დედის ასლი თუ სრული ტრანსფორმაცია? ნახეთ, როგორ გამოიყურება ანა ნიკოლ სმიტის 19 წლის ქალიშვილი
- 11.05.2026
ჰოლივუდის ლეგენდარული მოდელისა და მსახიობის, ანა ნიკოლ სმიტის გარდაცვალებიდან წლები გავიდა, თუმცა მისი ქალიშვილი, დენიელინ ჰოუპ ბირკჰედ-მარშალი, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. გოგონა სულ რაღაც 5 თვის იყო, როცა დედა დაკარგა და მას შემდეგ მამა, ლარი ბირკჰედი ზრდიდა.
დენიელინს საზოგადოება აქამდე "პატარა ანა ნიკოლად" იცნობდა - ის ხშირად იმეორებდა დედის საკულტო იმიჯს, ატარებდა გრძელ ქერა თმას, ფუშფუშა კაბებსა და ელეგანტურ ქუდებს. თუმცა, როგორც ჩანს, 19 წლის ასაკში გოგონამ საკუთარი "მე"-ს პოვნა და სტილის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა.
"გოთიკ-როკი" კენტუკის დერბიზე
მაისის დასაწყისში, დენიელინი მამასთან ერთად ტრადიციულ "კენტუკის დერბიზე" გამოჩნდა და ყველა გააოცა. ქერა ლოკონების ნაცვლად, მან "პიქსის" ვარცხნილობა აირჩია, შავად შეღებილი ბოლოებით.

მამამ, ლარი ბირკჰედმა, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამა-შვილი შავ სამოსში პოზირებს:
"დენიელინი ახალ ვარცხნილობასა და „გოთიკ-როკ“ სტილს აანონსებს," - დაწერა ლარიმ და იხუმრა, რომ შვილმა ისიც კი აიძულა, დრესკოდს მორგებოდა და შავი ქურთუკი ჩაეცვა.
საკუთარი გზის ძიებაში
ჟურნალ People-თან ინტერვიუში ლარიმ აღიარა, რომ თავიდან ცოტას ნერვიულობდა, როცა გოგონამ თმის შეჭრა გადაწყვიტა, თუმცა ახლა ამაყობს, რომ დენიელინი საკუთარ ინდივიდუალობას გამოხატავს.
"მან ყველაფერი მოიშორა და თმას მკვეთრი ფერები დაამატა. ვფიქრობ, ის იმ ასაკშია, როცა შეუძლია აკეთოს ის, რაც თავად სურს," - ამბობს ლარი.

მომავალი გეგმები: მოდელობა თუ კოლეჯი?
მიუხედავად სტილის ცვლილებისა, დენიელინი დედის კვალს მაინც მიჰყვება - მას სამოდელო სფერო და სამსახიობო კარიერა აინტერესებს. პარალელურად კი კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადება.
თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია