1. სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი - წარმატებული მრავალშვილიანი დედაა. ქმართან ერთად, მსახიობ მეთიუ ბროდერიკთან, მსახიობი ზრდის სამ შესანიშნავ შვილს. მეუღლეებმა შეგნებულად უარი თქვეს ძიძაზე და თავად არიან დაკავებულები საკუთარი შვილების განვითარებითა და აღზრდით.
2. ჯენიფერ ლოპესი
მაქსი და ემა მომღერალი და მსახიობის ჯენიფერ ლოპესისა და მისი ყოფილი მეუღლის მარკ ენტონის მომხიბვლელი შვილები არიან. ჯენიფერი ჭკუას კარგავს საკუთარ ტყუპებზე და ყველგან თან დაჰყავს. ცოტა ხნის წინ მათ თავის ვარსკვლავ დედიკოსთან ერთად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 38 ქვეყანა შემოიარეს.
3. ანჯელინა ჯოლი
დღეს ანჯელინა და მისი ყოფილი მეუღლე ბრედ პიტი ზრდიან 6 შვილს (მათგან 3 ნაშვილებია). წყვილი ისე ჰარმონიულად და ბედნიერად გამოიყურება შვილებთან ერთად, რომ არანაირი ეჭვი არ ჩნდება, რომ ანჯელინა - ნამდვილად შესანიშნავი დედაა.
4. ქეთი ჰოლმსი
ტომ კრუზთან გაშორების შემდეგ ქეთი ჰოლმსი ცდილობს მთელი თავისუფალი დრო გაატაროს საკუთარ მომხიბვლელ გოგონასთან. სური უკვე ჰოლივუდის ყველაზე მოდურ ბავშვად ითვლება, ცოტა ხნის წინ გოგონამ გააფორმა პირველი კონტრაქტი საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე.
5. დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორი სიამაყით ზრდის ორ შესანიშნავ შვილს - ოლივსა და ფრენკის. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი აგრძელებს გადაღებებს, ფილმების პროდიუსირებასა და საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის განვითარებას, ოჯახი ყოველთვის რჩება მისთვის პრიორიტეტად.
6. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბა და მისი ქმარი, პროდიუსერი კეშ უორნერი, ორი მზიური გოგონას - ონორისა და ჰევენის მშობლები არიან. ვარსკვლავური წყვილი არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას - ჯესიკა აღიარებს, რომ ოცნებობს მესამე ბავშვზე.
7. რიზ უიზერსპუნი
მრავალშვილიანი დედის ამაყი ტიტული ეკუთვნის ოსკაროსან რიზ უიზერსპუნს. ავა და დიკონი - ბავშვები პირველი ქორწინებიდან მსახიობ რაიან ფილიპთან, პატარა ტენესი კი - რიზის შვილია ახლანდელი მეუღლისგან, აგენტი ჯინ ტოტისგან. 40 წლის ასაკში მსახიობი ისე ბრწყინვალედ გამოიყურება, რომ პაპარაცის ხშირად ერევა რიზი მის 16 წლის ქალიშვილ ავასთან.
8. გვინეტ პელტროუ
მიუხედავად იმისა, რომ გვინეტი და ბრიტანელი ჯგუფის Coldplay-ს ცნობილი სოლისტი წელიწადზე მეტია დაშორდნენ ერთმანეთს, ისინი აგრძელებენ საკუთარი შვილების ერთად აღზრდას - ქალიშვილს ეფლსა და ვაჟიშვილს მოზესს. შვილების გაჩენის შემდეგ გვინეტმა დაუდგინა საკუთარ თავს მკაფიო წესი: არა უმეტეს ერთი ფილმი წელიწადში - ასე მსახიობი ათავისუფლებს თავის ცხრილში დროს საყვარელი ოჯახისთვის.
9. მირანდა კერი
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი მირანდა კერი წარმატებით ათავსებს სამსახურსა და ვაჟიშვილის ფლინის აღზრდას. ყოფილი ქმარი ორლანდო ბლუმი ყველაფერში მხარში უდგას მირანდას და მთელ თავისუფალ დროს ატარებს საყვარელ შვილთან.
10. ჯენიფერ გარნერი
ჯენიფერ გარნერი ნამდვილად იმსახურებს იდეალური დედის წოდებას. ის ზრდის სამ შესანიშნავ შვილს, უვლის სახლს და ამავე დროს ასწრებს კინოში გადაღებას, და იდეალურად გამოიყურება. ბენ აფლეკი განქორწინების შემდეგაც აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ოჯახის ცხოვრებაში და ინარჩუნებს მეგობრულ დამოკიდებულებას ჯენიფერთან.
11. შაკირა
შაკირა და ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე ზრდიან შესანიშნავ ბიჭებს - საშას და მილანს. მომღერალი მთელი ძალებით ცდილობს შეათავსოს მუსიკალური კარიერა და შვილებზე ზრუნვა. მშობლები დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშვების ნაადრევ განვითარებას.
12. კორტნი კოკსი
კორტნი კოკსი, რომელმაც ითამაშა ყველასათვის საყვარელი მონიკა ფილმში „მეგობრები“, ზრდის მომხიბვლელ ქალიშვილს კოკოს. გოგონა, ნორჩი ასაკის მიუხედავად, სერიოზულად არის გატაცებული ბალეტით და უკვე მოასწრო ჰოლივუდის მოდის მიმდევარის სახელის მოხვეჭა.
13. გვენ სტეფანი
თავისი მკვეთრი და ეპატაჟური გარეგნობის მიუხედავად, გვენ სტეფანი სამი ვაჟიშვილის სამაგალითო დედაა. ვარსკვლავი დიდ ყურადღებას უთმობს შვილების აღზრდას და ცდილობს ყოველ კვირას იაროს მათთან ერთად ტაძარში. გვენი აღიარებს, რომ უკვე დიდი ხანია აღარ ეძებს ბალანსს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, ახლა ოჯახი მისთვის - ყველაზე მთავარია.
14. ვიქტორია ბეკჰემი
ვიქტორია და დევიდი ოთხი შვილის ბედნიერი მშობლები არიან - სამი ბიჭისა და ერთი გოგოს. ვიქტორია ყოველთვის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა რომ წარმოადგენს დიდი ოჯახის დედას, ის ყოველთვის ცდილობს სახლში გამოიყურებოდეს მოვლილად, ქმარმა და ვაჟიშვილებმა ხომ ყოველთვის მასში ქალი უნდა დაინახოს.
15. ქეით ჰადსონი
ქეით ჰადსონი ორი შესანიშნავი ბიჭის, რაიდერისა და ბინგემის დედაა. მსახიობი სინანულის გარეშე ამბობს უარს გადაღებებზე ჰოლივუდში და ცდილობს ყოველი თავისუფალი წუთი გაატაროს საყვარელ შვილებთან. ქეითი არაერთხელ აღიარებდა, რომ ოჯახი ქალისთვის - ყველაზე მთავარი რამ არის ცხოვრებაში.
თემები: ჰოლივუდი, დედები, შვილები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია