სილამაზე

ბოიფრენდ ბობი - პენელოპა კრუსის ყველაზე ელეგანტური ვარცხნილობა 2026 წლის ზაფხულისთვის

ბოიფრენდ ბობი - პენელოპა კრუსის ყველაზე ელეგანტური ვარცხნილობა 2026 წლის ზაფხულისთვის

ზაფხული უკვე დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ყველაზე აქტუალური ტრენდების მიმოხილვას ვაგრძელებთ. ცხელ დღეებთან ერთად, ხომ ყველას გვიჩნდება რაღაც ახლისა და რადიკალურის შეცვლის სურვილი. ამჯერად, შთაგონებისთვის პენელოპა კრუსის ახალ იმიჯს უნდა შევხედოთ, რომელიც მას ვარსკვლავურმა სტილისტმა, დიმიტრის ჯანეტოსმა შეურჩია.

დიმიტრის ჯანეტოსი ის ადამიანია, ვისაც სელებრითები თმას სრულიად უშიშრად ანდობენ: მან ჯერ დემი მურს შეაჭრა კარე კანის კინოფესტივალისთვის, შემდეგ კი ჯიჯი ჰადიდის, კიმ კარდაშიანის, მეგან ფოქსისა და ჯორჯინა როდრიგესის დაუვიწყარ ლუქებზე იზრუნა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ვარცხნილობა, რომელსაც ის ქმნის, მომენტალურად ხდება მსოფლიო ჰიტი.

გამონაკლისი არც პენელოპა კრუსის ახალი კარე აღმოჩნდა. თავად სტილისტმა მას სახალისო სახელი - Boyfriend’s bob („ბოიფრენდის ბობი“) დაარქვა. მიუხედავად ასეთი ბიჭური სახელისა, ეს ვარცხნილობა საოცრად ელეგანტურია და იდეალურად უხდება ზრდასრულ, თავდაჯერებულ ქალებს. შემთხვევითი არ არის, რომ ახალ ფოტოებში პენელოპა Chanel-ის კლასიკურ ტვიდის პიჯაკში პოზირებს.

როგორ მიიღწევა ეს ეფექტი?

ჯანეტოსმა აღნიშნა, რომ მას პენელოპასთვის „ბუნებრივი და უდარდელი“ იერსახის შენარჩუნება სურდა. სასურველი შედეგისთვის მან რამდენიმე ხრიკს მიმართა:

  • თმა მხრებს ზემოთ სიგრძეზე შეჭრა;

  • დაამატა მსუბუქი, ჰაეროვანი ფენები (ლეიერები) და გვერდითი ჩოლკა;

  • ფერებში კი შექმნა მოდური „ბლონდის“, ბალაიაჟისა და მუქი ქერა ტონების იდეალური მიქსი, რაც თმას ვიზუალურად უფრო მოცულობითს ხდის.

2 ვარიანტი სხვადასხვა განწყობისთვის

ამ ვარცხნილობის მთავარი პლუსი მისი მრავალმხრივობაა. შეგიძლიათ სტილი განწყობის მიხედვით შეცვალოთ:

  1. თავისუფალი და ახალგაზრდული (ყოველდღიური ლუქი): გაიშრეთ თმა ისე, რომ ძირებში მოცულობა მიიღოთ, ბოლოები კი სახისკენ ოდნავ შემოიტანეთ. ბოლოს შეისხურეთ თმის სპრეი (salt spray) და ხელით მსუბუქად ააჩეჩეთ. მიიღებთ ძალიან ბუნებრივ, „messy“ ეფექტს.

  2. ელეგანტური და დახვეწილი (ოფისისთვის ან საღამოსთვის): ისევ შეიქმენით მოცულობა ძირებში, თმის ბოლოები სახისკენ დაიმრგვალეთ, თუმცა ამჯერად გამოიყენეთ დამარბილებელი და დამაფიქსირებელი სპრეი. თმა სავარცხლით გლუვად ჩამოივარცხნეთ, ჩელკა კი ნაზად გადაიწიეთ გვერდზე — ეს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური შტრიხია.

მზად ხართ ზაფხულის მთავარი ტრენდის მოსარგებად?