LIFE

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

არავინ არ იცის მდგომარეობები და საკითხები ისე კარგად, როგორც იმ ადამიანებმა, ვინც ეს მდგომარეობები თავად გამოსცადეს. ვერავინ მოგცემს სწორ რჩევას თუ როგორ ივარჯიშო სწორად, თუ მას არასოდეს უვარჯიშია. ვერავინ დაგეხმარება შვილის აღზრდაში, თუ მას თავად არასოდეს ჰყოლია შვილი. 

მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ისეთი ადამიანების რჩევები, რომლებმაც, ყველაზე უკეთ იციან რა მდგომარეობაში იმყოფები. რომლებმაც თავიანთ ტყავზე გადაიარეს ესა თუ ის პრობლემა, გაუძლეს და გაუმკლავდნენ მას. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე გულრწფელ რჩევას განქორწინების შესახებ, განქორწინებული ქალბატონებისგან:

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

1. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენს აწ უკვე ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, თქვენ მაინც გაგიჭირდებათ ითანამშრომლოთ, როგორც გუნდმა. 

2. გახსოვდეთ, რომ ისეთი დღესასწაულების დაგეგმვა, როგორიც არის შვილის დაბადების დღე, კვლავ ერთად მოგიწევთ, როგორც ოჯახს. თუმცა, ის აღარ გადაწყვეტს მნიშვნელოვან დეტალებს. 

3. განშორებიდან პირველი წელი ორივესთვის რთული იქნება, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბევრი რამ შეიცვლება პოზიტიურისკენ მეორე წელს. რაც შეეხება განშორებიდან მესამე წელს, თქვენც და თქვენს ყოფილსაც ყველაფერი მოგვარებული გექნებათ - ან იმეგობრებთ, ან ერთმანეთს მოერიდებით. 

4. დაკავდით ნებისმიერი პოზიტიური გატაცებით. ეს დაგეხმარებათ და არ გამოგითავისუფლებთ დროს სიბრაზისა და ცუდად ყოფნისთვის. 

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

5. განშორებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, თავი შეიკავეთ სოციალური მედიის ხშირი გამოყენებისგან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობა სოციალური მედიის საშუალებით, ხშირად იქმნის ბედნიერი ქორწინების ილუზიას. 

6. გახსოვდეთ, არასოდეს მოიხსენიოთ თქვენი ყოფილი მეუღლე აუგად. განსაკუთრებით კი შვილებთან მოერიდეთ მასზე ცუდის თქმას. ნუ ჩაიგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში და ნუ აფიქრებინებთ სხვებს, რომ თქვენი ქორწინება თავიდან ბოლომდე შეცდომა იყო. 

7. განშორების შემდეგ, აუცილებლად იფიქრეთ, თუ რამ განაპირობა თქვენი ქორწინების ნგრევა. აღმოაჩინეთ რეალური მიზეზები იმისა, თუ სად შეგეშალათ. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავიდან აირიდოთ. 

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

8. ეცადეთ არ ჩაიკეტოთ. იურთიერთეთ ადამიანებთან. განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ ისეთ ნაცნობებთან, რომლებსაც მსგავსი ისტორიები აქვთ. ეს დაგეხმარებათ მარტივად დაძლიოთ სირთულეები, რაც განშორებას ყოველთვის თან ახლავს. 

9. ძალიან რთულია განშორების შემდეგ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის სწორად დალაგება. თუ იცნობთ წყვილს, რომელიც ამას ახერხებს, ჰკითხეთ მათ რჩევა და ისწავლეთ მათგან ის საუკეთესო მეთოდები, რომელთა გამოყენებაც თავს კარგად გაგრძნობინებთ. 

10. სასოწარკვეთა და იმედგაცრუება შესაძლოა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდეს, რომ ნებისმიერი აქტივობა დაგეხმაროთ მის დასაძლევად. ეცადეთ კარგად გაერკვეთ იმაში თუ რა გგვრით შვებას. წაიკითხეთ წიგნები, გაეცანით სიახლეებს, ესტუმრეთ ახალ ქალაქებს. მაქსიმალურად ეცადეთ მიიღოთ ახალი გამოცდილებები. 

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

11. შექმენით ახალი ტრადიციები და ეცადეთ ყველაფერი, რასაც ერთად, ოჯახურ წრეში აღნიშნავდით, ახლებური გზით გააკეთოთ. ეს დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ მოგონებებს მასზე და სიცარიელის და მარტოობის გრძნობასაც შეგიმსუბუქებთ. 

12. გახსოვდეთ, თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ ურთიერთობა შეინარჩუნოთ თქვენი მეუღლის მშობლებთან. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენი შვილების ბებია-ბაბუები არიან. ნურასოდეს აძაგებთ მათთან თავიანთ შვილს. ამ საკითხს მაქსიმალურად ცივილურად მიუდექით. 

13. შესაძლოა, მეუღლესთან განშორება ერთ-ერთი ყველაზე უნუგეშო და რთული საკითხია სხვა საკითხებთან შედარებით, თუმცა, გახსოვდეთ, დროსთან ერთად ეს განცდაც იკურნება და მდგომარეობა ნაკლებად საშიში ხდება. 

გულრწფელი რჩევები განქორწინების შესახებ განქორწინებაში მყოფი ქალებისგან

14. შესაძლოა, იმასთან შერიგება ძალიან რთულიც კია, რომ მთელი ცხოვრება, მშობლები საკუთარი შვილების დაცვას ვცდლობთ ცუდი და მტკივნეული ამბებისგან და უცებ, ჩვენვე ვხდებით მათი ტკივილის გამომწვევი მიზეზები. თუმცა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ და სხვა არჩევანი არ გვაქვს. 

15. გახსოვდეთ, თქვენ ირგვლივ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უსარგებლო გზებს შემოგთავაზებენ დახმარების სურვილის მიზნით - არ მისცეთ მათ ამის უფლება. თქვენი მარტოობა მხოლოდ თქვენი საქმეა და ისე უნდა მოექცეთ საკუთარ ცხოვრებას, როგორც გსურთ. მოერიდეთ ე.წ. კეთილ რჩევებს და იმოქმედეთ, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. 



realsimple.com