LIFE

40 ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

40 ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

1. ივარჯიშეთ ორშაბათ საღამოს. კვირის დასაწყისში 15-წუთიანი ვარჯიში კარგ განწყობას შექმნის.

2. გსურთ რაიმე ახლის ყიდვა, მაგრამ მომავალი შენაძენი ძვირადღირებული ინვესტიციაა? დაელოდეთ 72 საათი.

3. რეგულარულად შეავსეთ საყინულეში ყინულის მარაგი. შესაძლოა, მოულოდნელად სტუმრები დაგადგეთ.

4. შეიძინეთ გაზაფხულის მცენარე, თუნდაც გარეთ ზამთარი იყოს.



5. შეიძინეთ ხახვის საჭრელი. სამზარეულოს უმარტივესი ტექნიკაც კი საჭმლის მომზადებას გაცილებით გაგიადვილებთ და ცრემლებისგან დაგიცავთ.

6. კვირაში ერთხელ მიიღეთ აბაზანა ახალი არომათერაპიის დანამატებით; ეს მოგადუნებთ და ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ.

7. შაბათი დღე კლასიკური მუსიკით დაიწყეთ. ეს უქმეების მშვენიერი დასაწყისია.



8. უარი თქვით ლიფტზე, კიბეებზე ფეხით ადით.

9. კითხვების დასმისას პასუხებს ყურადღებით მოუსმინეთ („ზრდილობის გამო“), ისინი შეიძლება სასარგებლო და დროული აღმოჩნდეს.

10. კვირაში ერთხელ მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

11. ძილისას ტელეფონი რამდენიმე მეტრის დაშორებით მოათავსეთ.

12. თუ იდეალურ ჯინსს იპოვით, იყიდეთ ორი ცალი.



13. მადლობა გადაუხადეთ მაშინაც კი, როცა ეს შეუფერებლად გეჩვენებათ - „მადლობა“ არასდროს არის ზედმეტი.

14. მიესალმეთ მეზობლებს, მაშინაც კი, თუ არ იცნობთ მათ.

15. სტუმრად თან წაიღეთ ნამცხვრები და ბოთლი ღვინო, მაშინაც კი, თუ გეტყვიან „არაფერი გჭირდება“.

16. დიეტის დროს, ხანდახან მაინც მიირთვით დესერტი, ეს მყისიერად აგიმაღლებთ განწყობას.



17. ნუ გადადებთ ნივთებს განსაკუთრებული შემთხვევისთვის. თამამად ჩაიცვით და ისიამოვნეთ თქვენი გარეგნობით.

18. შვებულებისას წაშალეთ სამსახურის ელ.ფოსტის აპლიკაცია და საჯარო ჩათები უხილავ რეჟიმზე გადაიყვანეთ.

19. აღმოაჩინეთ მუსიკის ახალი ჟანრები. ნუ მოუსმენთ მხოლოდ წინასწარ დადგენილ ალგორითმებს.

20. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვის სიღრმეს.



21. დაუთმეთ მეტი დრო საუზმეს - დღის პირველი კვება ხანგრძლივი უნდა იყოს.

22. თუ ძილიანობას გრძნობთ, დაიძინეთ.

23. თავაზიანად უარი თქვით ღონისძიებაზე, თუ არ გსურთ წასვლა.

24. როდესაც პანიკაში ხართ, 5 წუთით გადადეთ საქმე და დალიეთ ჩაი.

25. ვახშმის დროს არ უპასუხოთ შეტყობინებებს.



26. როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, მოუსმინეთ საყვარელ მელოდიას.

27. გაიცანით უფროსი თაობის წარმომადგენელი. ამ გზით, თქვენ ისწავლით რაიმე ახალს, ან უფრო მეტ პატივისცემას გამოიმუშავებთ წარსულის მიმართ.

28. ჰკითხეთ მეგობარს, ვისთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ: „როგორ ხარ?“.

29. მოგზაურობისთვის იყიდეთ ერთი ახალი წიგნი, „მსუბუქი“ საკითხავი.

30. იყავით თავაზიანი უხეში უცნობების მიმართაც კი.



31. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ეს აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

32. გააუქმეთ გამოწერა არასაჭირო ელ.ფოსტისგან, რომელსაც მაინც იღებთ.

33. ჩასვით ჩარჩოში საყვარელი ფოტო.

34. მოამზადეთ კერძი, რომელიც აქამდე არასდროს მოგიმზადებიათ.

35. ყავის ნაცვლად, კაფეში კაპუჩინო აირჩიეთ.



36. კვირაში რამდენჯერმე გააკეთეთ დილის გაწელვები;

37. დააყენეთ მხოლოდ ერთი მაღვიძარა (სასურველია ოთახის სხვა ნაწილში).

38. თვეში ერთხელ მაინც გაინებივრეთ თავი საჩუქრით.

39. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები ახლო მეგობარს ან ჩაიწერეთ ისინი.

40. უთხარით გულწრფელი კომპლიმენტები გარშემომყოფებს.