WIZZ AIR-ის ახალი რეკორდი: ერთ დღეში შესრულებული 1 200 რეისი და 260 000-ზე მეტი გადაყვანილი მგზავრი
- 19.06.2026
1 200 რეისი ნიშნავს დღეში 260 000-ზე მეტ გადაყვანილ მგზავრს, ჰაერში გატარებულ 1 000 საათს და საათში საშუალოდ 50 რეისს - ანუ Wizz Air-ის თვითმფრინავი საშუალოდ ყოველ 1.2 წუთში ერთხელ აფრინდა.
Wizz Air დღეს მნიშვნელოვან საოპერაციო მიღწევას აღნიშნავს: ავიაკომპანიამ ერთ დღეში 1200 რეისი შეასრულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი ზრდის სტრატეგიის წარმატებას, მუდმივად გაფართოებადი ქსელის მასშტაბს და ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ხელმისაწვდომ და კომფორტულ მოგზაურობაზე არსებულ მაღალ მოთხოვნას.
Wizz Air აგრძელებს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტიანი საჰაერო ფლოტის განვითარებას, რომელიც ამჟამად 267 თვითმფრინავს მოიცავს. ფლოტის გაფართოება ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს დაამატოს ახალი მიმართულებები, გაზარდოს სიხშირე პოპულარულ მარშრუტებზე და მგზავრებს წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამოგზაურო სეზონზე კიდევ უფრო მეტი არჩევანი შესთავაზოს.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ზაფხულის აქტიური სამოგზაურო სეზონის პერიოდს ემთხვევა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პროგნოზით, 2026 წელს გლობალური სამგზავრო მიმოსვლა 2.1%-ით გაიზრდება, ხოლო ევროპაში ზრდა 2.8%-ს მიაღწევს, რასაც ძირითადად ხელს შეუწყობს დასვენებისა, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულების მიზნით მოგზაურობაზე არსებული მდგრადი მოთხოვნა. ამასთან, Eurocontrol -ის პროგნოზით, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა საშუალოდ 2%-ით გაიზრდება 2025 წლის ზაფხულთან შედარებით, ხოლო გარკვეულ პერიოდში ზრდა 5.1%-საც მიაღწევს. პიკურ დღეებში კი ევროპის ქსელში რეისების რაოდენობა შესაძლოა 37 000-მდე გაიზარდოს.
Wizz Air-ის ოპერაციების დირექტორი, Diarmuid O’Conghaile:
„ერთ დღეში 1 200 რეისის შესრულება Wizz Air-ისთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია. ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი 267 თანამედროვე საჰაერო ხომალდისგან შემდგარი მზარდი ფლოტის, გაფართოებადი ქსელისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მგზავრების ნდობის წყალობით, რომლებიც ხელმისაწვდომი და საიმედო მოგზაურობისთვის Wizz Air-ს ირჩევენ. ეს ასევე აღიარებაა Wizz Air-ის ათასობით თანამშრომლის შრომისა, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ ასეთი მასშტაბის ოპერაციების წარმატებით განხორციელებას - ჩვენი პილოტებიდან და ბორტგამცილებლებიდან დაწყებული, ტექნიკური მომსახურების, სახმელეთო ოპერაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდებით დასრულებული. კულისებს მიღმა, ჩვენი ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელსაც თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სისტემები და უახლესი ოპერაციული ტექნოლოგიები უჭერს მხარს, გვეხმარება ეფექტურად ვმართოთ ნებისმიერი სირთულე და მომხმარებლებს საიმედო განრიგი შევთავაზოთ წლის ყველაზე დატვირთულ სამოგზაურო სეზონზეც კი.
Let’s WIZZ!”
მიმდინარე წლის მაისში Wizz Air-მა ძლიერი საოპერაციო შედეგები აჩვენა - ავიაკომპანიის რეისების შესრულების მაჩვენებელმა ქსელის მასშტაბით 99.99%-ს მიაღწია, ხოლო რეისების 82.67% დანიშნულების ადგილზე დაგეგმილი დროიდან 15 წუთის ფარგლებში ჩაფრინდა.
მგზავრებისთვის ერთ დღეში შესრულებული 1 200 რეისი მხოლოდ საოპერაციო მასშტაბს არ ნიშნავს - ეს ათასობით ინდივიდუალური მოგზაურობაა Wizz Air-ის ფართო ქსელში, რომელიც რამდენიმე კონტინენტსა და თითქმის 200 მიმართულებას მოიცავს. ამ ზაფხულს მომხმარებლები Wizz Air-ით მიემგზავრებიან საოცნებო შვებულებებში, ოჯახის წევრებთან შესახვედრად, ზღვისპირა კურორტებზე, ფესტივალებზე, საფეხბურთო მატჩებზე, საქმიანი შესაძლებლობების გამოსაყენებლად და აქტიური ცხოვრების სტილის მრავალფეროვანი გამოცდილების მისაღებად.
ერთ დღეში Wizz Air-ის ოპერაციები მოიცავს:
-
24 საათის განმავლობაში შესრულებულ 1 200 რეისს - რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 72 წამში ერთხელ აფრინდება Wizz Air-ის ერთი რეისი;
-
ერთ დღეში WIZZ-ით მოგზაურ 260 000-ზე მეტ მგზავრს;
-
45 ქვეყანასა და 185 აეროპორტს შორის კავშირს;
-
4 000-ზე მეტ ეკიპაჟის წევრსა და ათასობით ინჟინერსა და ოპერაციების მიმართულების თანამშრომელს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 267 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია