Wizz Air აღნიშნავს Customer First Compass-ის ერთწლიან იუბილეს - ქსელის გაფართოება, გაუმჯობესებული ოპერაციული მაჩვენებელი და უნიკალური სამომხმარებლო სერვისები
- 28.04.2026
ავიაკომპანია Wizz Air-მა წარადგინა ერთწლიანი ანგარიში თავისი €14 მილიარდიანი ტრანსფორმაციული გეგმის, Customer First Compass-ის ფარგლებში, სადაც ყურადღება გამახვილდა ძლიერ ოპერაციულ შედეგებზე, ქსელის უწყვეტ გაფართოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ინოვაციებზე.
ბოლო 12 თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ შეინარჩუნა საშუალოდ 99.5%-იანი შესრულების მაჩვენებელი და პარალელურად გააფართოვა ოპერაციები - შეასრულა 7%-ით მეტი რეისი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. Wizz Air ამჟამად ოპერირებს 262 საჰაერო ხომალდით, რაც კიდევ უფრო ამყარებს მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტური ფლოტის მქონე ავიაკომპანიის პოზიციას, ინდუსტრიაში.
Wizz Air-ის ფლოტის 75%-ზე მეტი უკვე უახლესი თაობის Airbus A321neo მოდელებისგან შედგება. ავიაკომპანია ეტაპობრივად ამოიღებს A321ceo სერიას ექსპლუატაციიდან და 2029 წლისთვის სრულად გადავა neo ფლოტზე. აღნიშნული ტრანსფორმაცია ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს, ემისიებსა და ხმაურს, ამასთან ზრდის ეფექტიანობასა და მგზავრთა კომფორტს.
2025 წლის აპრილიდან Wizz Air-მა 12 ქვეყანაში განალაგა 37 სრულიად ახალი საჰაერო ხომალდი და დაამატა 345-ზე მეტი ახალი მარშრუტი³, რომელთაგან 44% დასვენების მიზნით დაგეგმილ მოგზაურობაზეა ორიენტირებული. ზრდის მთავარი ფოკუსი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშია, სადაც მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა ხელს უწყობს დედაქალაქებს შორის კავშირის გაძლიერებასა და ქსელის გაფართოებას.
ავიაკომპანია ქსელის ზრდასთან ერთად აგრძელებს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 2025 წელს Wizz Air მოემსახურა 68.6 მილიონ მგზავრს და განახორციელა დაახლოებით 335,000 დაგეგმილი რეისი⁴. 2026 წელს კი მიზნად ისახავს 80 მილიონი მგზავრის მომსახურებას ქსელით, რომელსაც პიკის პერიოდში დღეში 1,200-მდე რეისის შესრულება შეუძლია.
ახალი პროდუქტები და გაფართოებული შეთავაზებები - ისევ ხელმისაწვდომი ფასებით
ქსელის ზრდასთან ერთად, Wizz Air-მა დანერგა ინოვაციები, რომლებიც აუმჯობესებს მგზავრობის გამოცდილებას და ამავდროულად ინარჩუნებს ულტრა-დაბალფასიან მოდელს. მომხმარებელთა საერთო კმაყოფილება გაიზარდა 77%-მდე (წლიურად +5%), რაც განპირობებულია ახალი შეთავაზებებით, მათ შორის:
-
WIZZ Class — ახალი სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით კომფორტსა და ბორტზე უპირატესობებს, ბიზნესკლასის მაღალი ფასის გარეშე.
-
WIZZ Link — ციფრული პლატფორმა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს მარტივად დაჯავშნონ მრავალსეგმენტიანი მოგზაურობა ერთი ტრანზაქციით.
-
Disruption Assistance — ინოვაციური სერვისი, რომელიც რეალურ დროში სთავაზობს მგზავრებს უფასო გადაჯავშნის ვარიანტებს საბოლოო დანიშნულებამდე ნებისმიერი ავიაკომპანიის რეისზე (ფასის ლიმიტის ფარგლებში), სტანდარტული EC261 რეგულაციების მიღმა⁵.
-
Digital Cabin Ecosystem — მოიცავს ბორტზე შეკვეთის ფუნქციის დანერგვას და გაერთიანებულ სამეფოში ბორტზე ინტერნეტკავშირის ტესტირებას.
ამასთან, Wizz Air-მა გააფართოვა პროდუქტების პორტფელი, რათა დააკმაყოფილოს ყველა ტიპის მომხმარებლის საჭიროება. მათ შორისაა WIZZ Discount Club, All You Can Fly და WIZZ MultiPass-ის განახლებული ვერსია რვა მთავარ ბაზარზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთი წლის განმავლობაში დააფიქსირონ ფრენის ფასები. ამავე დროს, MyJourney ფუნქცია Wizz Air-ის აპლიკაციაში აგრძელებს მგზავრობის მართვის ტრანსფორმაციას — მომხმარებლებს სთავაზობს რეალურ დროში განახლებებს, შეფერხებების მხარდაჭერასა და თვითმომსახურების ინსტრუმენტებს მობილურიდან. ამ გაუმჯობესებების შედეგად, მომხმარებელთა საერთო კმაყოფილება 77%-ზე მეტია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
Wizz Air-ის სტრატეგიის მთავარი საფუძველი კვლავ დაბალი ფასებია. ავიაკომპანია აგრძელებს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ტარიფების შეთავაზებას — ბილეთების 40% €40-ზე ნაკლებ ფასად იყიდება, რაც უზრუნველყოფილია ულტრა-დაბალფასიანი ბიზნეს მოდელითა და თანამედროვე, საწვავეფექტური ფლოტით⁶.
ფრენების მიღმა, Wizz Air ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ ეკოსისტემას. ინიციატივების საშუალებით, როგორებიცაა WIZZ Foundation, WIZZ Running Events და პარტნიორობები (მათ შორის AS Roma), ავიაკომპანია აკავშირებს მოგზაურობას გამოცდილებებთან, საზოგადოებასთან და საერთო ინტერესებთან.
ექსკლუზიურ ონლაინ ღონისძიებაზე გამოსვლისას, კომერციულმა დირექტორმა, იან მალინმა განაცხადა:
„როდესაც Customer First Compass დავიწყეთ, ჩვენი მიზანი ამბიციური, მაგრამ მარტივი იყო — დაგვემტკიცებინა, რომ დაბალი ფასები არ ნიშნავს სანდოობის ან მომხმარებლის გამოცდილების კომპრომისს. ერთი წლის შემდეგ, შედეგები თავად მეტყველებს ამ ყველაფერზე. WIZZ Class-ის დანერგვიდან 99.5%-იან შესრულების მაჩვენებლამდე — ჩვენ ფუნდამენტურად ვცვლით იმას, თუ რას უნდა ელოდონ მგზავრები დაბალბიუჯეტური ავიამიმოსვლისგან. ჩვენ მხოლოდ ქსელს კი არ ვაფართოებთ — სრული გამოცდილება აგვყავს ახალ დონეზე. Let’s WIZZ!”
[1] მონაცემები მოიცავს Wizz Air-ის ქსელში შესრულებულ რეისებს საანგარიშო პერიოდში. გაუქმებული 0.5% ძირითადად განპირობებული იყო ავიაკომპანიის კონტროლის მიღმა არსებული ფაქტორებით, მათ შორის საჰაერო სივრცის შეზღუდვებითა და გარე ოპერაციული შეფერხებებით.
[2] Wizz Air-ის ფლოტის მონაცემები 2026 წლის აპრილის მდგომარეობით. ფლოტის 75.4% შედგება უახლესი თაობის Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდებისგან.
[3] საჰაერო ხომალდების განაწილება და ქსელის გაფართოება ეფუძნება Wizz Air-ის ოპერაციებს 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში.
[4] მგზავრთა და რეისების მონაცემები ეფუძნება Wizz Air-ის 2025 წლის სრულწლოვან ოპერაციულ შედეგებს.
[5] EC 261/2004 წარმოადგენს ევროკავშირის კომპლექსურ რეგულაციას, რომელიც იცავს ავიამგზავრთა უფლებებს და ითვალისწინებს კომპენსაციას €600-მდე გაუქმებული, მნიშვნელოვნად დაგვიანებული (3 საათზე მეტი) რეისების ან ბორტზე დაშვებაზე უარის შემთხვევაში. რეგულაცია ვრცელდება ევროკავშირის აეროპორტებიდან გამგზავრებულ ყველა რეისზე, ან ევროკავშირში ჩამოსულ რეისებზე, რომლებიც ევროკავშირის ავიაგადამზიდველის მიერ სრულდება. Disruption Assistance სერვისი მოქმედებს ამ სტანდარტული წესების ფარგლებს გარეთ.
[6] ეფუძნება Wizz Air-ის ქსელში ხელმისაწვდომ ტარიფებს 2026 წლის აპრილის მდგომარეობით.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის - საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია