ჯანმრთელობა

გათავისუფლდი შეშუპებისა და დაღლილობისგან: 3 საზაფხულო ელექსირი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება

გათავისუფლდი შეშუპებისა და დაღლილობისგან: 3 საზაფხულო ელექსირი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება

ზაფხულის სიცხე, კვების რაციონის ცვლილება, გაუწყლოება და სტრესი ხშირად ხდება ორგანიზმში ფარული ანთებითი პროცესების პროვოცირების მიზეზი. შედეგად ვგრძნობთ სიმძიმეს და ენერგიის კლებას.

სხეულს ყველაზე მარტივად ნატურალური, ანთების საწინააღმდეგო სასმელებით დავეხმარებით, რომლებიც არა მხოლოდ აგრილებენ, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებენ.

მსოფლიო მოდის ბიბლია Vogue ასახელებს 3 საზაფხულო სასმელს, რომელიც ორგანიზმს სიმსუბუქეს და ჯანმრთელობას უბრუნებს:

1. კურკუმას ცივი კოქტეილი (ცივი „ოქროს რძე“)

კურკუმა ცნობილია თავისი მძლავრი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რასაც მასში არსებული აქტიური ნივთიერება - კურკუმინი განაპირობებს. ზაფხულში მისი მომზადება საუკეთესოა ცივი ვერსიით: მცენარეულ რძესთან, ყინულთან და ცოტაოდენ სუნელებთან ერთად.

  • ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში.

  • ხელს უწყობს რბილ დეტოქსიკაციას.

  • საუკეთესო ალტერნატივაა მავნე, შაქრიანი გაზიანი სასმელების ნაცვლად.

2. მატჩა ლატე ყინულით - ანტიოქსიდანტების ბომბი

მატჩა არის დაფხვნილი მწვანე ჩაი, რომელიც ანტიოქსიდანტების უზარმაზარ კონცენტრაციას შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერებები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმში ანთების მთავარი გამომწვევები არიან. ზაფხულში მატჩა ძალიან პოპულარულია ცივი ლატეს სახით, მცენარეული რძითა და ყინულებით.

  • მთავარი პლიუსი: გაძლევთ ხანგრძლივ ენერგიას კოფეინის მკვეთრი ნახტომებისა და გულის აჩქარების გარეშე, აუმჯობესებს კონცენტრაციას და იცავს უჯრედებს.

3. მწვანე და ბოსტნეულის ახალგაწურული წვენები

კიტრის, ნიახურის, ისპანახისა და ოხრახუშის მიქსი ნამდვილი ხსნაა სიცხეში. ეს სასმელები მომენტალურად ატენიანებენ სხეულს უჯრედულ დონეზე, სავსეა ვიტამინებით და ეფექტურად აქრობენ შინაგან ანთებებს.

  • მნიშვნელოვანი წესი: დალიეთ მომზადებისთანავე და არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ შაქარი!

რატომ არის ეს სასმელები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზაფხულში?

ცხელ ამინდში ორგანიზმი ადვილად კარგავს სითხეს, ხოლო ჩვენი კვება ხშირად მძიმე ან ტკბილი საკვებისკენ იხრება, რაც ფარულ ანთებებს აძლიერებს. ეს ნატურალური ელექსირები კი:

  • ინარჩუნებენ სითხის ბალანსს;

  • აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას;

  • ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს და აუმჯობესებენ საერთო განწყობას.

 კოსმეტოლოგებისა და დიეტოლოგების რეკომენდაცია: მაქსიმალური შედეგისთვის სვით ეს სასმელები რეგულარულად, მაგრამ ზომიერად. აუცილებლად შეუთავსეთ ისინი ბალანსირებულ კვებას და უარი თქვით დამატებულ შაქარზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ გასახდომი საშუალებები არ არის, მეტაბოლიზმის დაჩქარებით და ზედმეტი სითხის გამოდევნით, წონის კლებას საგრძნობლად უწყობენ ხელს.