35 წლის ვაჟიშვილი და 20 დღეში შემდგარი ქორწილი: ლიზა მარია პრესლის სკანდალური მოგონებები მაიკლ ჯექსონზე
- 27.04.2026
მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულმა ახალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა (Michael) პოპ-მეფის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი ხელახლა გააღვიძა. სოციალურ ქსელებში კვლავ აქტუალური გახდა მისი ყოფილი მეუღლის, ლიზა მარია პრესლის შოკისმომგვრელი აღიარებები, რომლებიც მის მემუარებშია აღწერილი.

„ის ჯერ კიდევ ვაჟიშვილი იყო“
ლიზა მარია პრესლის მოგონებების თანახმად, როდესაც მათი ურთიერთობა დაიწყო, 35 წლის მაიკლ ჯექსონი მას გამოუტყდა, რომ სექსუალური კავშირი მანამდე არავისთან ჰქონია.
„თავზარი დამეცა, რადგან არ მინდოდა რაიმე შეცდომა დამეშვა,“ - იხსენებდა ლიზა. მისი თქმით, მაიკლი ამტკიცებდა, რომ წარსულში მხოლოდ ტეიტუმ ო’ნილთან და ბრუკ შილდსთან ჰქონდა ნაალერსები, ხოლო მადონასთან ურთიერთობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

სიყვარულის ახსნა სხვის ქორწინებაში
მაიკლისა და ლიზას სიყვარულის ისტორია არც ისე ჩვეულებრივი იყო. ჯექსონმა მას სიყვარული მაშინ აუხსნა, როცა ლიზა მარი ჯერ კიდევ პირველ ქმარზე, დენი კეოზე იყო დაქორწინებული.

„მაიკლმა მითხრა: არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ. მინდა დავქორწინდეთ და ჩემი შვილები გააჩინო“, - წერდა პრესლი. მომღერალმა სიტყვა საქმედ აქცია - პირველ ქმართან განქორწინებიდან სულ რაღაც 20 დღეში ლიზამ და მაიკლმა საიდუმლოდ იქორწინეს.
რატომ დაინგრა „საუკუნის ქორწინება“?
მიუხედავად იმისა, რომ ლიზა მარიას თქმით, მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, ურთიერთობა 1996 წელს დასრულდა. დაშორების მთავარ მიზეზად პრესლი მაიკლის წამალდამოკიდებულებას და იმ მძიმე ბრალდებებს ასახელებდა, რომლებიც იმ პერიოდში მომღერლის წინააღმდეგ გაჟღერდა.

დღეს, როდესაც ეკრანებზე მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი გამოდის, ლიზა მარიას ეს გულწრფელი აღიარებები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად იდუმალი და რთული იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავების პირადი ცხოვრება.
თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები