თხის რქები ყველაზე ხშირად დაფრინავენ, მორიელები კი არასოდეს მოგზაურობენ მარტო - Wizz Air ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მომხმარებლების ქცევას აანალიზებს
- 12.03.2026
აქვთ თუ არა ზეგავლენა ვარსკვლავებს იმაზე, თუ რამდენად ხშირად დავფრინავთ, რამდენად ერთგულები ვართ კონკრეტული ავიაკომპანიის ან მოგვწონს თუ არა მარტო მოგზაურობა? Wizz Air-ის ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ როდესაც საქმე მოგზაურობას ეხება, ზოდიაქოს ნიშნები საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს ავლენენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიას იუმორით ვუდგებით, მონაცემები ძალიან რეალურ სურათს გვიჩვენებს,“ - განაცხადა სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა.
„თხის რქის ნიშნით დაბადებული მოგზაურები საშუალო მგზავრთან შედარებით 5%-ით უფრო ხშირად ჯავშნიან ბილეთებს ჩვენი ქსელის მასშტაბით. გარდა ამისა, მათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ განმეორებით ჯავშნებშიც.
მშვილდოსნები კი, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ყველაზე მცირე ჯგუფს წარმოადგენენ, არაპროპორციულად ხშირად მოგზაურობენ. სწორედ მომხმარებელთა რაოდენობასა და ჯავშნების ინტენსივობას შორის არსებული განსხვავება ხდის ამ ტენდენციებს განსაკუთრებით საინტერესოს.”
სიხშირე მთავარი განმასხვავებელია
ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის ერთ ჯავშანზე მგზავრების საშუალო რაოდენობა თითქმის იდენტურია - დაახლოებით 1.6 ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების უმეტესობა მოგზაურობს მარტო ან წყვილში.
თუ ერთი ნიშანი მართლაც დომინირებს ცაში, ეს თხის რქაა. ასტროლოგიაში მათ ხშირად აღწერენ როგორც დისციპლინირებულ, გრძელვადიანი სტრატეგიის მქონე ადამიანებს. Wizz Air-ის მონაცემებით, თხის რქები საშუალო მგზავრზე 5%-ით მეტჯერ მოგზაურობენ, რაც მათ ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად აქცევს. მათ ასევე აქვთ განმეორებითი ჯავშნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - საშუალოდ 2.55 ჯავშანი ერთ მომხმარებელზე.
გარდა ამისა, ისინი საშუალოზე ხშირად ყიდულობენ ჩასაბარებელ ბარგს და წინასწარ ირჩევენ ადგილსაც, რაც მათ ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და ჩართულ მომხმარებელთა ჯგუფად აქცევს.
მათთან ყველაზე ახლოს, მეორე ადგილზეა კირჩხიბი, რომელიც როგორც ჯავშნების რაოდენობით, ისე მოგზაურობის მოცულობით მეორე პოზიციას იკავებს.
ასტროლოგიაში კომფორტისა და ნაცნობ გარემოზე ორიენტირებულად მიჩნეული კირჩხიბები რეგულარულად ბრუნდებიან ცაში. მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი მოგზაურობის ინტენსივობით ლიდერები არ არიან, ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით მათი სტაბილური შედეგები მიუთითებს საიმედო და თანმიმდევრულ ჩვევებზე - იქნება ეს ახლობლების მონახულება თუ საყვარელ ადგილებში დაბრუნება.
ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია
სპექტრის მეორე ბოლოში აღმოჩნდნენ მშვილდოსნები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომხმარებელთა ყველაზე მცირე სეგმენტს წარმოადგენენ, განმეორებითი ჯავშნების სიხშირით მეორე ადგილზე არიან - საშუალოდ დაახლოებით 2.48 ჯავშნით ერთ მგზავრზე.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი რაოდენობა მცირეა, თუმცა მოგზაურობენ არაპროპორციულად ხშირად. Wizz Air-ისთვის ეს ტიპური „აქტიური მოგზაურის“პროფილია: ნაკლები ადამიანი, მაგრამ ძალიან ხშირი ფრენები.
ყველა დიდი სეგმენტი განმეორებითი მოგზაურობით არ ხასიათდება. მაგალითად, ლომი ჯავშნების საერთო რაოდენობით მესამე ადგილზეა და ავიაკომპანიის ქსელში მნიშვნელოვან მგზავრთა ნაკადს ქმნის.
თუმცა მათი საშუალო ჯავშნის სიხშირე დაბალია ქსელის საშუალო მაჩვენებელზე, რაც მიუთითებს, რომ მაღალი მოცულობა უფრო მასშტაბის შედეგია და არა ხშირი დაბრუნების.
თამამი ხასიათითა და დასამახსოვრებელი გამოცდილებების სიყვარულით ცნობილ ლომებს შესაძლოა მოგზაურობა განსაკუთრებული მომენტებისთვის იზიდავდეს - თუმცა ისინი სხვა ნიშნების მსგავსად ხშირად არ ბრუნდებიან.
მარტო მოგზაურობა თუ ჯგუფთან ერთად დროის გატარება?
მორიელები გამოირჩევიან ჯგუფური მოგზაურობის ყველაზე დიდი საშუალო ზომით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყველაზე ხშირად სხვებთან ერთად მოგზაურობენ. ასტროლოგიურად მორიელი ხშირად ასოცირდება ერთგულ ახლო წრესთან და ძლიერ პირად კავშირებთან, რაც შესაძლოა ხსნიდეს, რატომ გეგმავენ ისინი მოგზაურობას უფრო ხშირად სანდო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
მათ მოსდევენ კუროები და ტყუპები, რაც ასევე მიუთითებს ძლიერ სოციალურ კავშირებსა და გაზიარებული მოგზაურობის ტენდენციაზე.
სტრატეგიული დამგეგმავებიდან სპონტანურ თავგადასავლების მაძიებლამდე, მთავარი დასკვნა ერთია:
მოგზაურობაში ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამგზავრთა ჯგუფის ზომა. და თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ - ზოგი ზოდიაქოს ნიშანი უბრალოდ ვერ უძლებს მომდევნო მოგზაურობის დაჯავშნის ცდუნებას.
ზოდიაქოს ნიშნების მოკლე მიმოხილვა
-
ყველაზე ერთგული მგზავრები: თხის რქა
-
ერთ ადამიანზე ყველაზე ხშირი მოგზაურები: მშვილდოსანი
-
ყველაზე სოციალური მოგზაურები: მორიელი
-
მომხმარებელთა ყველაზე დიდი სეგმენტი: თხის რქა
-
ჯავშნების ყველაზე მაღალი რაოდენობა: თხის რქა
-
მაღალი მოცულობა, მაგრამ ნაკლები განმეორებითობა: ლომი
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 260 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია