებთ - ეს ის ძირითადია რაც მიგახვედრებთ უყვარხართ თუ არა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამო წუხს, სულ თქვენთან უნდა იყოს და უნდა, რომ იზრუნოს თქვენზე.
2. ის გისმენს ყურადღებით - თუ მამაკაცი გისმენთ, ეს ნიშნავს, რომ აწუხებს ის თემები, რაც თქვენ, ღელავს თქვენ გამო. თუ შეამჩნევთ, რომ ის ხშირად გისმენთ ყურადღებით, ეს ნიშანია იმისა, რომ სერიოზულად ფიქრობს თქვენზე.
3. ის ტრაბახობს თქვენით და ხშირად ლაპარაკობს თქვენ შესახებ - თუ ის საუბრობს თქვენ შესახებ სხვა ადამიანებთან, ნიშნავს რომ ამაყობს ამ ურთიერთობით. თუ ასე არ იქცევა, ცუდი ნიშანია.
4. ახსოვს ყველა დეტალი - თუ მამაკაცს ახსოვს თარიღები, წვეულებები, ივენთები, მომენტები , რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ცდილობს ბედნიერი გაგხადოთ.
5. მზადაა თავგანწირვისთვის - თუ ის მზად არის, თქვენ გამო საკუთარი ბედნიერება დათმოს, ნამდვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ მას უგონოდ უყვარხართ. ამით არასოდეს ისარგებლოთ, უბრალოდ მიიღეთ ეს მისი უზომო სიყვარულის ნიშნად.
6. ყოველთვის გეუბნებათ რომ ლამაზი ხართ - არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, ან სად ხართ, თუ მამაკაცს მოსწონხართ და ნამდვილად შეყვარებულია, მის თვალში ყოველთვის ლამაზი იქნებით. მას არ ადარდებს პაემნისთვის ხართ გაპრანჭული, თუ უბრალოდ ახალი გაღვიძებული ხართ პიჟამებში, ან დამღლელი დღის ბოლოს ნახეთ - ის ამბობს - რა ლამაზი ხარ.
7. ის ზრუნავს თქვენს მეგობრებზე - როცა მამაკაცი გამოხატავს ინტერესს, გაიცნოს თქვენი მეგობრები, შეხვდეს მათ და გამოხატავს კეთილგანწყობას - მას ნამდვილად უყვარხართ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="http://dailyvibes.org/">http://dailyvibes.org/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია