სერიალების სამყაროში იმდენი სიახლეა, რომ ხანდახან არჩევის პროცესში უფრო მეტი დრო გადის, ვიდრე ყურებაში. თუ “აღარ იცი, რა ვნახო“ ფაზაში ხარ, ეს სია შენთვისაა. გამოვარჩიეთ 2026 წლის ყველაზე ეპიკური პრემიერები - დრაკონებიდან დაწყებული, OnlyFans-ის სკანდალებით დამთავრებული
1. შვიდი სამეფოს რაინდი (A Knight of the Seven Kingdoms)

ჟანრი: ფენტეზი, სათავგადასავლო „სამეფო კარის თამაშების“ სამყარო ბრუნდება! სიუჟეტი ნაცნობ მოვლენებამდე 100 წლით ადრე ხდება. ეს არის ისტორია რაინდ დუნკანზე და მის პატარა მსახურზე, ეგზე, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ. კრიტიკოსები და მაყურებლები ერთხმად აღფრთოვანებულები არიან.
2. მარგოს ფინანსური პრობლემები აქვს (Margo’s Got Money Troubles)

ჟანრი: დრამედია (დრამა + კომედია) ახალგაზრდა მარგო მოულოდნელად ორსულდება ლექტორისგან. უფულობის გამო ის სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს და OnlyFans-ზე რეგისტრირდება. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ პოპულარობის მოპოვებაში მას საკუთარი მამა - ყოფილი მოჭიდავე ეხმარება. მთავარ როლში ელ ფანინგია.
3. აღთქმები (The Testaments)

ჟანრი: ტრილერი, დრამა „მხევლის წიგნის“ საკულტო ისტორიის გაგრძელება. სიუჟეტი ორი გოგონას გარშემო ვითარდება, რომლებიც მკაცრ დიქტატურაში ცხოვრობენ. ისინი საშიშ წინააღმდეგობის მოძრაობაში ერთვებიან, რათა დაწესებული წესები დაანგრიონ.
4. რუსტერი (Rooster)

ჟანრი: კომედია მთავარ როლში ყველასათვის საყვარელი სტივ კარელია. მწერალი გრეგი ცდილობს შვილთან ურთიერთობა დაალაგოს, თუმცა მოულოდნელად სტუდენტურ ცხოვრებაში იჭრება. ის თავისივე წიგნის პერსონაჟივით იწყებს ქცევას, რაც უამრავ სასაცილო სიტუაციას ქმნის.
5. დეტექტივი ჰოლე (Detective Hole)

ჟანრი: დეტექტივი, კრიმინალი სკანდინავიური ტრილერი ნიჭიერ, მაგრამ რთული წარსულის მქონე დეტექტივზე, რომელიც სერიულ მკვლელს ეძებს. თუ დაძაბული სიუჟეტები გიყვართ, ეს სერიალი თქვენთვისაა.
6. ერთ-ერთი მრავალთაგანი (One of Many)

ჟანრი: ფანტასტიკა წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც „ბედნიერების ვირუსის“ გამო ყველა კეთილი და ვეგანი გახდა, ომები კი შეწყდა. მთავარი გმირი ერთადერთია, ვისზეც ვირუსმა არ იმოქმედა. მას სურს ადამიანებს ინდივიდუალურობა და რეალური ემოციები დაუბრუნოს.
7. დიდი შეცდომები (Big Mistakes)

ჟანრი: კრიმინალური კომედია და-ძმა ბებიის გადასარჩენად ძვირფასი ყელსაბამის მოპარვას გადაწყვეტს. მათ ჰგონიათ, რომ ყალბი სამკაული მოიპარეს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ნივთი ნამდვილია და ძალიან საშიშ კრიმინალებს ეკუთვნით.
8. სხვა ბენეტი და (The Other Bennet Sister)

ჟანრი: დრამა ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ გაგრძელება. ამჯერად ყურადღების ცენტრში ყველაზე შეუმჩნეველი და - მერი ბენეტია, რომელიც ლონდონში მიემგზავრება საკუთარი თავის საპოვნელად და თავისუფლების მოსაპოვებლად.
9. როგორ მოვხვდეთ სამოთხეში ბელფასტიდან (How to Get to Heaven from Belfast)

ჟანრი: კომედიური ტრილერი სამი მეგობარი საერთო ნაცნობის დაკრძალვაზე ირლანდიაში მიდის. მალე ისინი ხვდებიან, რომ მათი მეგობრის სიკვდილი უბედური შემთხვევა არ ყოფილა და საკუთარ გამოძიებას იწყებენ.
თემები: სერიალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია