LIFE

მარტოობის სტიგმა და მეგობრების გავლენა პირად ურთიერთობებზე

მარტოობის სტიგმა და მეგობრების გავლენა პირად ურთიერთობებზე

მარტოობა თანამედროვე სამყაროში უჩვეულო არ არის, განსაკუთრებით ქალებში. ესეც არ იყოს, ბევრი ქალი შეგნებულად ცდილობს იყოს დამოუკიდებელი. ისინი იწყობენ კარიერას, პირად ცხოვრებას და მეგობრებთან ურთიერთობასაც კარგად ახერხებენ, თუმცა, ზოგჯერ ამ ბალანსის მიღწევა რთულია, რაც ამძაფრებს მარტოობის განცდას. ხშირად, ნამდვილ სიყვარულსა და საერთო შეხედულებებზე დაფუძნებული ქალური მეგობრობა შვებას განიჭებთ, ხშირად კი მეგობრები არც ისე სასარგებლო რჩევებს გვაძლევენ მამაკცთან ურთიერთობის კუთხით.

მეგობრებს შეუძლიათ კარგი რჩევების მიცემა, ახალი იდეებისა და პერსპექტივების და რთული სიტუაციების გადაჭრის გზების შეთავაზება, რადგან მათ დახმარება სურთ. თქვენი ახლო წრის ქალები ხშირად მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ, რაც დაგეხმარებათ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და იმის გაგებაში, თუ რას უნდა ელოდოთ მამაკაცთან ურთიერთობისგან, თუმცა ასევე არსებობს უარყოფითი ფაქტორები - მეგობრებს შეუძლიათ თქვენი გადაწყვეტილებების როგორც მხარდაჭერა ან წახალისება, ასევე კრიტიკა და განსჯა;

ზოგჯერ მათი მოსაზრებები შეიძლება შემაწუხებელი და შეუთავსებელი იყოს თქვენს სურვილებთან.

ამგვარად, ერთმა მეგობარმა შეიძლება გაგიზიაროთ თავისი ურთიერთობის წარმატებები, რაც შთაგაგონებთ იპოვოთ ის, ვინც ნამდვილად გიყვართ, მეორეს მხრივ, დემოტივაციას გაგიჩენთ პარტნიორის მიმართ პრეტენზიებითა და წყენით, რაც საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში დაგაბნევთ.

ამიტომ, მეგობრების გავლენა პირად ურთიერთობებზე შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, კონკრეტული სიტუაციიდან და თქვენი ღირებულებებიდან გამომდინარე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არ მიჰყვეთ სხვა ადამიანების შეხედულებებს და შეინარჩუნოთ კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

ილუზიებიდან რეალობამდე

გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა, როგორ შთაგაგონებდნენ გმირები, რომელთა რომანტიკული ისტორიები რეალობისგან შორს იყო. ფილმები, სადაც გოგონები გამუდმებით ეძებენ ოცნების მამაკაცს, ქმნიან ილუზიას, რომ ცხოვრება ზღაპარს უნდა ჰგავდეს. ცხადია, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია - წყვილში ჰარმონიის დამყარებას ძალისხმევა და ორმხრივი მოთმინება სჭირდება. შესაძლოა, დღესაც კი თქვენზე გავლენას ახდენს სხვების გამოცდილება, რომელიც ყოველთვის არ არის სასარგებლო და მისაღები.

მნიშვნელოვანია, თქვენი პირადი ურთიერთობები განისაზღვროს არა გარემოებებით, ან სხვების გამოდილებით თუ რჩევა-დარიგებით, არამედ თქვენივე რწმენითა და სურვილებით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ძირითადი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვისთან გსურთ ყოფნა და როგორ აპირებთ მამაკაცთან ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის თავისუფლება.

თუ გსურთ იყოთ ბედნიერი, იყავით საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი, მოუსმინეთ საკუთარ თავს და თავად გადაწყვიტეთ, როგორი ურთიერთობის აშენება გსურთ და ვისთან.