საკვების 8 კომბინაცია, რომელიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ
- 06.03.2017
საკვების კომბინაციის შედეგად ვიღებთ გემრიელ საჭმელს, თუმცა ეს არაა „მიქსის“ ერთადერთი სიკეთე. სწორად შერჩეული საკვების კომბინაცია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ზრდის თქვენს ენერგიას და გეხმარებათ წონაში კლებაში.
1. ბოსტნეული და მაგრად მოხარშული კვერცხი - კვლევის თანახმად, კვერცხი შთანთქავს კაროტინოიდებს(პიგმენტები, რომლებიც აძლევს ფერს მწვანილს). კაროტნოიდები გეხმარებათ წონასთან ბრძოლაში, ასევე ის ებრძვის კიბოს. ის არის კანის საზრდო. ასე რომ როცა შეჭამთ სალათს, ის აუცილებლად მიირთვით მოხარშულ კვერცხთან ერთად.
2. თინუსი და ჯინჯერი - ჯინჯერი აჩქარებს კუჭის დაცლას და ბლოკავს ფერმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ანთებით პროცესებს. თინუსი შეიცავს იგივე ნივთიერებებს, რასაც ომეგა 3(თევზის ქონი), ის ხელს უშლის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას.
3. ისპანახი და ავოკადოს ზეთი - ეს ორი სუპერსაჭმელი თქვენი ახალი მოკავშირეა, რომელიც თქვენს მადას „ჩაახშობს“. ავოკადოს ზეთი შეიცავს B და E ვიტამინებს, ასევე კალიუმს. ისპანახი კი თქვენს ორგანიზმში კალორიებს ამცირებს.
4. პარკოსანი მცენარე და სიმინდი - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დიეტა, რომელიც შეიცავს რომელიმე პარკოსან მცენარეს არის უფრო ეფექტური. თუ მას სიმინდსაც დაუმტებთ, გახდომის ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება.
5. ნესვი და ყურძენი - ნესვი არის ბუნებრივი შარდმდენი, ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც გვეხმარება ცხიმების აკუმულაციაში.
6. შემწვარი ქათამი და წითელი წიწაკა - საკვები მდიდარია ცილებით. შემწვარი ქათამი დაგეხმარებათ დაიკმაყოფილოთ შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში.თან ისე, რომ ორგანიზმში ბევრი კალორია არ დაგიგროვდებათ. პილპილი აჩქარებს ცხიმების დაწვას და გიკარგავთ მადას.
7. კარტოფილი წიწაკით - თუ გსურთ რომ წონაში დაიკლოთ უნდა შეჭამოთ მოხარშული, ან შემწვარი კარტოფილი ყოველგარი დანამატების გარეშე, ცხიმის გარეშე. შეგიძლიათ ის მიირთვათ წიწაკასთან ერთად.
8. ყავა და დარიჩინი - დარიჩინი შეიცავს ძლიერ აბტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ხოლო ყავა მადას აკარგვინებს. ასე რომ თუ გსურთ წონაში დაკლება, დაიწყეთ დილა დარიჩინიანი ყავით.
თემები:
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია