კულინარია

შოკოლადის ფონდანი კარამელით - საოცნებო დესერტი

შოკოლადის ფონდანი კარამელით - საოცნებო დესერტი

ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 85 გ
  • დაფშვნილი ორცხობილა - 45 გ
  • შავი შოკოლადი - 120 გ
  • შაქარი - 70 გ
  • კარაქი - 115 გ
  • კვერცხი - 4 ც.
  • კარამელის კანფეტი

მომზადება:

გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თანდათან დაამატეთ გამდნარი შოკოლადი. კარგად აურიეთ. ფრთხილად დაამატეთ ფქვილი და აურიეთ.

ფორმებს წაუსვით ცხიმი და ძირში მოაყარეთ დაშვნილი ორცხობილა. გაანაწილეთ ფორმებში ცომი და შუა ნაწილში ჩაუდეთ კარამელის კანფეტები.

შოკოლადის ფონდანი კარამელით - საოცნებო დესერტი

თუ პატარა ზომის კექსის ფორმები გაქვთ დაგჭირდებათ თითო ცალი კანფეტის ჩადება, მოზრდილი ფორმების შემთხვევაში - რამდენიმე.

შოკოლადის ფონდანი კარამელით - საოცნებო დესერტი

გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის ფონდანი კარამელით - საოცნებო დესერტი



<a href="http://coocook.me/">http://coocook.me/</a>