მოდასა და პოლიტიკას შორის: მელანია ტრამპის ვარდისფერი „დიპლომატია“ და ფარული მესიჯები მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე
- 29.04.2026
ვაშინგტონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოთხდღიანი ვიზიტი გრძელდება. დონალდ და მელანია ტრამპებმა მეფე ჩარლზ III-სა და დედოფალ კამილას სახელმწიფო ბანკეტზე უმასპინძლეს. მოლოდინისამებრ, საღამოს მთავარი თემა არა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგები, არამედ „მოდური დიპლომატია“ გახდა.
ვარდისფერი დუეტი: დამთხვევა თუ ხანგრძლივი მოლაპარაკებები?
საღამოს ნამდვილი სიურპრიზი პირველი ლედისა და დედოფლის არჩევანი აღმოჩნდა - ორივე მათგანი საზოგადოების წინაშე ვარდისფერ კაბებში წარსდგა. კამილამ უპირატესობა ბრიტანელ დიზაინერს, Fiona Clare-ს მიანიჭა, მელანიამ კი Christian Dior-ის კუტიურული კაბით გაიბრწყინა.

როგორც გაირკვა, ფერების ასეთი თანხვედრა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. მოდის ექსპერტების თქმით, ორი ქვეყნის გუნდები თვეების განმავლობაში ათანხმებდნენ ლუქებს, რათა ფოტოებზე სრული ჰარმონია ყოფილიყო.
თეთრიდან ვარდისფრამდე - რას გვეუბნება ფერების ფსიქოლოგია?
საინტერესოა, რომ ბანკეტამდე, დღის განმავლობაში, ორივე ქალბატონს თეთრი სამოსი ეცვა. ექსპერტ ემბერ გრაფლანდის განმარტებით:
-
თეთრი ფერი: სტატუსის, ავტორიტეტისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე.
-
ვარდისფერი ფერი: თუ თეთრმა ერთიანობის განცდა შექმნა, ვარდისფერმა მას სითბო და ნაკლები ფორმალურობა შესძინა. ეს იყო ერთგვარი მოდური „ხიდი“: ჯერ სტაბილურობა, შემდეგ კი - სიმსუბუქე.
მელანიას „ამბოხი“ და კამილას ისტორიული ჟესტი
მიუხედავად საერთო შეთანხმებისა, მელანია ტრამპმა მაინც მოახერხა საკუთარი ხასიათის ჩვენება. მისი კაბა მოშიშვებული მხრებითა და გრძელი სახელოებით ბრიტანეთში გამართულ სახელმწიფო ბანკეტს მოგვაგონებდა. სამეფო პროტოკოლის სტანდარტებით, ეს სამოსი საკმაოდ თამამია, თუმცა მელანია კიდევ ერთხელ ამტკიცებს: ის არ აპირებს დაემორჩილოს წესებს, რომლებიც მის სტილს არ შეესაბამება.

თავის მხრივ, დედოფალმა კამილამ აქცენტი ისტორიულ მემკვიდრეობაზე გააკეთა. მას ამეთვისტოსა და ბრილიანტების ყელსაბამი ეკეთა, რომელიც ადრე დედოფალ ვიქტორიასა და მარიას ეკუთვნოდა. ამ სამკაულის ერთ-ერთი ელემენტი ელისაბედ II-ს 1991 წელს, ვაშინგტონში ვიზიტისას ეკეთა. ეს იყო ელეგანტური და პატივისცემით სავსე ჟესტი ამერიკის მიმართ.
თემები: მელანია ტრამპი