LIFE

რატომ ბენი ბლანკო? როგორ იპოვა სელენა გომესმა ბედნიერება იქ, სადაც არავინ ელოდა

რატომ ბენი ბლანკო? როგორ იპოვა სელენა გომესმა ბედნიერება იქ, სადაც არავინ ელოდა

ჯასტინ ბიბერთან დრამატული დაშორებიდან, დეპრესიიდან და მარტოობიდან წლების შემდეგ, სელენამ თავისი ახალი რჩეული წარადგინა. ამჯერად მან აირჩია არა „იდეალური“, არამედ თავისიანი. ის, ვინც მისით აღფრთოვანებულია, ვინც უსმენს მის სურვილებსა და საჭიროებებს და უბრალოდ გვერდითაა - მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ირგვლივ.

იმ ეპოქაში, როცა პაემნები აპლიკაციებით იგეგმება, გრძნობების გამჟღავნება კი უფრო ხშირად მიმოწერით ხდება, ნამდვილი სიყვარულის პოვნა სულ უფრო რთულდება. განსაკუთრებით ჰოლივუდში, სადაც რომანტიკული ურთიერთობები ხშირად უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ახალი ფილმის პრეს-ტური.

როდესაც სელენა გომესმა ბენი ბლანკოსთან რომანი დაადასტურა, ფანებს გული გაუჩერდათ. ზოგიერთმა გაიხარა, სხვებმა კი კითხვების დასმა დაიწყეს: „ის ნამდვილად შეეფერება მას?“, „როგორ შეხედა ასეთმა მშვენიერმა ქალმა მას?“, „რით სჯობს ის ჯასტინს?“. შემდეგ კი ბენი ბლანკოზე კრიტიკისა და ნეგატივის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა.

ყველაფერი შეიცვალა წყვილის საერთო პოდკასტის გამოსვლის შემდეგ. მაშინ ფანები დარწმუნდნენ, რომ მათი შემთხვევა სწორედ ის ისტორიაა, რომელიც აცოცხლებს რწმენას გულწრფელი გრძნობების მიმართ - იმაში, რომ ვიღაცას შეუძლია გაიღვიძოს ფიქრით: „როგორ გავხადო საყვარელი ადამიანის ცხოვრება უკეთესი?“.

რა ვიცით ბენი ბლანკოსა და სელენა გომესის შესახებ?

ბენი ბლანკო - მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი პროდიუსერია, რომელიც მუშაობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან კეტი პერი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, ედ შირანი და, რა თქმა უნდა, სელენა გომესი. მისი პროექტები იმდენად წარმატებულია, რომ 27 ჰიტი Billboard-ის ჩარტების ტოპ-ათეულში მოხვდა. და ეს ყველაფერი არ არის.

2012 წელს ბლანკომ BMI Pop Awards-ზე წლის სიმღერების ავტორის ტიტული მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი Songwriters Hall of Fame-ის პრესტიჟული ჯილდო, Hal David Starlight Award დაიმსახურა. ერთი სიტყვით, ის სულაც არ არის ვიღაც „ნოუნეიმი“, არამედ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი პროდიუსერია. 

სელენა გომესი კი მომღერალი და მსახიობია, რომელმაც კარიერა Disney-ში ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ის მრავალი ჯილდოს მფლობელია და Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშიც კი მოხვდა. სელენამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა და გახდა self-made ვარსკვლავის თვალსაჩინო მაგალითი.

წყვილის ურთიერთობის ისტორია

ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ, როცა სელენა 16 წლის იყო. გომესის დედამ მათი შეხვედრა მოაწყო, რათა ქალიშვილისთვის მუსიკალურ ინდუსტრიაში გზა გაეკვალა. 2015 წელს ისინი კვლავ შეხვდნენ ხმისჩამწერ სტუდიაში და ერთად იმუშავეს სელენას მეორე სოლო ალბომზე სახელწოდებით „Revival“. მომავალში წყვილი კიდევ არაერთხელ შექმნის საყოველთაოდ საყვარელ ჰიტებს. დიდხანს ისინი უბრალოდ მეგობრები და კოლეგები იყვნენ, მაგრამ 2023 წელს ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

  • 2023 წლის 4 ოქტომბერი: ბენი ბლანკო ჩნდება სელენა გომესის საქველმოქმედო ღონისძიებაზე Rare Impact Fund, ერთი თვის შემდეგ კი გოგონა აქვეყნებს „სთორის“, სადაც ბენის კულინარიულ წიგნს „Open Wide“ უწევს პოპულარიზაციას წარწერით: „ერთ-ერთი ფავორიტი კულინარიულ წიგნს უშვებს“.

  • 25 ნოემბერი: გვერდი @popfaction აქვეყნებს პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ სელენა და ბენი რომანტიკულ ურთიერთობაში არიან. ამის დასტური ხდება სელენას ახლობლების მიერ ბენის გამოწერა.

  • 7 დეკემბერი: გოგონა აქვეყნებს საერთო ფოტოს და ოფიციალურად ადასტურებს ხმებს. იმავე დღეს ის თავისი ფან-გვერდის პოსტის ქვეშ ტოვებს კომენტარს: „ის  - აბსოლუტურად ყველაფერია ჩემს გულში“. ასე წყვილმა შეწყვიტა ურთიერთობის მალვა.

  • 2024 წლის 11 დეკემბერი: სელენა გომესმა ოფიციალურად გამოაცხადა ნიშნობა და გამოაქვეყნა ფოტო ბრილიანტის ბეჭდით. საქმრომ კი თბილი კომენტარი დატოვა: “მოიცათ... ეს ხომ ჩემი ცოლია“.

  • 2025 წლის 26 სექტემბერი: სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ.

რატომ იყო ფანების რეაქცია ასეთი არაერთგვაროვანი?

მას შემდეგ, რაც სელენამ ურთიერთობა დაადასტურა, სოციალურ ქსელებში კრიტიკა გაძლიერდა. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ბენი ბლანკოს გარეგნობა გახდა. მომხმარებლები ტოვებდნენ ათასობით ნეგატიურ კომენტარს და მიიჩნევდნენ, რომ ის სელენას არ შეეფერებოდა.

მათი ურთიერთობა მართლაც გამოირჩეოდა ჰოლივუდური „გლამურული“ რომანების ფონზე. ბენი არასოდეს გამოირჩეოდა იდეალური იმიჯით წითელ ხალიჩაზე და არ ცდილობდა თავისი გარეგნობა სოციალური ქსელების სტანდარტებისთვის მოერგო.

ამ კავშირს სკეპტიკურად უყურებდნენ სელენასა და ჯასტინ ბიბერის წარსულის კონტექსტშიც. მათი ხანგრძლივი და მგზნებარე რომანი ყველგან განიხილებოდა და ბევრს დღემდე სჯერა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.

მიუხედავად ამისა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც მათი თავიდანვე სჯეროდა. ფანები ამბობდნენ, რომ ყველაფრის შემდეგ, რაც გომესმა გადაიტანა, ბენი ბლანკო სწორედ ისაა, ვინც მას სჭირდება. ის მას მრავალი წელია იცნობს და რაც მთავარია, მასთან სელენა კვლავ ბედნიერად გამოიყურება. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

პოდკასტი, რომელმაც მილიონობით ქალის გული მოიგო

2025 წლის 24 მარტს ჯეი შეტიმ გამოაქვეყნა პოდკასტის „On purpose“ ეპიზოდი სელენასა და ბენის მონაწილეობით. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ემოციურად მომწიფებული ადამიანების სიყვარული.

ამ ინტერვიუმ სოციალურ ქსელებში სენსაცია გამოიწვია. ბენის სიტყვებმა სელენაზე ქალი აუდიტორიის აღფრთოვანება დაიმსახურა. სწორედ ამ მომენტიდან ბლანკო „შეუფერებელი ბიჭიდან“ გადაიქცა მამაკაცად, რომელზეც ყველა ოცნებობს.

ბენი ბლანკოს 10 ციტატა ურთიერთობების შესახებ:

  1. „კაცების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის არ ვუსმენთ. არადა, აუცილებელია მოსმენა. ქალი ყოველთვის გეტყვის, რა სჭირდება - უბრალოდ ყური უნდა დაუგდო.“

  2. „ვიცი მისი ძლიერი მხარეებიც და სისუსტეებიც. ვცდილობ, ყველაფრით ხელს ვუწყობდე და ისეთი გარემო შევუქმნა, რაც მას დაეხმარება.“

  3. „ყოველ დილით ერთი ფიქრით ვიღვიძებ: “როგორ გავხადო სელენას დღე უკეთესი?“. რადგან, როცა ის არის ბედნიერი, ჩემი დღეც ავტომატურად უკეთესი ხდება.“

  4. „ბიჭები ხშირად ცდილობენ, “მაგარი ტიპის“ შთაბეჭდილება დატოვონ, ჩემთვის კი ნამდვილი სიმამაცე ემოციების გამოხატვაა. სხვისთვის სიხარულის მინიჭება - აი, ეს არის ნამდვილი სიმამაცე.“

  5. „ადრე რომ შევხვედროდით, არაფერი გამოგვივიდოდა. ორივე გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით და ერთმანეთს იდეალურ დროს შევხვდით.“

  6. „ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მას წარმატებისთვის და მთელი გულით მინდა, ამის მიღწევაში დავეხმარო.“

  7. „ბიჭებს ხშირად კამათში “გამარჯვება“ სურთ. მაგრამ რისთვის? თუ შენი ცოლი აატირე, ეს გამარჯვებაა? არა, ამით მხოლოდ იმას აღწევ, რომ ის ნაწყენი და გაბრაზებულია. ნუ იქნები იდიოტი. მიეცი საშუალება, ბოლომდე დაიცალოს, მერე კი ყველაფერს ერთად მოაგვარებთ.“

  8. „სანამ პირველად იტყვი “მიყვარხარ“, გგონია, რომ ეს რაღაც აკრძალული და საშიში სიტყვაა. მერე კი გინდა, ათასჯერ გაიმეორო. ახლა დღეში 3000-ჯერ ვეუბნები ამას.“

  9. „ყოველთვის ვუმეორებ: “თუ რამეში ეჭვი შეგეპარება, უბრალოდ მითხარი. მე ბოლომდე მოგისმენ და ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარები.“

  10. „მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიპოვნე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამავდროულად შემიძლია ვაკოცო - ეს საოცარი შეგრძნებაა.“

მიუხედავად იმ ჰეითისა, რომელსაც ისინი შეხვდნენ, მათი ისტორია გახდა მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული არ არის დამოკიდებული გარეგნობაზე ან საზოგადოებრივ აზრზე.